პირველი მოულოდნელობა
ევროპის ქალთა ჩემპიონატზე მასპინძელმა დანიამ 30-23 მოუგო სლოვენიას, უნგრეთი დამარცხდა ხორვატიასთან 22-24, ხოლო საფრანგეთმა 24-23 აჯობა მონტენეგროს.
ევროპის 2018 წლის ჩემპიონს უმძიმესი მატჩი ჰქონდა ტურნირის 2012 წლის გამარჯვებულთან. საფრანგეთი მონტენეგროსთან პირველად დაწინაურდა მხოლოდ 53-ე წუთზე (21-20) და მოიგო მხოლოდ იმის წყალობით, რომ მწვრთნელ კრუმჰოლცს ბევრად უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი ჰქონდა და თექვსმეტივე ხელბურთელი ათამაშა. გადამწყვეტი გამოდგა ახალბედა ესატუ კუიატეს 3 გოლი თამაშის ბოლო 10 წუთში, 24-23.
საფრანგეთი – მონტენეგრო , ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=oNJhmTf4qGU
საკმაოდ რთულ, A ჯგუფში დანიამ გაანეიტრალა სლოვენიელთა ლიდერი, ანა გროსი და 30-23 მოიგო, მეკარე სანდრა ტოფტმა კი 10 დარტყმა მოიგერია.
დანია – სლოვენია, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=YcdwIX9jOW0
უნგრეთის მზარდი გუნდის წაგება ხორვატიასთან ჩემპიონატის პირველი მოულოდნელობა იყო. თანაბარ თამაშში უნგრეთი კატრინ კლუიბერის (9 გოლი) დარტყმის შემდეგ, 48-ე წუთზე დაწინაურდა (19-18), მაგრამ აქ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი. თამაშის საუკეთესო მოთამაშე გახდა ფრანგული მეცის უკანახაზელი კამილა მიჩიევიჩი (194 სმ, 4 გოლი). ხორვატიამ 24-22 მოიგო.
უნგრეთი – ხორვატია, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=IcKv4ew7N3Q
ამავე, C ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონ ჰოლანდიისა და სერბეთის მატჩი გადაიდო და დღეს, 23:30 გაიმრთება.
დღესვე მორიგი 4 მატჩია B და D ჯგუფებში. მეორე რაუნდში ბრძოლას 3-3 გუნდი აგრძელებს ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. ევროპის ჩემპიონატი 1994 წლიდან იმართება. 13 ტურნირიდან 7 მოიგო ნორვეგიამ, 3 – დანიამ, თითო – უნგრეთმა, მონტენეგრომ და საფრანგეთმა.
ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია
პირველი ჯგუფური ეტაპი, 4 დეკემბერი
მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით
A ჯგუფი. ჰერნინგი
საფრანგეთი – მონტენეგრო 24-23
საფ: ლენო (5 სეივი), დარლო (6); ვალენტინი, ფლიპი, ნიაკატე, კუიატე 3; ზაადი, სერსიენი, ედვიჟი, ლაკრაბერი 2; ნოკანდი, კოატანეა, დემბელე, ნზემინკო 1
მნტ: ბატინოვიჩი (5), ნენეზიჩი (1); რადიჩევიჩი, მეჰმედოვიჩი 5; იაუკოვიჩი, რამუსოვიჩი, დესპოტოვიჩი 3; გრბიჩი 2; მუგოშა, ბ. კლიკოვაცი 1
დანია – სლოვენია 30-23
დან: ტოფტი (10), რაინჰარდტი (1); ნოლსოე 6; კ. იორგენსენი, ოსტერგორი 5; ჰანსენი 3; ჰაინდალი, ჰაუგსტედი, ბიდსტრუპი 2; ტრანბორგი, ოგოტი, ბურგორი, ჰოილუნდი, ივერსენი 1
სლნ: პანძიჩი (5), ვოინოვიჩი (2); ლიეპოია, ლაზოვიჩი 5; სტანკო 4; გროსი, ომორეგი 3; ზულიჩი 2; სვეტიკი 1
6 დეკემბერი. 21:15 სლოვენია – საფრანგეთი, 23:30 მონტენეგრო – დანია
8 დეკემბერი. 21:15 მონტენეგრო – სლოვენია, 23:30 საფრანგეთი – დანია
C ჯგუფი. კოლდინგი
უნგრეთი – ხორვატია 22-24
უნგ: სიკორა (5), ბირო (3); კლუიბერი 9; სოლოში, შაცლი, მარტონი, ლუკაჩი, ტომორი 2; ტოვიზი, კოვაჩიჩი, ჰაფრა 1
ხორ: პიევიჩი (10); მიჩიევიჩი 4; იეზიჩი, დებელიჩი, ბლაჟევიჩი 3; კრშნიკი, ს. პოშავეცი, კალაუსი, ვიდაკი 2; პ. პოშავეცი, იაპუნძა, მამიჩი 1
ჰოლანდია – სერბეთი გაიმართება დღეს, 23:30
6 დეკემბერი. 21:15 სერბეთი – უნგრეთი, 23:30 ხორვატია – ჰოლანდია
8 დეკემბერი. 21:15 სერბეთი – ხორვატია, 23:30 ჰოლანდია – უნგრეთი
B ჯგუფი. ჰერნინგი // რუსეთი 2, შვედეთი 2, ჩეხეთი 0, ესპანეთი 0
3 დეკემბერი. რუსეთი – ესპანეთი 31-22, შვედეთი – ჩეხეთი 27-23
5 დეკემბერი. 21:15 ჩეხეთი – რუსეთი (სილკ 3), 23:30 ესპანეთი – შვედეთი (სილკ 3)
7 დეკემბერი. 21:15 ესპანეთი – ჩეხეთი, 23:30 რუსეთი – შვედეთი
D ჯგუფი. კოლდინგი // ნორვეგია 2, გერმანია 2, რუმინეთი 0, პოლონეთი 0
3 დეკემბერი. რუმინეთი – გერმანია 19-22, ნორვეგია – პოლონეთი 35-22
5 დეკემბერი. 19:00 პოლონეთი – რუმინეთი (სილკ 1), 21:15 გერმანია – ნორვეგია (სილკ უნივერსალი)
7 დეკემბერი. 21:15 გერმანია – პოლონეთი, 23:30 რუმინეთი – ნორვეგია
მეორე ჯგუფური ეტაპი. 10-15 დეკემბერი
1 ჯგუფი. ჰერნინგი. 10, 11, 13, 15 დეკემბერი
2 ჯგუფი. კოლდინგი. 10, 12, 14, 15 დეკემბერი
ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი
18 დეკემბერი: ნახევარფინალი, მატჩი 5-6 ადგილებისთვის
20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის