მონპელიე ლიდერის კვალდაკვალ

საფრანგეთის ჩემპიონატში გიორგი ცხოვრებაძის გუნდმა მონპელიემ 42-27 დამარცხა შამბერი და მხოლოდ ლიდერს, პარის სენ ჟერმენს ჩამორჩება.

1 გოლი გაიტანა ცხოვრებაძემ, რომელიც მწვრთნელმა, პატრის კანაიემ ამჯერად მარჯვენა ინსიდის პოზიციაზე ათამაშა. გიორგიმ მატჩის მიწურულს შვიდმეტრიანიდან შეაგდო. მონპელიეს სტარლიგის  8 თამაშში 6 მოგება და 2 ფრე აქვს და მხოლოდ 2 დაკარგული ქულით ჩამორჩება პარი სენ ჟერმენს. მონპელიე – პსჟ-ს თამაში მონპელიეში გაიმართება 16 დეკემბერს, 11 დეკემბერს კი კლუბს გასვლითი მატჩი აქვს კრეტეიში.

იქამდე, 8 დეკემბერს მონპელიე თამაშობს ევროპის თასზე, ალინგსასის წინააღდეგ. ეს შვედური კლუბი ცხოვრებაძის გუნდმა წინა ტურში, საკუთარ მოედანზე, 31-21 დაამარცხა და თავის ჯგუფს სამიდან სამი მოგებით ლიდერობს.

19 წლის ქართველმა ხელბურთელმა ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა, 3 კი – ევროპის ლიგის 3 თამაშში.

4 დეკემბერი. მონპელიე – შამბერი 42-27

მნპ: შეგო (6), ბონფუა (8) – ბატაი 6, ი. ლენი 5, ტრუხანოვიჩუსი 5, ვილმინო 4, ბოსი 4, პელასი 4, რიშარსონი 3, დესკა 3, ბორჟესი 2, სიმონე 2, პეტერსონი 2, პორტი 1, ცხოვრებაძე 1, ა. ლენი

საფრანგეთი. ლიდლ სტარლიგა. 1. პსჟ 18 ქულა (9 მატჩი), 2. მონპელიე 14 (8), 3. ლიმოჟი 13 (11), 4. ნანტი 11 (7), 5. ნიმი 11 (9), 6. ესი 10 (6), 7. სტ. რაფაელი 9 (10), 8. დიუნკერკი 9 (9), 9. რენი 7 (10), 10. ტულუზი 6 (8), 11. შამბერი 6 (8), 12. შარტრი 6 (7), 13. ისტრი 6 (7), 14. კრეტეი 4 (8), 15. ივრი 3 (8), 16. ტრამბლე 1 (9)

Leave a Reply