პირველი მოგება ისრაელის ნაკრებთან
ისრაელში ტურნეზე მყოფმა საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრებთან და 32-29 მოიგო. 21 იანვარს მეორე მატჩის იმავე გუნდთან, ხოლო 22 იანვარს ტურნე დასრულდება ქალაქ აშდოდის კლუბთან თამაშით.
ორივე გუნდი ემზადება ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. საქართველოს ნაკრების მეტოქეები, 18-20 მარტს, იქნებიან მონტენეგრო და სერბეთი (ტურნირი მონტენეგროში გაიმართება), ხოლო ისრაელი ეთამაშება საფრანგეთს, მაკედონიასა და სლოვენიას. შეჯიბრება 1996 წლებში და შემდგომ დაბადებულ შორის იმართება, საქართველოს ნაკრებში კი მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა 1998-წლიანი, დანარჩენები უმცროსები არიან.
გოგონათა ნაკრებს 2016 წელს კიდევ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი უწევს. 8-13 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება IHF/EHF ქალთა თასი. ტურნირს ერთობლივად ატარებენ ხელბურთის საერთაშორისო და ევროპული ფედერაციები. მონაწილეები იქნებიან განვითარებადი სახელბურთო ქვეყნები. ევროპულ ტურნირზე ითამაშებს 8 ქვეყანა და მონაწილეების სიას EHF 30 იანვარს გამოაცხადებს. ასაკობრივი კატეგორია იქნება 1997 წელს და გვიან დაბადებულები. ტურნირის გამარჯვებული 2017 წელს ითამაშებს საკონტინენტთაშორისო ტურნირზე, სადაც რეგიონული კონფედერაციების გამარჯვებულები გამოვლენ.
ივნისის ბოლოს ნაკრები გაემგზავრება შვედეთში და გიოტებორგში ითამაშებს ევროპის ღია პირველობაზე თვრამეტწლამდელთა შორის. რადგანაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი ამ ასაკში არ იმართება, ე,ს ფაქტობრივად ევროპის ჩემპიონატია, სადაც უძლიერესი გუნდები გამოვლენ.
თელ ავივი, 21 იანვარი.
ისრაელი (20) – საქართველო (18) 29-32
საქ: კუნელაშვილი 11, ჩოხელი 5, ჩოგოვაძე 5, ვენეცკი 3, ყველაშვილი 3, ბერიძე 3, ღვალაძე 2
საქართველოს გოგონათა ნაკრები ისრაელში(21-23 იანვარი, 2016)
12. ანავარდიშვილი(GK, მამული, 177, 1999) –16.ქრისტინეჯავახია (GK, ფოთი, 175, 1998) – 22.მარიამჩაჩუა (GK, პეგასი, 184, 1999) – 7.თინაქიტესაშვილი (CB, ყვარელი, 170, 1999) – 9.თათიაგადელია (RB, ფოთი, 172, 1998) – 10.მარიკაჯავახაძე (P, წყალტუბო, 170, 1999) – 13.ქრისტინეღვალაძე (LW, მამული, 162, 1998) – 15.თამარჩოგოვაძე (LW, პეგასი, 162, 1999) – 17.მედეაჩოხელი (P, პეგასი, 177, 1999) – 18.ქეთევანვენეცკი (RB, პეგასი, 174, 1998) – 19.ანაყველაშვილი (CB, მამული, 177, 1999) – 23.ნინოგაგნიძე (RW, პეგასი, 170, 2002) – 24.ჯულიაჩირგაძე (LB, წყალტუბო, 178, 2001) – 29.ქეთიკუნელაშვილი (LB, ყვარელი, 176, 1999) – 31.მაიაბერიძე (CB, პეგასი, 167, 1999) – გიორგიგვაზავა (1978, მთავარი მწვრთნელი), ინაჭკუასელი (1985,, მწვრთნელი), ოლექსანდრგურსკი (1966, მწვრთნელი). გიორგიკაზალიკაშვილი (1993, ექიმი), ლანამარგიანი (1988, გუნდის ლიდერი)