საფრანგეთის და ხორვატიის დიდი მოგებები

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო მეორე ეტაპი. პირველ დღეს ევროპის ჩემპიონმა საფრანგეთმა დაამარცხა ბელარუსი – 34-23, ხორვატიამ – მაკედონია 34-24. დღეს თამაშობენ გერმანია-უნგრეთი, შვედეთი-რუსეთი. 

საფრანგეთს პოლონეთთან წაგების შემდეგ სრული მობილიზაცია ჰქონდა. გამოცოცხლდა ნიკოლა კარაბატიჩი, ვინც ფრანგების პირველი 5 გოლიდან 4 შეაგდო, ჯამში კი ცხრაჯერ დაარტყა და ცხრაჯერ გაიტანა. ბელარუსებმა ალღო ვერ აუღეს ფრანგების 5-1 დაცვას, მათმა ლიდერმა სიარჰეი რეტენკამ სულ ორჯერ დაარტყა, ვერ გაიტანა და მერე მწვრთნელმა დაასვენა. პირველი ტაიმი საფრანგეთმა 20-5 მოიგო, კლოდ ონესტამ კი ათამაშა ყველა, მათ შორის დებიუტანტები – 23 წლის ინსაიდი თეო დერო, 20 წლის მარჯვენა შუამარბი ნედიმ რემილი და 18 წლის  ცაცია, ბენუა კუნკუ. მეორე ნახევარში ბელარუსიც ძირითადად სათადარიგოებით თამაშობდა და ტაიმი მოიგო კიდეც, 18-14.

ხორვატიამაც იოლად მოუგო მაკედონიას და დამარცხებულთ ლიდერი, კირილ ლაზაროვი აქაც უგოლოდ გავიდა მოედნიდან. მიმდინარე სხვაობა იმხელა არ ყოფილა, როგორც საფრანგეთის მატჩში (17-14 მეორე ტაიმის დასაწყისში), მაგრამ საბოლოოდ 10 ბურთი მაინც დაგროვდა – 34-24.

მაკედონიასა და ბელარუსს 3-3 მატჩიდან ქულა არა აქვთ და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგეს, თუმცა, ისინი გაიბრძოლებენ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში გასასვლელად. ამ ჯგუფის კიდევ ორი მონაწილე და ლიდერი, პოლონეთი და ნორვეგია ბრძოლაში 23 იანვარს ჩაებმებიან და ერთმანეთში ითამაშებენ, ისევე როგორც საფრანგეთი და ხორვატია. დღეს მეორე ჯგუფის ორი მატჩია.

ხელბურთი.ევროპის  მე-12 ჩემპიონატი. კაცები. 15-31 იანვარი, 2016. პოლონეთი.

მთავარი რაუნდი: მეორე ჯგუფური ეტაპი

1 ჯგუფი.კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)

21 იანვარი

საფრანგეთი-ბელარუსი 34-23

საფ; ნ. კარაბატიჩი 9/9, დერო 5, რემილი 5, ნარსისი 4, კუნკუ 3 – ომაიერი 10/15-67%

ბლრ: ხადკევიჩი 15/9, პუხოვსკი 4, ბარანაუ 3, რუტენკა 2/0

მაკედონია-ხორვატია 24-34

მკდ: მანაშკოვი 7/7 (4პ), კუზმანოვსკი 4, გეორგიევსკი 3, სტოილოვი 3, ლაზაროვი 4/0

ხორ: სლიშკოვიჩი 6/6,  მარიჩი 5, შტრლეკი 5, ჰორვატი 3, კარაჯიჩი 3, კოპლიარი 3, მამიჩი 3

პოლონეთი 2 თამაში/4 ქულა, ნორვეგია 2/4, ხორვატია 3/4, საფრანგეთი 3/4, მაკედონია 3/0, ბელარუსი 3/0

1 ეტაპი: საფ-მკდ 30-23, მკდ-პოლ 23-24 საფ-პოლ 25-31, ხორ – ბლრ 27-21, ნორ-ხორ 34-31, ბლრ-ნორ 27-29

23 იან. 21:15 საფრანგეთი-ხორვატია, 23:30 პოლონეთი-ნორვეგია

25 იან. 21:15 მაკედონია-ნორვეგია, 23:30 პოლონეთი-ბელარუსი

27 იან. 19:00 მაკედონია-ბელარუსი, 21:15 საფრანგეთი-ნორვეგია 23:30 პოლონეთი-ხორვატია

2 ჯგუფი.ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)

22 იანვარი.

21:15 გერმანია-უნგრეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-01-22-ehf-mens-euro-2016-main-round

23:30 შვედეთი-რუსეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/431840-2016-01-22-ehf-mens-euro-2016-main-round

დანია, ესპანეთი 4 ქულა; გერმანია, რუსეთი 2; შვედეთი, უნგრეთი 0

1 ეტაპი. ესპ-გერ 32-29, გერ-შვდ 27-26, ესპ-შვდ 24-22, დან-რუს 31-25, რუს-უნგ 27-26, დანია-უნგ 30-22

24 იან. 21:15 გერმანია-რუსეთი, 23:30 ესპანეთი-დანია

26 იან. 21:15 ესპანეთი-უნგრეთი, 23:30 შვედეთი-დანია

27 იან. 19:00 შვედეთი-უნგრეთი, 21:15 გერმანია-დანია, 23:30 ესპანეთი-რუსეთი

29 იანვარი. ნახევარფინალი.21:30, 24:00 – კრაკოვი

19:00, 21:30.  მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი

31 იანვარი. 18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი

Leave a Reply