პეგასმა ვერცხლის პრიზიორი დაამარცხა
საქართველოს თასის ნახევარფინალში ხვალ სპორტკომპლექს არენაში ითამაშებენ: ბათუმის შავი ზღვის ბიჭები – თელავის სტუ-იმედი, სპორტის უნივერსიტეტი – პეგასი. ყველაზე დრამატულ მეოთხედფინალში თბილისის პეგასმა 38-31 მოუგო საქართველოს ბოლო ჩემპიონატის ფინალისტს, ქუთაისს.
პეგასის ახალგაზრდულ გუნდს უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და უფრო გამოცდილი მეტოქე ულაპარაკოდ დაამარცხა. მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა 9 ბურთი იყო, ბოლოსკენ ქუთაისი ოთხამდე დაეწია მეტოქეს, მაგრამ ეგ იყო და ეგ – 31-38. ქუთაისმა წლეულს საგრძნობი ცვლილებები განიცადა შემადგენლობაში და გაუჭირდა, თუმცა, ცხადია, რომ საქართველოს ჩემპიონატში კიდეც ერთხელ იბრძოლებს პირველობისთვის.
დებიუტანტს, სპორტის უნივერსიტეტის გუნდს, რომელსაც შემადგენლობაში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ჰყავდა, კარგა ხანს, დაახლოებით 45-ე წუთამდე უძალიანდებოდა სამტრედიის ახალგაზრდული გუნდი, მარგამ სპორტუნიმ გიორგი იობაშვილის (14 გოლი) ლიდერობით მაინც გარდატეხა მატჩი და ბოლოსკენ უპირატესობა ცხრამდე აიყვანა – 43-34. დანარჩენ ორ მატჩში ძალები უთანაბრო იყო: შავი ზღვის ბიჭებმა 49-19 მოუგო გორს, ხოლო თელავის სტუ-იმედმა დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი, 41-13.
ხვალ 12 საათიდან ნახევარფინალებია, ზეგ ფინალი 14 საათზე დაიწყება. ყველა თამაშის რეპორტაჟსა და ჩანაწერს ნახავთ ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/ და იუთუბის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia
ხელბურთი. საქართველოს თასი 2018. კაცები. არენა 2
25 სექტემბერი, მეოთხედფინალი
სტატისტიკა: გოლი(მოგერიება)/დარტყმა/შეცდომა/ორწუთიანი
გორი – BSB ბათუმი 19-49
გორ: ვათიაშვილი (10)/33, ჯაფარიძე (4)/30 – თ. ტარუაშვილი 5/15/4, დალაქიშვილი 4/11/5/1, ზუბიაშვილი 3/12, ნიაზაშვილი 3/8/1, შემშენოვი 2/6/4/2, ზოზიაშვილი 1/4/-/1, ხუბულური 1/5/2, ოსეფაშვილი 0/4/2/2, მჭედლიშვილი, ანტონოვიჩი – მწვ. მამაცაშვილი
ბათ: ხანდოლიშვილი (10)/13, ტორონჯაძე (6)/14, ვარშალომიძე (8)/16 – გოგოლაძე 13/17/-/1, კოხრეიძე 8/14/-/1, ტიელიძე 8/12, მახაჭაძე 5/9/-/1, სიმონია 4/8, თევზაძე 3/3/-/1, აბრამიშვილი 3/9, სურმავა 2/2/1, წივწივაძე 1/1/1, თურმანიძე 1/3, მჟავანაძე 1/1, ტალახაძე 0/1. ბერძენიშვილი – მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე, ბზეკალავა
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
იმედი-სტუ თელავი – ოქროს ვერძი ფოთი 41-13
იმ: ხარაიშვილი (11)/16, ხიდეშელი (7)/15- მიქავა 12/17/3, ყორიაული 8/11/3/1, აბდულაევი 6/8, გავაშელიშვილი 5/6, ზ. იობაშვილი 4/5/1, გოგალაძე 3/3, ბაინაზიშვილი 1/3, მაისაშვილი 1/1/1, მჭედლური 1/2/3, ბერაძე 1/1/1/2, გიორგაძე – მწვ. კეკელიძე, ორჯონიკიძე, მეტრეველი
ფოთ: კეკუა (3)/25, გოგოხია (6)/25 – ჟვანია 5/18/2, ფანცულაია 4/11/7, დიდია 2/3/7, სიორდია 2/3/1, მელიავა 0/3/1, პაჭკორია 0/0/2, ხურცილავა 0/2/3 – მწვ. ჭანტურია
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი
სპორტუნი-სამტრედია 43-34
სპ: ხარაიშვილი (16)/50 – გ. იობაშვილი 14/22/3, ერისთავი 6/8/-/1, კორსანტია 6//7/-/1, ჭელიძე 5/11/2/1, თიგიშვილი 4/8/-/2, აბჟანდაძე 4/5/-/1, გულდედავა 2/2/-/1, მანჯავიძე 1/3/1, ბურდულაძე 1/1, გურასპაული 0/1/2/1- მწვ. სამადაშვილი, შარანგია , გულბიანი
სამ: შველიძე (11)/54 – გაგუა 10/17/4/1, ძნელაძე 9/22/1, ხომერიკი 7/13/1/1, ხელისუფალი 4/6, ნადირაძე 3/3/1, ადამია 1/3/2, თევზაძე 0/1/-/3, ხონელიძე 0/1/-/2- მწვ. ქავზინაძე, ხელისუფალი
მსაჯები: გ. გველესიანი, ნ. კევლიშვილი
ქუთაისი 2015 – პეგასი 31-38
ქუთ: ანდრიაძე (13)/49, მაისურაძე (0)/2, გულეიშვილი – რუსტამოვი 7/14/1/1, მათნაძე 6/8/1/1, მერკვილაძე 4/6/-/2, სტურუა 4/6/4/1, ხაჟომია 4/5/1, ბულბულაშვილი 3/8/1/3, ჯუღელი 2/3, გამზარდია 1/4/6, ფერაძე 0/1 კობახიძე, ლომიძე, ლ.იმნაძე, ჯ. იმნაძე – მწვ. ბოყოჩაძე, ყაველაშვილი, თავხელიძე
პეგ: დიხამინჯია (13)/43, გორგოძიანი (0)/ – ზარნაძე 9/12/3, ლაპიაშვილი 8/9/1, კუხალაშვილი 6/7, კალანდაძე 6/14/2, ბაძაღუა 5/5/1, ქათამაძე 3/3/1/2, გრიშიკაშვილი 1/3/1, გვაზავა 0/0/-/1, ასაბაშვილი, ჟვანია, დგებუაძე, პატაშური, მდივანი – მწვ. კალანდაძე, სახვაძე
მსაჯები: რ. ლოშაკი, ა. შაიბაკოვი (უკრ)
26 სექტემბერი, ნახევარფინალი
12:00 BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი
14:00 სპორტუნი – პეგასი
27 სექტემბერი, ფინალი. 14:00