ორი სენსაცია მესამე დღეს

შვედეთში, ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, მეორე ჯგუფურ რაუნდში გასვლა გაინაღდეს სერბეთმა და საფრანგეთმა. A ჯგუფში ორი მოულდნელობა მოხდა – სერბეთმა დაამარცხა წინა ჩემპიონატის ფინალისტი ესპანეთი, ხოლო სლოვენიამ – მასპინძელი და წინა ევროს ბრინჯაოს პრიზიორი შვედეთი. ორივე მატჩის ანგარიშია 25-23.

სერბეთი ახალგაზრდული გუნდია და არ ყავს ბოლო წლების უცვლელი ლიდერი, ანდრეა ლეკიჩი. ორივე გარემარბის კრპეჟისა და რადოსავლიევიჩის, უკანახაზელების სტოილიკოვიჩისა და ლისჩევიჩის წყალობით მეორე ტაიმის დასაწყისში სერბები 19-10 იგებდნენ, როცა ესპანეთმა დევნა წამოიწყო, მაგრამ საბოლოოდ მეკარე მარია ჩოლიჩმა 15 დარტყმა მოიგერია და თამაშის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, მისმა გუნდმა კი უპირატესობა შეინარჩუნა, 25-23.

უკანა ხაზში სლოვენიასაც ჰყავს ორი ვარსკვლავი – ანა გროსი და თამარა მავშარი. ამ ორისა და მეკარე მიშა მარინჩეკის ლიდერობით გუნდი მთელი მატჩი თანაბრად ეთამაშა შვედეთს და ბოლოში მოგებაც მოახერხა. შვედებს „კომპენსაციად“ დარჩათ საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რომელიც მიიღო იზაბელ გულდენმა- 16 დარტყმა, 10 გოლი.

B ჯგუფში ჰოლანდიამ იოლად დაამარცხა პოლონეთი, 30-21, ხოლო გერმანია, მეკარე კლარა ვოლტერინგის ლიდერობით, პირველ ტაიმში 8-4 დაწინაურდა საფრანგეთთან. მაგრამ ფრანგებმა ზედ შესვენებაზე გაათანაბრეს ანგარიში, მეორე ნახევრის დასაწყისში კი ზედიზედ 4 გოლიც გაიტანეს – 15-11. საბოლოოდ, რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა უპირატესობა შეინარჩუნა და მეორე მატჩიც მოიგო – 22-20.

დღეს მეორე ტურს C და D ჯგუფის 8 გუნდი გამართავს. ჯგუფური ეტაპი 9 დეკემბერს დასრულდება. მეორე ეტაპზე 3-3 გუნდი გადის ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. ყველა მატჩის ნახვა შესაძლებელია ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი

A ჯგუფი. სტოკჰოლმი

4 დეკ. სერბეთი-სლოვენია 36-34, შვედეთი-ესპანეთი 25-19

6 დეკემბერი

ესპანეთი (0 ქულა) – სერბეთი (4) 23-25

მარტინი 6 – კრპეჟი 6, სტოილიკოვიჩი 5, ლისჩევიჩი 1+8პ, ჩოლიჩი 15/39=41%

სლოვენია (2) – შვედეთი (2) 25-23

მავშარი 6, გროსი 5, მარინჩეკი 14/35=40% – გულდენი 16/10

8 დეკ. 21:30 ესპანეთი – სლოვენია, 23:45 შვედეთი-სერბეთი

B ჯგუფი. კრისტიანსტადი

4 დეკ. ჰოლანდია – გერმანია 27-30, საფრანგეთი-პოლონეთი 31-22

6 დეკემბერი

პოლონეთი (0) – ჰოლანდია (2) 21-30

ვოიტასი 5 – აბინგჰი, ხოოსი 5, ბონტი 4, ვესტერი 17/37=46%

გერმანია (2) – საფრანგეთი (4) 20-22

ჰუბერი 6, ლანგი, ნაიძინავიჩუსი 4, ვოლტერინგი 15/47=41%- ნზემინკო 5, ფლიპი 4

8 დეკ. 21:30 გერმანია-პოლონეთი, 23:45 ჰოლანდია-საფრანგეთი

C ჯგუფი. მალმო

5 დეკ. უნგრეთი – ჩეხეთი 22-27, მონტენეგრო – დანია 21-22

7 დეკემბერი

21:30 ჩეხეთი-მონტენეგრო

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-07-czech-republic-montenegro

23:45 დანია-უნგრეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-07-denmark-hungary

9 დეკ: 21:30 მონტენეგრო-უნგრეთი 23:45 დანია-ჩეხეთი

D ჯგუფი ჰელსინგბორგი

5 დეკ. რუსეთი – ხორვატია 32-26, ნორვეგია-რუმინეთი 23-21

7 დეკემბერი

21:30 რუმინეთი-რუსეთი

http://www.ehftv.com/int/livestream/romania-russia

23:45 ხორვატია-ნორვეგია

http://www.ehftv.com/int/livestream/croatia-norway

9 დეკ: 21:30 რუმინეთი-ხორვატია 23:45 ნორვეგია-რუსეთი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მეორე ჯგუფური ეტაპი

1 ჯგუფი (A, B) – 10, 12, 14 დეკემბერს

2 ჯგუფი (C, D) – 11, 13, 14 დეკემბერს

ნახევარფინალი 16 დეკემბერს, ფინალი 18 დეკემბერს

Leave a Reply