ოლიმპიას მეორე მოგება
თბილისის ოლიმპიას ხელბურთელ ქალთა გუნდმა საქართველო-აზერბაიჯანის ჩემპიონატზე 37-28 დაამარცხა ბაქოს განჯლარ ბირლიი. პარასკევს, 11 საათზე გუნდები მეორედ ითამაშებენ ოლიმპიურ სასახლეში.
თამაში თავიდან ბოლომდე ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი ჩვენებმა 21-16 მოიგეს, მერე უპირატესობა 10 ბურთამდეც ავიდა. ოლიმპიაში 9-9 გოლი გაიტანეს თინათინ ქიტესაშვილმა და ნენო ჯგერენაიამ, ხოლო მეკარეებმა, ჯიქურაშვილმა და ჯავახიამ 5 შვიდმეტრიანი მოიგერიეს.
ორივე გუნდი ახალგაზრდულია. განჯლარ ბირლიი აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებია ისევე როგორც ოლიმპიას ძირითადი ბირთვი, რომელსაც აგვისტოში თბილისში ევროპის გოგონათა ჩემპიონატი უწევს. იგივე ტურნირი აზერბაიჯანელებს იტალიაში აქვთ, იქამდე კი ბაქოში უმასპინძლებენ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს. ორივე გუნდი ამ ჩემპიონატს სწორედ საერთაშორისო ტურნირებისთვის მოსამზადებლად იყენებს.
ოლიმპიას 7 თამაშიდან 5 ქულა აქვს და თუ ხვალაც გაიმარჯვა, მეოთხე ადგილზე გადავა, შემდეგ კი შინ ზედიზედ 6 თამაში უწევს აზერბაიჯანის საუკეთესო კლუბებთან – 10-11 იანვარს ვმასპინძლობთ აზერიოლს, 24-25 იანვარს – ქვეყნის ჩემპიონ აზერსუს, ხოლო 7-8 თებერვალს – ყარაბაღს, ტურნირს კი გაზაფხულზე დავასრულებთ ექვსმატჩანი გასვლითი სერიის შემდეგ.
ხელბურთი. აზერბაიჯან-საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2018-19
20 დეკემბერი. თბილისი, ოლიმპიური სასახლე
ოლიმპია თბილისი – განჯლარ ბირლიი ბაქო 37-28
ოლ: ჯიქურაშვილი, ჯავახია – ქიტესაშვილი 9, ჯგერენაია 9, გოგია 6, ა. ჩხაიძე 4, თეთრაშვილი 3, ე. ჩხაიძე 3, მ. ცინცაძე 1, ქ. ცინცაძე 1, კორძაია 1, სურგულაძე, იაშვილი, მაჭარაშვილი, ქებაძე, ბჟალავა – მწვ. პორტნოი, ორჯონიკიძე
გან: ტერიაევა, ჰუსეინოვა – ბაირამოვა 13, ობუხოვა 4, აბდულაევა 4, ალიევა 3, აღაევა 1, გულიევა 1, რზაევა 1, მამადოვა 1, მამადხანოვა, იბრაჰიმოვა, ჯაფარლი, ეივაზოვა – მწვ. კოროტკიი, ნამალიევა
მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, დელეგატი: ა. ვაჰაბ-ზადე
————————-თ—მ—ფ—წ—–ბ——ქ
აზერსუ—————-8—7—0—1–289-170–14
აზერიოლი————7—6—0—1–227-138–12
ყარაბაღი————–8—5—0—3–254-191–10
იდმან აკადემიასი—-8—2—1—5–200-257—5
ოლიმპია————–7—2—1—4–171-233—5
განჯლარ ბირლიი—8—0—0—8–162-324—0
წინა მატჩები: 6 ოქტ. აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 44-18, ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 33-26, აზერსუ – ოლიმპია 46-17 – 7 ოქტ. აზერსუ – ოლიმპია 34-21 – 13 ოქტ. განჯლარ ბირლიი – აზერსუ 21-51, აზერიოლი – ყარაბაღი 26-20 – 20 ოქტ. იდმან აკადემიასი – განჯლარ ბირლიი 36-25, აზერსუ – აზერიოლი 28-27 – 25 ოქტ. ოლიმპია – იდმან აკადემიასი 24-24 – 26 ოქტ. ოლიმპია – იდმან აკადემიასი 31-26 – 27 ოქტ. ყარაბაღი – აზერსუ 25-30 – 3 ნოე. აზერსუ – იდმან აკადემიასი 38-18, განჯლარ ბირლიი – ყარაბაღი 22-44 – 6 ნოე. აზერიოლი – იდმან აკადემიასი 38-18 – 10 ნოე. აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 40-13 – 14 ნოე. ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 38-20 – 24 ნოე. აზერსუ – განჯლარ ბირლიი 40-15, ყარაბაღი – 8 დეკ. განჯლარ ბირლიი – იდმან აკადემიასი 30-32, აზერიოლი – აზერსუ 26-22, ყარაბაღი – ოლიმპია 33-23 – 9 დეკ. ყარაბაღი – ოლიმპია 42-18 – 20 დეკ. ოლიმპია – განჯლარ ბირლიი 37-28
9-10 ტური, 10-11 იანვარი. თბილისი. ოლიმპია – აზერიოლი
11-12 ტური, 24-25 იანვარი. თბილისი. ოლიმპია – აზერსუ
13-14 ტური, 7-8 თებერვალი. თბილისი. ოლიმპია – ყარაბაღი
15-16 ტური, 23-24 თებერვალი. ბაქო. აზერიოლი – ოლიმპია თბილისი
17-18 ტური.16-17 მარტი. ბაქო. იდმან აკადემია – ოლიმპია თბილისი
19-20 ტური, 20-21 აპრილი. ბაქო. განჯლარ ბირლიი – ოლიმპია თბილისი