ნიკოლოზ კალანდაძე საუკეთესოა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და Chambéry Savoie Mont Blanc Handball-ის მოთამაშე ნიკოლოზ კალანდაძემ გუნდთან ერთად საფრანგეთის სტარლიგის პირველი ორი ტურის მატჩი გამართა. იგი გუშინდელ შეხვედრაში უშუალო კონკურენტ მონპელიესთან 6 გოლით გამოირჩა და ჩამბერის რიგებში საუკეთესო იყო.

ნიკოლოზი მიუხედავად ორი მარცხისა (ნიმთან 31-29, მონპელიესთან 32-26) სტარლიგის ბომბარდირთა დავაში 13 გოლით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

ჩამბერი მომდევნო შეხვედრას 22 სექტემბერს US Ivry-ს წინააღმდეგ გამართავს და პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება.

teamchambe

საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორია Leaderbet

ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply