ნიაგუს ვირუსი და გორბიცის მეათასე გოლი  

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მთავარი ნიუსი იყო ქრისტინა ნიაგუს არყოფნა – CSM ბუკურეშტისა და რუმინეთის ნაკრების ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ქრისტინა თავს კარგად გრძნობს და შინ, თვითიზოლაციაშია. მან გამოტოვა ნორვეგიაში თამაში, რომელიც მისმა გუნდმა 25-30 წააგო, კრისტიანსანდი კი ერთადერთი გუნდია ქალთა ჩემპიონთა ლიგაში რომელსაც ქულაც არ დაუკარგავს. წაუგებლადაა კიდევ ოთხი კლუბი – დიორი, ბრესტ-ბრეტონი, ცსკა და როსტოვი.

მოქმედმა ჩემპიონმა, უნგრეთის დიორმა პირველი დამარცხება აგემა დანიის ესბიერგს 32-25, უნგრული კლუბის 37 წლის ვარსკვლავმა, ანიტა გორბიცმა კი პირველმა გადალახა ჩემპიონთა ლიგაში ათასგოლიანი ზღვარი. ანიტა დიორში 1997 წლიდან თამაშობს, ჩემპიონთა თასი ხუთჯერ აქვს მოგებული, ამ სეზონში კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციასაც ასრულებს. 

გერმანულ-რუსულ დაპირისპირებაში რუსულმა კლუბებმა ორი მძიმე მატჩი მოიგეს სტუმრად. როსტოვი 18-22 აგებდა ბიტიგჰაიმთან და 32-31 გაიმარჯვა, ხოლო ცეესკა მეორე ტაიმის შუაში 7 ბურთით ჩამორჩებოდა დორტმუნდის ბორუსიას (17-24), თუმცა, მანაც მინიმალური სხვაობით მოიგო 29-28.

ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ფრანგულმა ბრესტ-ბრეტონმა, მისის მეტოქის, ბუდუჩნოსტისთვის კი ეს პირველი ქულა იყო – 22-22. გადამწყვეტი გოლი მონტენეგროული კლუბის ფრანგმა უკანახაზელმა, ალისონ პინომ გაიტანა.

ერთი თამაში, რამნიკუ ვალჩეა – პოდრავკა ვეგეტა გადაიდო. მეხუთე ტური მომდევნო შაბათ-კვირასაა.

ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები. ჯგუფური ეტაპი. 4 ტური. 10-11 ოქტომბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი. კრისტიანსანდი 6 ქულა (3 თამაში), როსტოვი 5 (3), მეცი 4 (3), ბუკურეშტი 4 (3), ესბიერგი 2 (3), ფერენცვაროში 2 (2), კრიმი 1 (3), ბიტიგჰაიმი 0 (4)

მეცი (საფ) – კრიმ მერკატორი (სლნ)  33-27

სტანკო 8, ო. კანორი 4, საკო (12 სეივი) – სერსიენი 6, პლეტიკოშიჩი 6

კრისტიანსანდი (ნორ) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 30-25

არნცენი 6, იტერენგი 5, ლუნდე (10) – ლაზოვიჩი 7, პინტეა 7, მარტინი 6

ბიტიგჰაიმი (გერ) – როსტოვი (რუს) 31-32

ლაუენროტი 7, შულცე 6 – სენი 6, მაკეევა 5 

ესბიერგი (დან) – ფერენცვაროში (უნგ) 21-24

ფრაფიორდი 3, პოულსენი (17) – კოვაჩიჩი 6, შაცლი 5, მალესტაინი 4

17 ოქტ. როსტოვი-მეცი, კრიმი-ბიტიგჰაიმი, 18 ოქტ. ესბიერგი-კრისტიანსანდი, ბუკურეშტი-ფერენცვაროში

ჯგუფი. ცსკა 7 (4), დიორი 6 (4), ბრესტი 6 (4), ოდენსე 6 (4), პოდრავკა 2(3), დორტმუნდი 2 (4), ბუდუჩნოსტი 1 (4), ვალჩეა 0 (3)

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ბრესტბრეტონი (საფ) 22-22

რადიჩევიჩი 6, პინო 6, არენჰარტი (12) – ლასურსი 5, გროსი 4, ტოფტი (9)

დიორი (უნგ) – ოდენსე (დან) 32-25

კრისტიანსენი 7, ნზემინკო 6, სოლბერგი (8) – აბინგჰი 7, ხროტი 4, და სილვა 4

ბორუსია დორტმუნდი (გერ) – ცსკა (რუს) 28-29

გრიზელსი 10, სმიტსი 6 – ილინა 8, მიხაილიჩენკო 6

რამნიკუ ვალჩეა (რუმ) – პოდრავკა ვეგეტა (ხორ) გადაიდო

17 ოქტ. დიორი-ვალჩეა, 18 ოქტ. დორტმუნდი-ბუდუჩნოსტი, პოდრავკა-ოდენსე, ბრესტი-ცსკა

Leave a Reply