ნახევარფინალში მოლდოვას ვეთამაშებით

ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე IHF თასზე ხელბურთში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში 32-16 დაამარცხა ბრიტანეთი და შაბათს, ნახევარფინალში მოლდოვას შეხვდება. მეორე წყვილია კოსოვო – ბრიტანეთი.

სხვაობა საკმაოდ დიდი გამოვიდა და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ჩვენებმა პირველივე წუთებიდან ძალიან მკაცრი დაცვა შესთავაზეს მეტოქეს. ბრიტანელებმა პირველი ბურთი მე-11 წუთზე გაიტანეს, როდესაც ანგარიში 4-0 იყო. შეტევაში ყველაზე შედეგიანი იყო გუნდის კაპიტანი თემურ ორჯონიკიძე 8 გოლით, ტაიმი 17-5 მორჩა და გამარჯვებულის ვინაობა ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

ჩვენი მეტოქე გამოვლინდა კოსოვოსა და მალტის თამაშში. კოსოვომ და მოლდოვამ ფრედ ითამაშეს, მოლდოვამ კი მალტა 48-15 დაამარცხა, შესაბამისად კოსოვოს 33 ან 34 ბურთით გამარჯვება სჭირდებოდა, რასაც ბოლო წუთებზე მიაღწია კიდეც – 52-18 და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მალტა შაბათს, მეხუთე ადგილისთვის შეხვდება სომხეთს, რომელმაც დაამარცხა ალბანეთი, 32-21.

პარასკევს შეჯიბრებაზე დასვენების დღეა, ფინალი 13 ნოემბერსაა. ნახევარფინალებსა და ფინალებს პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია რიონი გადასცემს.

IHF ტროფი, 20წ, ევროპა. 8-13 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

A ჯგუფი: საქართველო 6 (+100), ბრიტანეთი 4 (+38), სომხეთი 2 (-47), ალბანეთი 0 (-91)

8 ნოემბერი. ალბანეთი – საქართველო 10-55, სომხეთი – ბრიტანეთი 14-33

9 ნოემბერი. ბრიტანეთი – ალბანეთი 47-12, საქართველო – სომხეთი 47-8

10 ნოემბერი. საქართველო-ბრიტანეთი 32-16

საქ: ცინცაძე, ხანდოლიშვილი – ორჯონიკიძე 8, რუსტამოვი 6, დიხამინჯია 6, იობაშვილი 3, ბაინაზიშვილი 2, გოგოლაძე 2, არსენაშვილი 2, ცხოვრებაძე 1, მიქავა 1, მათნაძე 1, გოგავა, ლაპიაშვილი – მწვ. ორჯონიკიძე, კალანდაძე

ბრი: კარდენი, მაკკლელანდი – გრინი 4, ვაითი 3, პრაისი 3, ჯილეტი 2, მური 2, ტაილერი 1, ბრეი 1, სტრაჩენი, ჰავარდი, ვენეიბლზი, ლიისი, ლეპსლი
მსაჯები: ბიუტუჩი, კასაპი (კოს), დელეგატი: ბოიჩ-ჩაჩიჩი (ხორ)

ალბანეთი – სომხეთი 21-32

B ჯგუფი: კოსოვო 3 (+34), მოლდოვა 3 (+33), მალტა 0 (-67)
8 ნოემბერი. მოლდოვა – კოსოვო 27-27
9 ნოემბერი. მალტა – მოლდოვა 15-48
10 ნოემბერი კოსოვო – მალტა 52-18

12 ნოემბერი
14:00 მე-5 ადგილისთვის სომხეთი-მალტა
16:00 ნახევარფინალი საქართველო-მოლდოვა
18:00 ნახევარფინალი კოსოვო-ბრიტანეთი
13 ნოემბერი
12:00 მესამე ადგილისთვის
14:00 ფინალი

Leave a Reply