ნახევარფინალისთვის ბრძოლა დაიწყო
ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო მეორე ჯგუფური ეტაპი. ევროპის ჩემპიონმა გერმანიამ 22-19 მოუგო ჩეხეთს, დანიამ დაამარცხა სლოვენია (31-28), ნორვეგიამ – სერბეთი (32-27), ხორვატიამ – ბელარუსი, 25-23. ნახევარფინალში ორი ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გადის.
ყველა მატჩის მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=r-E3oYocz-g&list=PLLatB4ZOw08j-i2WwK6LgfBt1_bS2cbzb
დღეს ზაგრებში თამაშობენ პირველი ჯგუფის ლიდერები, საფრანგეთი და შვედეთი, რომლებიც პირველ ტურში ისვენებდნენ. ჯერჯერობით აქ პირველ ადგილზეა ნორვეგია, რომელმაც დამაჯერებლად მოუგო სერბეთს, ხოლო გამთამაშებელმა საგოსენმა და გარემარბმა ბიორნსენმა 8-8 გოლი გაიტანეს.
რთულ სიტუაციაშია მასპინძელი, ხორვატიის გუნდი, რომელმაც მხოლოდ ბოლო შეტევის შემდეგ მოუგო ბელარუსს და 4 ქულა აქვს, თუმცა, ნორვეგიასთან და საფრანგეთთან დარჩა სათამაშო. ბელარუსთან ხორვატები 23-20 იგებდნენ, მაგრამ იურინოკმა და კულიშმა ანგარიში გაათანაბრეს, ცინდრიჩმა ისევ დააწინაურა მასპინძლები, მეტოქემ კი ბოლო შეტევაში ჯარიმა მიიღო, თორემ ფრის შანსი ჰქონდა და სულ ბოლოს კოპლიარმა ოცდამეხუთე გოლიც გაიტანა – 25-23.
დანიის 32 გოლიდან სლოვენიის კარში 18 გაიტანეს გარემარბებმა, მათ შორის 11 – ლასე სვანმა. სლოვენია ბოლო წუთებამდე ბრძოლაში იყო, მაგრამ 3 მატჩის შემდეგ 1 ქულა და ნახევარფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა.
გერმანია 47-ე წუთზე 16-18 აგებდა ჩეხეთთან, მაგრამ აქ კარში ჩადგა ანდრეას ვოლფი, რომელმაც თამაშის ბოლომდე სულ 1 გოლი გაუშვა, ევროპის ჩემპიონმა კი გაიტანა ზედიზედ ექვსი და 22-19 მოიგო. მეორე ჯგუფში კვირას თამაშობენ პოტენციური ლიდერები, მაკედონია და ესპანეთი, ჯერჯერობით კი 4-4 ქულით დანია და გერმანია ლიდერობენ. მეორე ჯგუფური რაუნდი 24 იანვარს სრულდება.
ხელბურთი. ევრო 2018, კაცები. ხორვატია, 12-28 იანვარი
მეორე ჯგუფური ეტაპი (ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი)
1 ჯგუფი, ზაგრები – ნორვეგია 4 (3 თამაშიდან), შვედეთი 4 (2), ხორვატია 4 (3), საფრანგეთი 4 (2), ბელარუსი 0 (3), სერბეთი 0 (3)
18 იანვარი. სერბეთი–ნორვეგია 27-32
შეშუმი, ბელიანსკი 5 – ბიორნსენი, საგოსენი 8, გულერუდი 13/35
https://www.youtube.com/watch?v=xuZeGqZv2rA
ხორვატია–ბელარუსი 25-23
მამიჩი, სტეპანჩიჩი 5, ცინდრიჩი 4 – იურინოკი 6, კულეში, პუხოუსკი 5
https://www.youtube.com/watch?v=OOvi-ehT2uA
შვედეთი და საფრანგეთი ისვენებდნენ
12 იან. საფრანგეთი-ნორვეგია 32-21, ხორვატია-სერბეთი 32-22
14 იან. შვედეთი-სერბეთი 30-25, ნორვეგია-ბელარუსი 33-28
16 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 32-25, შვედეთი-ხორვატია 35-31
20 იან. 21:15 შვედეთი–საფრანგეთი 23:30 ხორვატია–ნორვეგია
22 იან. 21:15 სერბეთი-საფრანგეთი, 23:30 შვედეთი-ბელარუსი
24 იან. 19:00 სერბეთი-ბელარუსი, 21:15 შვედეთი-ნორვეგია, 23:30 ხორვატია-საფრანგეთი
2 ჯგუფი, ვარაჟდინი: დანია 4 (3), გერმანია 4 (3), მაკედონია 3 (2), ესპანეთი 2 (2), ჩეხეთი 2 (3), სლოვენია 1 (3)
19 იან. გერმანია–ჩეხეთი 22-19
ფეტი 8, ჰაინეფეტერი 12/29, ვოლფი 3/4 – ჩიპი 6, ზდრაჰალა, კასპარეკი 4, მრკვა 10/32
https://www.youtube.com/watch?v=r-E3oYocz-g&t=11s
სლოვენია–დანია 28-31
ზარაბეცი 6, იანცი 5, სკოკი 12/32 – სვანი 11, მორტენსენი 6, ლაუგე 4
https://www.youtube.com/watch?v=3QpSNY8Doqk
მაკედონია და ესპანეთი ისვენებდნენ
13 იან. ესპანეთი-ჩეხეთი 32-15, მაკედონია-სლოვენია 25-24
15 იან. გერმანია-სლოვენია 25-25, დანია-ჩეხეთი 27-28
17 იან. მაკედონია-გერმანია 25-25, ესპანეთი-დანია 22-25
21 იან. 21:15 გერმანია–დანია, 23:30 მაკედონია–ესპანეთი
23 იან. 21:15 სლოვენია-ესპანეთი, 23:30 მაკედონია-ჩეხეთი
24 იან. 19:00 სლოვენია-ჩეხეთი, 21:15 მაკედონია-დანია, 23:30 გერმანია-ესპანეთი
ნახევარფინალები და ფინალი ზაგრებში, 26 და 28 იანვარს
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი – სილკ სპორტზე