მეშვიდე ადგილისთვის კოსოვოს ვეთამაშებით
ევროპის გოგონათა ჩემპიონატზე, ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში, საქართველოს ნაკრები მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს. მე-5-8 ადგილების პლეიოფის ნახევარფინალში ჩვენი გუნდი 21-31 დამარცხდა ფარერის კუნძულებთან.
ჩვენმა ნაკრებმა შეტევაში უკეთ ითამაშა, ვიდრე წინა მატჩებში, საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი მიიღო მარცხენა გარემარბმა ანა ჩხაიძემ, ვინც 6 გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში მეტოქემ გვაჯობა უკანა ხაზში, სადაც სიმაღლეში დიდი უპირატესობა ჰქონდა და ეს საბოლოოდ ანგარიშშიც აისახა – 18-11. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში გააუმჯობესა და საბოლოოოდ 21-31 წააგო. ხვალ, 12 საათზე, მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ვეთამაშებით კოსოვოს, რომელიც ნახევარფინალში 30-31 დამარცხდა მაკედონიასთან.
კლაიპედის ტურნირის დასრულების შემდეგ 19-წლამდელთა ნაკრების 13 მოთამაშე განაგრძობს მზადებას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება 3-11 აგვისტოს. ჯგუფში მეტოქეებად გვყავს ფინეთი, ლიტვა, ლატვია და შვეიცარია და თანატოლებთან ბრძოლაში ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსები გაგვაჩნია.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019 ქალები 19 წ
შვიტურიო არენა. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი
20 ივლისი, ნახევარფინალი
(5-8) ფარერები- საქართველო 31–21
ფარ: ავ სკარდი, რაიანი – ვაიჰე 8, ვიდშტაინი 5, მორტენსენი 4, ბერგი 3, ჰანსენი 3, ლ. პოულსენი 3, პერსონი 2, არგე 1, ს. პოულსენი 1, რუბეკსენი 1, ჰოი, ლინდბერგი, სკილვი
საქ: ჯიქურაშვილი, ჩავჩიძე – ა. ჩხაიძე 6, ე. ჩხაიძე 5, ჯგერენაია 4, გოგია 2, ბურკაძე 2, იაშვილი 1, საბაშვილი 1, გაგნიძე, დვალიშვილი, კორძაია, ქ. ცინცაძე, ქებაძე, ბჟალავა, კომახიძე,
მსაჯები: ჯემა, იაჰია (კოს), დელეგატები: გეჩევიჩუსი (ლიტ), დვორსკი (სლკ)
(5-8) მაკედონია – კოსოვო 31-30
18:00 ჩეხეთი – ლიეტუვა (1-4)
20:00 შვეიცარია – თურქეთი (1-4)
21 ივლისი: ფინალები
12:00 7-8 ადგილები. საქართველო – კოსოვო
14:00 5-6 ადგილები. ფარერები – მაკედონია
16:00 3-4 ადგილები
18:00 1-2 ადგილები