მეორე წრე დასრულდა, წინ ბათუმია
ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატზე დასრულდა რეგულარული ეზონის მეორე წრე. ლიდერთა მატჩებში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა დაამარცხა თელავის იმედი 32-23, პეგასმა – ქუთაისი 35-28. სპორტუნი – სამტრედია 33-33, გორი – წყალტუბო 41-34.
დღის პირველ მატჩში სამტრედიამ ტაიმი 20-12 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს, მაგრამ მეორეში ოთხით ჩამორჩა! დაბოლოება უმძაფრესი იყო – ორი წითელი ბარათი და ბოლო წამებზე გათანაბრებული ანგარიში. სამტრედიელებმა, ხომერიკის ლიდერობით, მოახერხეს მეტოქის კვალში ჩადგომა, დასრულებამდე 6 წამით ადრე სპორტუნი ერთით იგებდა და ბურთიც მისი იყო, მაგრამ გუნდმა შეცვლის წესი დაარღვია და შვიდმეტრიანით დაისაჯა – თევზაძემ გაიტანა და სამტრედიამ ამ ჩემპიონატში მეორედ ითამაშა ფრედ, 33-33.
პეგასმა პირველ წრეში დამარცხებისთვის რევანში აუღო ქუთაისს – 28-30, 35-28. ორივე გუნდს 22-22 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. გორმა სეზონში მეორედაც დაამარცხა წყალტუბო, 41-34 და 10 ქულით მეხუთე ადგილზეა.
ბათუმი-თელავის პირველი წრის მატჩში 2016 და 2018 წლების ჩემპიონმა უპრობლემოდ მოუგო 2017 წლის გამარჯვებულს, 32-20 და დღესც იგივე სურათი იყო – ბათუმმა გუნდური თამაშით დაამარცხა თელავი, რომელიც ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდა გოლების გატანას და თითქმის ნახევარი, 11, ერთი კაცის, დავით ყორიაულის ანგარიშზეა.
შედეგად, ბათუმმა 8 ქულით გადაასწრო თელავს და, დიდი ალბათობით, ნახევარფინალის ერთი წყვილი ეს იქნება, თუმცა, იქამდე სათამაშო მთელი ერთი წრეა. რეგულარული სეზონის მესამე წრე მარტში და აპრილში გაიმართება, ხოლო მაისში 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2019 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს. ჩემპიონის ვინაობა 15 მაისს, ფინალური მატჩის შემდეგ გაირკვევა.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა
თბილისის სპორტის სასახლე. 1 მარტი
სპორტუნი – სამტრედია 33-33
სპ: კუპატაძე – იობაშვილი 10, ცხვარაშვილი 8, ერისთავი 4, ჩიკვილაძე 3, თიგიშვილი 3, ზურაბიანი 3, აბაშიძე 2, ჭელიძე, ჩაკვეტაძე, გურაპაული, დელიბაშვილი
სამ: შველიძე, ფახურიძე – ხომერიკი 8, ადამია 8, ხელისუფალი 5, დიდია 4, თევზაძე 4, აფრიდონიძე 3, ნადირაძე 1, ხონელიძე, ქავზინაძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
პეგასი – ქუთაისი 35-28
პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე – ზარნაძე 10, კალანდაძე 8, კუხალაშვილი 7, გრიშიკაშვილი 5, ბაძაღუა 4, ქათამაძე 1, გვაზავა, ჭანტურია, ჟვანია, კოხრეიძე, პატაშური, მდივანი
ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი – გამზარდია 12, რუსტამოვი 5, მერკვილაძე 4, ბულბულაშვილი 4, ფერაძე 3, ხაჟომია, კობახიძე, ჯუღელი, ჯ. იმნაძე, ლომიძე, ლ. იმნაძე, სტურუა
მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)
გორი – წყალტუბო 41-34
გორ: ჯაფარიძე – დალაქიშვილი 17, ახალბედაშვილი 9, მჭედლიშვილი 6, ტარუაშვილი 4, შემშენოვი 3, ზოზიაშვილი 1, ხუბულური 1
წყ: სილაგაძე, აფხაძე – ხელაძე 10, რ. ბაბუნაშვილი 8, ქაშიბაძე 5, გველესიანი 5, დარსაველიძე 3, ნ. ბაბუნაშვილი 2, მუკბანიანი 1, ნიჟარაძე
მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი
იმედი-სტუ თელავი – BSB ბათუმი 23-32
თელ: ცინცაძე, ხიდეშელი – ყორიაული 11, მიქავა 3, იობაშვილი 3, გავაშელიშვილი 2, გოგალაძე 1, ბაინაზიშვილი 1, დოლმაზაშვილი 1, კორსანტია 1, ცისკარიშვილი
ბათ: ხანდოლიშვილი, ტორონჯაძე – სიმონია 8, მსხვილიძე 5, კოხრეიძე 4, სურმავა 4, გოგოლაძე 3, აბრამიშვილი 3, ტიელიძე 3, ბერძენიშვილი 2, წივწივაძე, სტოლბოვი, კახიძე
მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ლ.მარგიანი, ვ. ბერიაშვილი
——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
BSB ბათუმი—14–13—0—1—600-389–26
ქუთაისი——-14–11—0—3—576-410–22
პეგასი———-14–11—0—3—574-419–22
იმედი-სტუ—-14—9—0—5—481-417–18
გორი———–14—5—0—9—501-596–10
სპორტუნი—–14—3—1–10—451-615—7
სამტრედია—-14—1—2–11—387-519—4
წყალტუბო—-14—1—1–12—348-553—3
მესამე წრე, დასავლეთი. 11-13 მარტი
მესამე წრე, აღმოსავლეთი. 14-16 მარტი
მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი
ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი