მეორე მოგება, წინ კოსოვოსთან მატჩია
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასზე, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიცაა. მალტის დამარცხების შემდეგ (32-16) ვაჯობეთ ბრიტანეთსაც, 35-17. ხვალ ტურნირზე დასვენების დღეა, ზეგ კი უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს კოსოვოს ნაკრებთან.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 19-11 მოიგო. მწვრთნელებმა გადაადგილებები მოახდინეს შემადგენლობაში, დაასვენეს დავით ყორიაული, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა. მეორე ტაიმში სხვაობა მალე გადასცდა ათს, საქართველოს ნაკრებმა კი უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე მალტასთან მატჩში.
დღესვე მოლდოვამ 41-7 გაანადგურა მალტა და საქართველოს ნაკრების მსგავსად, 4 ქულა დააგროვა. ამდენივე გაუხდა კოსოვოს, ვინც გუშინ დაამარცხა ბრიტანეთი, 38-17, დღეს კი – ირლანდია, 35-22. უკვე ცხადია, რომ ტურნირზე გამარჯვებისთვის საქართველო, კოსოვო და მოლდოვა იბრძოლებენ.
გიგა ზარნაძე, საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი: – საკმაოდ კარგი თამაში იყო და მეტოქემაც კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია, ასე რომ, მშვენიერი ვარჯიში გამოგვივიდა კოსოვოსთან თამაშის წინ. მთავარია კოსოვოსთან და მოლდოვასთან მატჩები, ჩვენ კი ამ ტურნირის მოსაგებად ვართ ჩამოსულები.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად საჭიროა ევროპული ზონისა და შემდეგ ინტერკონტინენტალური ფინალის მოგება. 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის ივლისში გაიმართება ესპანეთში.
ხელბურთი. IHF მსოფლიო თასი (ევროპის ზონა). 23-28 ოქტ, 2018
ასაკობრივი კატეგორია: 20წ, 1998 წელს და გვიან დაბადებულები. წრიული ტურნირი
24 ოქტომბერი. ბრიტანეთი-საქართველო 17-35
ბრი: ნილი, ბოტომლი – ლეიტერი 6, ლიისი 5, სატკლიფი 4, მეთიუზი 1, მაკკარტი 1, ფილდი, კოლინზი, გრანტ-ვილიამსი, გილბორნი, პარიპოვიჩი
საქ: სილაგაძე 1, ხანდოლიშვილი – კბილაშვილი 7, იობაშვილი 5, არსენაშვილი 5, იმნაძე 4, ნიაზაშვილი 3, ზარნაძე 3, კუხალაშვილი 3, ძნელაძე 2, მერკვილაძე 1, გავაშელიშვილი 1, გველესიანი
მოლდოვა-მალტა 41-7, ირლანდია-კოსოვო 22-35
23 ოქტ. მალტა-საქართველო 16-32, მოლდოვა-ირლანდია 37-21, ბრიტანეთი-კოსოვო 38-17
—————–თ—მ—ფ—წ—–ბ——ქ
მოლდოვა——2—2—0—0—78-28—4
კოსოვო———2—2—0—0—73-39—4
საქართველო—2—2—0—0—67-33—4
ირლანდია——2—0—0—2—43-72—0
ბრიტანეთი—–2—0—0—2—34-73—0
მალტა———–2—0—0—2—23-73—0
26 ოქტ. 16:00 ირლანდია-მალტა, 18:00 ბრიტანეთი-მოლდოვა, 20:00 კოსოვო-საქართველო
27 ოქტ. 16:00 საქართველო-მოლდოვა, 18:00 ირლანდია-ბრიტანეთი, 20:00 მალტა-კოსოვო
28 ოქტ. 13:00 საქართველო-ირლანდია, 15:00 მალტა-ბრიტანეთი, 17:00 კოსოვო-მოლდოვა
ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი იქნება აქ: http://stream.itprishtina.com/pallatiirinis/u20/