მეოთხედფინალი ცნობილია  

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. ექვსივე წყვილში ფავორიტებმა გაიმარჯვეს. ყველაზე დაძაბულ მატჩში შარშანდელმა ფინალისტმა, საფრანგეთის ნანტმა 30-27 დაამარცხა გერმანიის რაინ-ნეკარი და ორი მატჩის ჯამში 62-61 მოიგო. 

მიმოხილვაhttps://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-16/1493413

სხვა წყვილებში იმარჯვეს გერმანიის ფლენზბურგმა, უნგრეთის სეგედმა და ვესპრემმა, პოლონეთის კელცემ, მაკედონიის ვარდარმა.

მეოთხედფინალი სტადია 24 აპრილიდან დაიწყება. მერვედფინალის გამარჯვებულ 6 გუნდს ემატება ბარსელნა და პსჟ, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი მოიგეს და ამის წყალობით პირდაპირ მეოთხედფინალში მოხვდნენ. წყვილები ასეთია: ნანტი – ბარსელონა, პსჟ – კელცე, ფლენზბურგი – ვესპრემი, ვარდარი – სეგედი. ფინალური ოთხეული 1-2 ივნისსაა კოლნში, ლანქსეს არენაზე.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

მერვედფინალის საპასუხო მატჩები (30-31 მარტი)

ნანტი (საფ) – რაინ-ნეკარი (გერ) 30-27 (32-34)

ლაგარდი, რივერა 8 – კოლბახერი, ლიპოვინა, შმიდი 5

კელცე (პოლ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 34-29 (33-33)

დუიშებაევი, კულეში 6 – კოზაკევიჩი 7

ფლენზბურგი (გერ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 30-20 (30-28)

ვანე 7, გლანდორფი, ლაუგე 5 – ჯუკიჩი 6

ვარდარ სკოპიე (მკდ) – ზაგრები (ხორ) 32-30 (27-12)

ჩუპიჩი 9 – ჰორვატი 11

სეგედი (უნგ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 23-16 (22-20)

ბანჰიდი 6 – გებალა 5

ვესპრემი (უნგ) – სპორტინგი (პორ) 35-29 (30-28)

შტრლეკი 6, მარგუცი 5 – კაროლი, მარზო, გიონეა 6

მეოთხედფინალი (24-28 აპრილი, 1-5 მაისი):

ნანტი – ბარსელონა, პსჟ – კელცე, ფლენზბურგი – ვესპრემი, ვარდარი – სეგედი

ფინალური ოთხეული: 1-2 ივნისი, კიოლნი

Leave a Reply