მარკეტინგის ვორქშოფი

თბილისს ევროპის ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენელი და ექსპერტი მარიო ლეო ესტუმრა, რომელმაც მარკეტინგის ვორქშოფი ჩაატარა. მან საქართველოს ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ფედერაციის სტრატეგიულ გეგმაზე იმუშავა და მომავალი მიზნები განიხილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები 2024 წლის იანვარში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც ისტორიული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
ევროპის ხელბურთის ფედერაცია და საქართველოს ხელბურთის ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობენ მარკეტინგული მიმართულებით, რომლის ფარგლებში ხშირად იმართება სემინარები და ონლაინ შეხვედრები.

Leave a Reply