ლიდერის პირველი დამარცხება
სპოტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეორე წრე ხელბურთში. პირველივე მატჩში ლიდერი, ყვარლის გუნდი დამარცხდა თბილისის პეგასთან, 19-24.
ყვარელს აკლდა ლიდერი, საქართველოს ნაკრების წევრი კუნელაშვილი, რომელიც IHF/EHF ქალთა თასის ფინალში დაშავდა და ჯერ მზად არაა. პეგასი სრული შემადგენლობით თამაშობდა და ერთადერთხელ, თამაშის დასაწყისში ჩამორჩა მეტოქეს (3-4), ტაიმი 2 ბურთით მოიგო, მეორეში სხვაობა რვამდეც აიყვანა, საბოლოოდ კი დამაჯერებლად მოიგო.
ყვარელი 14 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, რადგანაც პირველ დღეს ორი მატჩის გამართვა მოუწია და მეორეში 22-3 მოუგო აჭარის გუნდს, რომელსაც პირველი ოფიციალური მატჩი ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატზე.
წყალტუბოს გუნდმა პირველ ტაიმში წინააღმდეგობა გაუწია თბილისის მამულს, თუმცა, მეორეში ნელ-ნელა ჩამორჩა და 21-28 წააგო. მამული 12 ქულით მეორე ადგილზეა – გუნდს, ისევე როგორც ყვარელს, ერთი წაგება აქვს და ერთი მატჩით ნაკლები. მესამეზეა პეგასი – ორი წაგება და 10 ქულა. მეორე დღეს მთავარი მატჩი, სპორტკომპლექს არენის პირველ დარბაზში, შაბათს, 14:20 საათზეა. თამაშობენ პეგასი და მამული. ლიდერთა სამეულის წევრთა მესამე თამაში, ყვარელი-მამული, გაიმართება კვირას და მეორე წრე დასრულდება კიდეც.
სულ ქალები სამ წრეს გამართავენ. 4 საუკეთესო გუნდი მაისში, ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ქალები, 2015-16
მეორე წრე. 1 აპრილი, არენა 2
ყვარელი-პეგასი 19-24
ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 8, თ. იორდანიშვილი 4, თეთრაშვილი 4, ს. იორდანიშვილი 2, კუპატაძე 1, ა. ფუღიაშვილი, მიხელიძე – მწვ. ხარებაშვილი, ღონიაშვილი
პეგ: ჩაჩუა, ყაველაშვილი – ჩოხელი 9, ჩოგოვაძე 6, ბერიძე 4, შოშიტაშვილი 3, გაგნიძე 2, ვენეცკი, მორჩაძე, ქებაძე, სარაჯიშვილი, ჩხაიძე – მწვ. წივწივაძე
წყალტუბო-მამული 21-28
წყ: ჯიქია – ჯიმშელეიშვილი 6, ჯიშკარიანი 5, ჯავახაძე 5, ჩირგაძე 4, დარსაველიძე 1, ფანცხავა – მწვ. გოგიძე, ჯანელიძე
მამ: ვარდიშვილი – ყველაშვილი 8, ღვალაძე 6, გიორგაძე 5, ჯავახიშვილი 5. შახულოვი 3, იაშვილი 1, დანელია – მწვ. კასიანი
აჭარა – ყვარელი 3-22
აჭ: ქარჩავა – მურუსიძე 1, მჟავანაძე 1, ქამაშიძე 1, ხოხბა, კომახიძე, დოლიძე, გაბეჩავა, ვასაძე, გუჩმანიძე, ღოღობერიძე, საფარიძე – მწვ. შალამბერიძე
ყვ: გუბელაძე, კორახაშვილი – მიხელიძე 5, ს. იორდანიშვილი 4, თეთრაშვილი 3, ქიტესაშვილი 3, ა. ფუღიაშვილი 3, კუპატაძე 2, თ. იორდანშვილი 2, არაბული, ლ. ფუღიაშვილი
მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. სამყურაშვილი
მდგომარეობა: ყვარელი 14 ქულა (8 მატჩიდან), მამული 12 (7), პეგასი 10 (7), წყალტუბო 4 (7), ფოთი 4 (10), აჭარა 2 (7) – ფოთს მეორე წრის ყველა მატჩში წაგება ჩაეთვალა
2 აპრილი, არენა 1
13:00 აჭარა-წყალტუბო, 14:20 პეგასი-მამული, 15:40 ყვარელი-წყალტუბო, 17:00 აჭარა-მამული
3 აპრილი, არენა 1
13:00 წყალტუბო-პეგასი, 14:20 მამული-ყვარელი, 15:40 პეგასი-აჭარა