ლიდერთა მატჩი 23 ნოემბერსაა

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე მორიგი მატჩები მოიგეს ლიდერებმა, სამტრედიამ და ყვარელმა. ისინი ერთმანეთს ხვალ, 18 საათზე შეხვდებიან გლდანში, ჯემალ ცერცვაძის ხელბურთის აკადემიაში. 

სამტრედიას ცხრიდან 9 მოგება აქვს, ყვარელს – რვიდან რვა. ამ ორს მოჰყვება ოთხი გუნდი იდენტური მაჩვენებლით: 6 მოგება, 2 წაგება, 12 ქულა – პეგასი, ფოთი, ტყიბული, მამული. ხვალ ლიდერთა ჯგუფში ერთმანეთს ხვდებიან: მამული – ფოთი, პეგასი – სამტრედია, ფოთი – პეგასი, სამტრედია – ყვარელი.

დღევანდელ მატჩებში ფავორიტებს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ: ბათუმის „შავი ზღვის გოგონები“ ტაიმნახევარი თანაბრად ეთამაშნენ ქვეყნის ჩემპიონ ყვარელს (საბოლოოდ 15-23), ქარიშხალა ებრძოლა ტყიბულს (18-22), გორი – ფოთის „ოქროს ვერძს“ (15-21), მამული – სამტრედიას (20-27).

გლდანის დარბაზში შეჯიბრების პირველი წრე 25 ნოემბერს დასრულდება. საქართველოს ჩემპიონი ორწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება. 

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

გოგონები, უფროსი ასაკი (2004-05). გლდანი, 21-25 ნოემბერი

22 ნოემბერი

გორი – სამტრედია 7-25

მამული – აჭარა 26-8

პეგასი – წყალტუბო 20-7

ყვარელი – ბათუმი 23-15

ქარიშხალა – ტყიბული 18-22

ფოთი – გორი 21-15

სამტრედია – მამული 27-20

აჭარა – პეგასი 7-34

წყალტუბო – ყვარელი 7-16

ბათუმი – ქარიშხალა 16-13

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გველესიანი, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, თ. ბჟალავა, მ. ცინცაძე

 22 ნოემ.
      სხვ  
  სამტრედია 9   9   0   0 227-91 18  
  ყვარელი 8   8   0   0 230-122 16  
  პეგასი 8   6   0   2 195-138 12  
  ფოთი 8   6   0   2 134-90 12  
  ტყიბული 8   6   0   2 155-112 12  
  მამული
8   6   0   2 186-149 12  
  BSG ბათუმი 9   4   0   5 134-147 8  
  ქარიშხალა 8   3   0   5 161-160 6  
  გორი 8   2   0   6 121-177 4  
  წყალტუბო 9   2   0   7 99-172 4  
  აჭარა 9   1   0   8 82-186 2  
  თელავი 7   0   0   7 106-190 0  
  ქუთაისი 7   0   0   7 2-98 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 23 ნოემბერი

10:00 ქუთაისი – თელავი

11:00 მამული – ფოთი

12:00 პეგასი – სამტრედია

13:00 ყვარელი – აჭარა

14:00 ქარიშხალა – წყალტუბო

15:00 თელავი – ტყიბული

16:00 გორი – ქუთაისი

17:00 ფოთი – პეგასი

18:00 სამტრედია – ყვარელი

19:00 აჭარა – ქარიშხალა

24 ნოემბერი

11:00 ბათუმი – თელავი

12:00 ტყიბული – გორი

13:00 ქუთაისი – მამული

14:00 ყვარელი – ფოთი

15:00 ქარიშხალა – სამტრედია

16:00 თელავი – წყალტუბო

17:00 გორი – ბათუმი

18:00 მამული – ტყიბული

19:00 პეგასი – ქუთაისი

25 ნოემბერი

11:00 ფოთი – ქარიშხალა

12:00 აჭარა – თელავი

13:00 წყალტუბო – გორი

14:00 ბათუმი – მამული

15:00 ტყიბული – პეგასი

16:00 ქუთაისი – ყვარელი

მეორე წრე: 2020 წელს

Leave a Reply