ლიგა ისვენებს, იწყება ევრო

ჩემპიონთა ლიგაში 9 იანვრამდე პაუზაა, 9 დღეში კი დანიაში იწყება ევროპის ქალთა ჩემპიონატი.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ევრო 2020 დადგენილ ვადაში, 3-20 დეკემბერს გაიმართება. ნორვეგიის უარის შემდეგ დანიის ხელბურთის ფედერაციამ ყველა საორგანიზაციო საკითხი მოაგვარა და შეარჩია მეორე არენაც. ჰერნინგის გარდა ჩემპიონატს ქალაქი კოლდინგი უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგაში კი გაიმართა მეცხრე ტურის 4 და ერთიც გამოტოვებული თამაში. CSM ბუკურეშტის ლიდერი, ქრისტინა ნიაგუ მარტო ებრძოლა როსტოვს, 11 გოლიც გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი 22-27 დამარცხდა.  A ჯგუფს როსტოვი ლიდერობს 1 დაკარგული ქულით, მეორეში კი წინ არიან ლიგის ბოლო გამარჯვებული უნგრეთის დიორი, საფრნგეთის ბრესტ-ბრეტონი და რუსეთის ცსკა.

შეჯიბრების ფორმატიდან გამომდინარე და იმის გთვალისწინებით, რომ 15 მატჩი კოვიდ-ეპიდემის გამო გადაიდო, პლეიოფში გასასვლელად მთელი ბრძოლა წინაა.

ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები. ჯგუფური ეტაპი. 19, 23-24 ნოემბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი. როსტოვი 13 ქულა (7 თამაში), ბუკურეშტი 11 (8), მეცი 8 (6), ფერენცვაროში 8 (7), კრისტიანსანდი 7 (4), კრიმი 4 (8), ესბიერგი 3 (8), ბიტიგჰაიმი 2 (8)

3 ტურიდან: CSM ბუკურეშტი (რუმ) – როსტოვი (რუს) 22-27

ნიაგუ 11 – ვიახირევა 5, მანაგაროვა 4, ბორშჩენკო 4

9 ტური: კრიმ მერკატორი (სლნ) – ფერენცვაროში (უნგ) 26-32

სერსიენი 6, რისოვიჩი (19 სეივი) – მალესტაინი 8, ჰაფრა 8, იანურიკი (13) 

ესბიერგი (დან) – მეცი (საფ) 25-28

პენია 5, ტრანბორგი 5, სულბერგი 4 – ბურგორი 5, ნოკანდი 5

CSM ბუკურეშტი (რუმ) – ბიტიგჰაიმი (გერ) გადაიდო

კრისტიანსანდი (ნორ) – როსტოვი (რუს) გადაიდო

8 გადადებული მატჩი: (2 ტური) კრისტიანსანდი – ფერენცვაროში, (3) ფერენცვაროში – მეცი, კრიმი – ესბიერგი, (6) როსტოვი – კრისტიანსანდი, (7) კრისტიანსანდი – მეცი, (8) მეცი – კრისტიანსანდი, (9) ბუკურეშტი – ბიტიგჰაიმი, კრისტიანსანდი – როსტოვი 

ჯგუფი. დიორი 14 (8), ბრესტი 14 (9), ცსკა 11 (7), ოდენსე 10 (9), ბუდუჩნოსტი 5 (7), პოდრავკა 2 (6), დორტმუნდი 2 (7), ვალჩეა 0 (5)

9 ტური. დიორი (უნგ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 34-29

ოფტედალი 10, ნზემინკო 9 – ლეკიჩი 11

ბრესტბრეტონი (საფ)  – ოდენსე (დან) 32-21

გროსი 6, ნიაკატე 6, ტოფტი (18) – ჰაგესო 4, რაინჰარდტი (12)

ბორუსია დორტმუნდი (გერ) – რამნიკუ ვალჩეა (რუმ) გადაიდო

პოდრავკა ვეგეტა (ხორ) – ცსკა (რუს) გადაიდო

7 გადადებული მატჩი : (4 ტური) ვალჩეა – პოდრავკა, (6) ბუდუჩნოსტი – დიორი, ვალჩეა – ბორუსია, ცსკა – პოდრავკა, (7) ვალჩეა – ბუდუჩნოსტი, (9) ბორუსია – ვალჩეა, პოდრავკა – ცსკა

10 ტური: 9-10 იანვარს

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია

პირველი ჯგუფური ეტაპი 3-8 დეკემბერი

ჯგუფი. ჰერნინგი. 4, 6, 8 დეკემბერი

საფრანგეთი, დანია, მონტენეგრო, სლოვენია

ჯგუფი. ჰერნინგი. 3, 5, 7 დეკემბერი

რუსეთი,  შვედეთი, ესპანეთი, ჩეხეთი

ჯგუფი. კოლდინგი. 4, 6, 8 დეკემბერი

ჰოლანდია, უნგრეთი, სერბეთი, ხორვატია

ჯგუფი.  კოლდინგი. 3, 5, 7 დეკემბერი

რუმინეთი, ნორვეგია, გერმანია, პოლონეთი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მეორე ჯგუფური ეტაპი.  10-15 დეკემბერი

1 ჯგუფი. ჰერნინგი. 10, 11, 13, 15 დეკემბერი

ჯგუფი. კოლდინგი. 10, 12, 14, 15 დეკემბერი

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის 

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის

Leave a Reply