კილი და არა ბარსელონა!

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გერმანიის კილმა 33-28 მოუგო ესპანეთის ბარსელონას და თასი მეოთხედ მოიპოვა. 

EHF ჩემპიონთა ლიგა 201920კაცები. 29 დეკემბერი, ფინალი

კილი (გერ) – ბარსა (ესპ) 33-28

კილ: ლანდინი (14 მოგერიება), კილშტედტი (1) – ეკბერგი 8, საგოსენი 7, ვაინჰოლდი 5, დამკე 5, პეკელერი 4, ვინცეკი 2, ზარაბეცი 1, რაინკინდი 1, დუვნიაკი, ფოიგტი, ზანეფელდტი, ერიგი, ვეგერი, ბენიტესი

ბარ: პერესი (10), მიოლერი (1) – გომესი 10, არინიო 4, მემი 4, ცინდრიჩი 3, ფაბრეგასი 3, ენტრერიოსი 1, პალმარსონი 1, ნგესანი 1, დოს სანტოსი 1, სორენდო, დოლენეცი, იანცი, ფრადე, პასკუალი

მესამე ადგილისთვის. პარი სენ-ჟერმენი (საფ) – ვესპრემი (უნგ) 31-26

ბარსელონამ 2019 წლის 14 სექტემბერს წააგო 2019-20 სეზონის პირველი მატჩი სეგედთან 28-31, ამის შემდეგ კი ამავე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მოიგო 13 თამაში. მარტში ტურნირი შეწყდა და პირდაპირ ფინალური ოთხეული დაინიშნა დეკემბრისთვის, 2020-21 სეზონი კი კლუბმა  8 მოგებით გააგრძელა და ნახევარფინალში ვესპრემიც დაამარცხა – ჯამში ზედიზედ 22 მოგება ჩემპიონთა ლიგაზე და ცხადია, ბარსა ფავორიტი იყო.  ისედაც, კლუბი ლიგის რეკორდსმენია მოპოვებული 9 ჩემპიონთა თასით.

მაგრამ თამაშმა ეს ყველაფერი ამოატრიალა. ბარსელონა ერთადერთხელ იყო წინ (3-2), კილმა 19-16 მოიგო ტაიმი, მეორეში სხვაობა ხუთამდე აიყვანა და სიტუაცია ბოლომდე გააკონტროლა. გამარჯვებაში განაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩეხმა მწვრთნელმა ფილიპ იხამ, ვინც მატჩის დიდი ნაწილი შეტევაში უმეკარეოდ, შვიდი მოთამაშით უტევდა. რისკმა გაამართლა და იხა მესამე ხელბურთელი გახდა, ვინც ლიგა მოიგო როგორც მოთამაშემ (2010, 2012, კილთან) და როგორც მწვრთნელმა.

დანიელმა მეკარემ ნიკლას ლანდინმა 14 გოლი მოიგერია და ამ წუთისთვის ყველ მთავარ ტიტულს ფლობს – ლიგის ჩემპიონობის გარდა ის არის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი დანიის ნაკრების შემადგენლობაში; ნორვეგიელმა სანდერ საგოსენმა 2019-20 წლების სეზონი პარი-სენ ჟერმენში დაიწყო, კილში დაასრულა და ფინალში 7 გოლიც გაიტანა; შვედი ნიკლას ედბერგი სეზონის ბომბარდირი გახდა  85 გოლით; გერმანელი ჰენდრიკ პეკელერი ფინალური  ოთხეულის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა; ორმა ვეტერანმა, გერმანელმა შტეფენ ვაინჰოლდმა და ხორვატმა დომაგოი დუვნიაკმა ლიგა მეორედ მოიგო.

კილმა ჩემპიონთა თასი მეოთხედ მოიპოვა (2007, 2010, 2012, 2020) და გახდა პირველი კლუბი, რომელმაც მესამედ მოიგო ჯილდო მას შემდეგ, რაც ლიგა ფინალური ოთხეულის ფორმატზე გადავიდა 2010 წლიდან.

რაც შეეხება მიმდინარე, 2020-21 სეზონის გათამაშებას, შეჯიბრება განახლდება 4 თებერვალს, ევროპის ხელბურთის ფედერაციამ კი გამოაცხადა კოვიდის გამო გადადებული 19 თამაშის განრიგი. ჯგუფური ეტაპი, როგორც გამოცხადებული იყო, 4 მარტს უნდა დასრულდეს, 31 მარტს პლეიოფი იწყება, ფინალური ოთხეული 12-13 ივნისსაა დათქმულ ადგილზე, კიოლნის ლანქსეს არენაზე.

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები. ჯგუფური ეტაპი. გამოტოვებული მატჩები

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი. კელცე 13 ქულა (8 თამაში), ფლენზბურგი 13 (8), მეშკოვი 9 (9), პსჟ 6 (6), პორტუ 6 (8), სეგედი 4 (6), ელვერუმი 4 (8), ვარდარი 3 (5) // ჯგუფი. ბარსა 16 (8), ვესპრემი 13 (8), მოტორი 12 (9), ოლბორგი 10 (9),  კილი 7 (8), ნანტი 4 (7), ცელიე 2 (8), ზაგრები 0 (7)

17 დეკემბერი. ელვერუმი (ნორ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 33-31

17 დეკემბერი. მოტორ ზაპოროჟია (უკრ) – ზაგრები (ხორ) 29-25

20 დეკემბერი. მოტორ ზაპოროჟია (უკრ) – ნანტი (საფ) 29-28

გადადებული მატჩები. 4 თებერვალი: სეგედი – პსჟ, მეშკოვი – ფლენზბურგი, პორტუ – ვარდარი, კილი – მოტორი, ვესპრემი – ბარსა, ცელიე – ნანტი, 9 თებერვალი. ვარდარი – პსჟ, ელვერუმი – სეგედი, კელცე – პორტუ, ზაგრები – ნანტი, 14 თებერვალი: სეგედი – ვარდარი, 16 თებერვალი: კილი – ოლბორგი, ბარსა – ვესპრემი, ნანტი – ზაგრები, 21 თებერვალი: ვარდარი – ელვერუმი, 23 თებერვალი: პსჟ – კელცე,  28 თებერვალი: სეგედი – ფლენზბურგი, გამოცხადდება: პსჟ – ვარდარი, ცელიე – ზაგრები, 11 ტური: 10 თებერვალს