გურამ ძაგანია 80 წლისაა

საქართველოს ხელბურთს ფედერაცია 80 წლის იუბილეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდიუმის წევრს, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრს, სპორტის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გურამ ძაგანიას.

დაიბადა 1941 წლის 1 იანვარს თბილისში. საერთაშორისო კატეგორიის ხელბურთის არბიტრი 1982 წლიდან. იმსაჯა “კეთილი ნების” თამაშების ქალთა ტურნირის ფინალი (1986), მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა და ევროპის საკლუბო ტურნირების (ჩემპიონთა თასი, თასების თასი, ქალაქების თასი) მატჩები. 1968 წლიდან მსაჯობდა სსრკ ჩემპიონატებისა და სპარტაკიადების შეხვედრებს, 1971-იდან სისტემატურად შედიოდა სსრკ საუკეთესო მსაჯთა ათეულში.

1966-იდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფეხბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის კათედრის მასწავლებელი, 1980-იდან – პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი. 1992 წლიდან  – პრორექტორი სამეცნიერო დარგში. 2013 წლიდან არის საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია და 50 სამეცნიერო სტატია სპორტის საკითხებზე. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი (2000). მიენიჭა სპორტის რაინდის წოდება  (2016). დაჯილდოებულია საქართველოს ოლიმიური კომიტეტის მედლით (2016).