ირაკლი კბილაშვილი Sassari-ის ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და AHC Potaissa Turda-ს მოთამაშე ირაკლი კბილაშვილმა თავის გუნდთან ერთად Sassari-ს ტურნირი ითამაშა და ჩემპიონატის დაწყებამდე ტიტული მოიგო.

მისმა გუნდმა ნახევარფინალში Junior Fassano 39-23 დაამარცხა (2 გოლი), ხოლო ფინალში Sloboda Tuzla-ს 37-24 მოუგო.

ტრუნირის შემდეგ გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა და მზადებას 27 აგვისტოს გასამართი რუმინეთის პირველი ტურის მატჩისთვის განაგრძობს, რომელშიც CSM Vaslui-ს უმასპინძლებს.

Leave a Reply