თურქეთთთან მძიმე ბრძოლაში დავმარცხდით
საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ბულგარეთში, IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მძიმე ბრძოლაში დამარცხდა თურქეთთან 26-32 და ბრძოლას მეხუთე ადგილისთვის გააგრძელებს. ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ჩინეთი იქნება.
თურქეთი, კვიპროსი, ფარერის კუნძულები და კოსოვო კი ითამაშებენ ტურნირზე პირველობისთვის და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევი რაუნდის 3 საგზურისთვის.
საქართველო-თურქეთის პირველი ტაიმი თანაბარი იყო. ჩვენები ორჯერ იყვნენ წინ ერთი ბურთით, მეტოქის მაქსიმალური უპირატესობა კი 2 ქულა იყო. საქართველოს ნაკრებში ლიდერები იყვნენ შუამარბები, გუნდის ყველაზე უფროსი წევრი, 21 წლის თეიმურაზ ორჯონიკიძე (8 გოლი) და ყველაზე უმცროსი, 16 წლის გიორგი ცხოვრებაძე (7). მაგრამ თურქებს ჰყავდათ ცხოვრებაძეზე 20 წლით უფროსი, მარჯვენა ინსაიდი რამაზან დიონე, რომელმაც 20 დარტყმიდან 15 გოლი გაგვიტანა და საბოლოოდ მარტომ გადაწყვიტა მატჩის ბედი.
მეორე ტაიმის დასაწყისში თურქეთი 3 ბურთით გავიდა წინ (19-16), მაგრამ დიხამინჯიამ ჯერ გაათანაბრა, მე-40 წუთზე კი სწრაფი გარღვევის შემდეგ დაგვაწინაურა კიდეც – 22-21, მაგრამ, ზუსტად აქ დაგვიდგა კრიზისი. გუნდს დაღლილობა დაეტყო და შეცდომებს უმატა, ორჯონიკიძემ ტრავმის გამო მოედანი დატოვა, მეტოქემ კი ზედიზედ 5 გოლი გაგვიტანა – 22-26, 45-ე წუთზე. საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ თამაში ვეღარ შემოაბრუნა – 26-32.
ტურნირი 25-წლამდელთა შორის იმართება და ყველა გუნდს 3 უფროსის დამატების უფლებაც აქვს, რაც ჯამში ეროვნული ნაკრებების დონეა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენს წამყვან მოთამაშებს სეზონის ბოლოს ტრავმები ჰქონდათ, მწვრთნელებმა ბულგარეთში ჭაბუკთა ნაკრების 12 და ახალგაზრდული ნაკრების 2 ხელბურთელის წაყვანა გადაწყვიტეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუნდი განაგრძობს მზადებას სეზონის მთავარი ტურნირისთვის, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 8-20 აგვისტოს თბილისში იმართება.
ილქენ შენთურქი, თურქეთი, მწვრთნელი – უპირველესად, მინდა მივულოცო საქართველოს გუნდს ძალიან კარგი თამაში. მშვენიერი მატჩი იყო. ჩვენ ძალიან ხარისხიანი ხელბურთი ვაჩვენეთ დღეს. ყველა ჩვენი მოთამაშე თურქეითის მაღლესი ლიგაში თამაშობს და ძალიან ამაყობს ნაკრების წევრობით, ახლა უკვე კვიპროსთან ნახევარფინალზე ვფიქრობთ.
ბექა ორჯონიკიძე, საქართველო, მწვრთნელი – კარგი და საინტერესო თამაში იყო. მეტოქეს მეტი გამოცდილება ჰქონდა და ეს გადამწყვეტი გამოდგა, მათ კარგად გამოიყენეს ჩვენი შეცდომები. მე კმაყოფილი ვარ ბიჭებით – ბევრი კარგი მონაკვეთი გვქონდა და ხარისხიან ხელბურთს ვაჩვენებდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებითვის.
თეიმურაზ ორჯონიკიძე, საქართველო – რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ თურქეთმა ბოლოში ფიზიკურად დაგვჯაბნა. ჩვენს მომდევნო მეტოქეს, ჩინეთის ნაკრებს, არ ვიცნობთ, მაგრამ ყველაფერს გავიღებთ მოსაგებად.
ხელბურთი. IHF განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატი (25 წ, კაცები)
გაბროვო, ველიკო ტირნოვო (ბულგარეთი), 12-18 ივნისი, 2017
16 ივნისი, მეოთხედფინალი
ველიკო ტირნოვო. თურქეთი – საქართველო 32-26
თურ: გიოქთეფე, ემრე – დიონე 15, ბიჯერი 4, სიმსარი 3, ჰ. ოზთურქი 3, ჯ. ოზთურქი 3, კანბეროღლუ 3, ფეჰლივანი 1, ნალბანტოღლუ, ჰაჯიოღლუ, თინქირი, სოზი, ქაბადაი – მწვ. შენთურქი
საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – ორჯონიკიძე 8, დიხამინჯია 7, ცხოვრებაძე 6, რუსტამოვი 2, გოგავა 2, არსენაშვილი 1, მიქავა, მერკვილაძე, ბაინაზიშვილი, ყორიაული, იობაშვილი, ბულბულაშვილი – მწვ. ორჯონიკიძე, პორტნოი
მსაჯები: ჯემა, იაჰია (კოს)
გაბროვო. კვიპროსი – ჩინეთი 36-26
ველიკო ტირნოვო. ლუქსემბურგი – კოსოვო 23-34
გაბროვო. ფარერები – ბულგარეთი 30-24
9-16 ადგილებისთვის
ირლანდია – მალტა 31-22
აზერბაიჯანი – სომხეთი 39-21
ბრიტანეთი – ალბანეთი 42-15
მოლდოვა – ანდორა 48-14
17 ივნისი – ნახევარფინალი
1-4 ადგილები (გაბროვო):
19:00 თურქეთი – კვიპროსი
21:00 კოსოვო – ფარერები
5-8 ადგილები (გაბროვო)
19:00 საქართველო – ჩინეთი
21:00 ლუქსემბურგი – ბულგარეთი
9-12 ადგილები (ტირნოვო)
15:00 ბრიტანეთი-მოლდოვა
17:00 ირლანდია – აზერბაიჯანი
13-16 ადგილები (ტირნოვო)
15:00 ალბანეთი – ანდორა
17:00 მალტა – სომხეთი
18 ივნისი – ფინალი
1-2, 3-4, 5-6, 7-8 ადგილები (ტირნოვო), 9-10, 11-12, 13-14, 15-16 ადგილები (გაბროვო)