თელავის პრინციპული მოგება
ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ქვეყნის ჩემპიონმა, თელავის იმედმა სეზონში მეორედაც დაამარცხა ერთ-ერთი კონკურენტი, ქუთაისი (36-32, 24-20). ლიდერობს ბათუმი, 23 ქულით, თელაველებს 22 ქულა აქვთ. მათი მატჩი 9 მარტსაა დანიშნული სპორტკომპლექს არენაში.
თელავის იმედს ამ თამაშში ჰყავდა ორი უდავო ლიდერი – გივი გიორგაძე (12 გოლი, 4 შვიდმეტრიანით) და დავით ყორიაული (9 გოლი), თუმცა, გუნდმა საბოლოო ჯამში უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამისა და შემადგენლობის სწორი როტაციის წყალობით მოიგო.
იმედმა ტაიმი 18-15 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ თამაშში მთელი ძალით ჩაერთო ქუთაისელი გამზარდია – მან და რუსტამოვმა მალე გაათანაბრეს ანგარიში (20-20), რის შემდეგაც გუნდი კიდევ კარგა ხანს იყო ბრძოლაში. ქუთაისს ამ მომენტში გვარიანად შეეშველა სათადარიგო მეკარე მაისურაძე, რომელმაც ორივე შვიდმეტრიანი მოიგერია, მაგრამ ლიდერები თანდათან დაიღალნენ, თელაველთა მწვრთნელმა მერაბ მეტრეველმა კი გიორგაძეს და ყორიაულს დასვენების საშუალება მისცა. იმედის შემცვლელებიდან გუნდს 3 გოლით შეეშველა აბჟანდაძე, ხოლო როცა გიორგაძე და ყორიაული მოედანზე დაბრუნდნენ, გუნდს ორბურთიანი უპირატესობა შენარჩუნებული ჰქონდა – 27-25. მალე ცისკარიშვილის ორი სწრაფი გარღვევის შემდეგ ანგარიში 32-26 გახდა და გაირკვა, რომ თელავი მოიგებდა. საბოლოოდ, 36-32.
სხვა მატჩებში: ბათუმის შავი ზღვის ბიჭები 4-6 ჩამორჩა სტუ-ქარიშხალას, მაგრამ მოედანზე ირაკლი გოგოლაძის გამოსვლისა და სწრაფი გარღვევების შემდეგ სიტუაცია თითქოს დალაგდა – ბათუმმა მოიგო ტაიმი (14-12) და მეორეში სხვაობის ზრდაც დაიწყო, მაგრამ ვეტერან გიორგი კობახიძის მეთაურობით ქარიშხალამ დევნა დაიწყო და როდესაც მამუკა მჟავანაძემ ბოლო ტაიმ-აუტი აიღო, მისი გუნდი სულ 2 ბურთით იგებდა (27-25), სათამაშო კი კიდევ 4 წუთი იყო. ქარიშხალას სხვაობის მინიმუმამდე შემცირებაც შეეძლო, მაგრამ ორი რთული ბურთი მოიგერია ბათუმელთა ჭაბუკმა მეკარემ, ვარშალომიძემ. საბოლოოდ, ბათუმმა 29-27 გაიმარჯვა და 23 ქულა დააგროვა. გორმა 42-23 მოუგო სამტრედიას და 10 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა, პეგასმა 33-26 სძლია წყალტუბო და გორთან 4-ქულიანი უპირატესობით პლეიოფში გამსვლელ მეოთხე ადგილს ინარჩუნებს.
8 მარტს სპორტკომლექს არენაში მომდენო 4 მატჩია. სულ, 21-21 თამაშის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2018 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა
მეორე წრე. თბილისი, არენა 2. 12 ტური, 7 მარტი
BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა 29-27
ბათ: ტორონჯაძე 1, ვარშალომიძე – გოგოლაძე 8, სტურუა 7, სურმავა 3, წივწივაძე 3, ხაჟომია 2, თევზაძე 2, აბრამიშვილი 1, ბერძენიშვილი 1, ქარდავა 1, ყაველაშვილი
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – გ. კობახიძე 10, მამულაშვილი 4, ჩიკვილაძე 4, ჯინჭარაძე 3, ასაბაშვილი 3, თამაზაშვილი 2, ეძგვერაძე 1, გურასპაული
მსაჯები: ინა ჭკუასელი – ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)
სამტრედია – გორი 23-42
სამ: შველიძე – ძნელაძე 6, ხელისუფალი 6, ხომერიკი 5, ადამია 2, გაგუა 2, ნადირაძე 1, მანაგაძე 1, თევზაძე
გორ: ვათიაშვილი – დალაქიშვილი 14, მჭედლიშვილი 6, ნიაზაშვილი 5, გაგლოშვილი 4, ზუბიაშვილი 4, ტიელიძე 3, ახალბედაშვილი 2, გახოკიძე 2, შემშენოვი 2, ანტონოვიჩი, ტერუნაშვილი
მსაჯები: კრიშტოფ ალტმარ – მარტონ ჰორვატ (უნგრეთი)
იმედი თელავი – ქუთაისი 36-32
თელ: ცინცაძე – გიორგაძე 12, ყორიაული 9, მიქავა 6, ცისკარიშვილი 5, აბჟანდაძე 3, დოლმაზაშვილი 1, ბაინაზიშვილი, ალანია, ბერაძე, იობაშვილი, ერისთავი
ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – სიმონია 7, კბილაშვილი 7, რუსტამოვი 6, გამზარდია 5, გრიშიკაშვილი 3, ფერაძე 2, მერკვილაძე 1, გოგალაძე 1, ჭელიძე, კობახიძე
მსაჯები: პიოტრ ვოიდირ – ლუკაშ კამროვსკი (პოლონეთი)
პეგასი – წყალტუბო 33-26
პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, ცირეკიძე – ლაპიაშვილი 12, კუხალაშვილი 8, ქათამაძე 6, კალანდაძე 4, კაკაბაძე 1, ტაბატაძე 1, დ. ჟვანია 1, გვაზავა, შუბითიძე, ჭანტურია
წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ჯიმშელეიშვილი 7, მ. გველესიანი 6, ხელაძე 4, გელა გველესიანი 3, მეტონიძე 3, შვანგირაძე 3, კუხალაშვილი, კახაია
მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი (თბილისი)
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი, ლ.მარგიანი, მ. ჩიხლაძე
————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ
BSB ბათუმი——–12–11—1—0–455-343—23
იმედი თელავი—-12–11—0—1–405-331–22
ქუთაისი————12—8—1—3–438-344–17
პეგასი—————12—7—0—5–449-415–14
გორი—————-12—5—0—7–408-438–10
სტუ-ქარიშხალა—12—3—0—9–354-369—6
წყალტუბო———12—2—0–10–348-460—4
სამტრედია———12—0—0–12–296-453–0
8 მარტი
12:00 გორი – BSB ბათუმი
14:00 წყალტუბო – იმედი თელავი
16:00 პეგასი – ქუთაისი
18:00 სამტრედია – სტუ-ქარიშხალა
9 მარტი
12:00 სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი
14:00 პეგასი – სამტრედია
16:00 იმედი თელავი – BSB ბათუმი
18:00 წყალტუბო – გორი
ტყიბული, 21-23 მარტი: მესამე წრე, დასავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები
თბილისი, 27-29 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები
17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები
ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი