თელავისა და გორის მოგებები
განახლდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. სპორტკომპლექა არენაში, მეხუთე ტურის მატჩებში თელავის იმედმა 34-32 მოუგო პეგასს, გორმა დაამარცხა ქარიშხალა, 31-27.
ორივე მატჩი დაძაბული იყო. პეგასმა პირველი ტაიმი 20-17 მოუგო ქვეყნის ჩემპიონს. თბილისელებს ამ სეზონში დააკლდათ მონპელიეში გადასული ცხოვრებაძე, თუმცა, ჯერაც თამაშობს ეროვნული ნაკრების მეორე წევრი, გიორგი დიხამინჯია, რომელიც იანვრიდან დანიურ კლუბ სკივეში გადადის. დიხამინჯიამ გაიტანა 13 გოლი, 8 დაამატა გიორგი ლაპიაშვილმა. 6 – ნიკოლოზ კალანდაძემ და პეგასი ბოლო წუთამდე იბრძოდა. თელაველთა ბოლო შეტევის წინ ანგარიში 33-32 იყო და პეგასს საპასუხო იერიშისთვის დრო რჩებოდა, მაგრამ გიორგი ყორიაულმა (9 გოლი) შორიდან გაიტანა და მეტოქეს მატჩის ფრედ დასრულების შანსი არ დაუტოვა – 34-32. თელაველთა გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო მარცხენა შუამარბი გივი გიორგაძე (10 გოლი).
გორმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი სტუ-ქარიშხალა. პირველი ტამის შემდეგ ფრე იყო. სირენამდე 6 წუთით ადრე გორი 25-24 ლიდერობდა, როცა მეკარე გიორგი ვათიაშვილმა პირისპირ გასულ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მისცა, ხოლო საპასუხო შეტევაში მარჯვენა ინსაიდმა გიორგი ტიელიძემ (10 გოლი) გაიტანა და საბოლოოდ გორელებმა 31-27 მოიგეს.
ხვალ და ზეგ აღმოსავლეთის ოთხეული მე-6-7 ტურის მატჩებს გამართავს სპორტკომპლექს არენაში, დასავლეთის 4 გუნდი კი პირველ წრეს ქუთაისში დაასრულებს 20-22 დეკემბერს.
საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა
5-7 ტურები, აღმოსავლეთი. არენა 2. 12 დეკემბერი
იმედი თელავი – პეგასი 34-32
იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – გიორგაძე 10, ყორიაული 9, მიქავა 7, აბჟანდაძე 4, ცისკარიშვილი 4, ბაინაზიშვილი, გავაშელიშვილი, კორსანტია, მანჯავიძე, გულდედავა, ერისთავი – მწვ. მეტრეველი, შარანგია, სამადაშვილი
პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – გ. დიხამინჯია 13, ლაპიაშვილი 8, ნ. კალანდაძე 6, ნ. ჟვანია 2, ქათამაძე 2, ზარნაძე 1, კუხალაშვილი, ბაძაღუა, შუბიძიძე, დ. ჟვანია, კაკაბაძე – მწვ. ტ. კალანდაძე, სახვაძე
მსაჯები: თამაზ კევლიშვილი-ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)
სტუ/ქარიშხალა – გორი 27-31
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – ასაბაშვილი 6, მამულაშვილი 5, ჩიკვილაძე 4, გ. კობახიძე 4, ოსიყმაშვილი 3, მ. კობახიძე 2, ჯორბენაძე 2, თიგიშვილი 1, ჯინჭარაძე, სხვიტარიძე, ბარკალაია, გურასპაული ზაალიშვილი, ეძგვერაძე – მწვ. ორჯონიკიძე, ქობელაშვლი
გორ: ვათიაშვილი – ტიელიძე 10, გაგლოშვილი 8, მჭედლიშვილი 6, ზუბიაშვილი 5, ტარუაშვილი 2, დალაქიშვილი – მწვ. მამაცაშვილი
მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი)-გელა გველესიანი (წყალტუბო)
ტექნიკური დელეგატი: ლევან გელაშვილი (თბილისი)
————————თ–მ–ფ–წ——ბ—–ქ
BSB ბათუმი———4—4—0—0–149-108–8
იმედი თელავი—–5—4—0—1–155-138–8
ქუთაისი————-4—3—0—1–146-119–6
გორი—————–5—3—0—2–169-174–6
პეგასი—————-5—2—0—3–183-167–4
სტუ-ქარიშხალა—-5—2—0—3–148-151–4
წყალტუბო———–4—0—0—4–121-164–0
სამტრედია———-4—0—0—4—-90-140–0
13 დეკემბერი
13:00 გორი – იმედი თელავი, 15:00 პეგასი – სტუ/ქარიშხალა
14 დეკემბერი
13:00 პეგასი – გორი, 15:00 იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა
დასავლეთი: 20-22 დეკებერს, ქუთაისში
ყველა თამაშის ცოცხლად ნახვა შეგიძლიათ აქ: