თბილისის თასი ყვარელსა და ქუთაისში წავიდა
ქვიშის ხელბურთის ერთდღიანი ტურნირი, რომელიც მუხიანის რაგბის სტადიონზე გამართა, ყვარლისა და ქუთაისის გუნდების გამარჯვებით დასრულდა.
შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სპორტის ქვიშს სახეობათა ეროვნული ასოციაცია და ხელბურთის ფედერაცია. ქალთა და კაცთა შორის 3-3 გუნდი შეიკრიბა. ორივე კატეგორიაში გაიმარჯვეს საქართველოს 2020 წლის ჩემპიონებმა ქვიშის ხელბურთში, ყვარლის ქალთა და ქუთაისის კაცთა გუნდებმა.
ამით 2020 წლის ქვიშის ხელბურთის სეზონი დასრულდა. ზაფხულში ურეკში გაიმართა ორი ეტაპისგან შემდგარი ეროვნული ჩემპიონატი, რასაც მოჰყვა ორი საშემოდგომო შეჯიბრება მუხიანში – ფესტივალი და თბილისის თასი.
რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატებს კლასიკურ, დარბაზის ხელბურთში მათი სტარტი პანდემიის გამო შეფერხდა და დაიწყება მაშინვე, როგორც კი ამის საშუალებას შექნილი სიტუაცია მოგვცემს.
ქვიშის ხელბურთი. თბილისის თასი. მუხიანი, 24 ოქტომბერი
ქალები. 1. ყვარელი 2. პეგასი 3. სამტრედია
დურუჯი ყვარელი – პეგასი 2-0, პეგასი – სანავარდო სამტრედია 2-0, ყვარელი – სამტრედია 2-0
კაცები. 1. ქუთაისი 2. სამტრედია 3. გორი
ქუთაისი 2015 – სამტრედია 2-0, სამტრედია – გორი 2-0, ქუთაისი – გორი 2-0