არსენაშვილი ევროტურნირებისთვის იბრძვის  

ერეკლე არსენაშვილის ბრაგამ ფრედ, 30-30 ითამაშა ბელენენსეშთან და პორტუგალიის ხელბურთის ლიგაში მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. 

თამაში ბრაგას მოედანზე გაიმართა, ბელენენსეშს კი ამ თამაშამდე ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა: ოთხიდან 4 მოგება. ტაიმი მასპინძლებმა 15-14 მოიგეს, თუმცა, ბოლო წუთზე თამაში თავად გაუხდათ გადასარჩენი – ბოლო გოლი ბრაგამ დასრულებამდე 15 წამით ადრე შვიდმეტრიანიდან გაიტანა.

არსენაშვილის პირადი მონაგარი ასეთი იყო: 4 გოლი 5 დარტყმიდან, 2 საგოლე პასი, 2 ბლოკშოტი, 1 ორწუთიანი გაძევება. 8 ტურში ქართველი ხაზის  მოთამაშის ანგარიშზე 31 გოლია.

ბრაგას 4 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება აქვს ლიდერებთან – პორტუსთან, სპორტინგთან და ბენფიკასთან. 17 ქულა აქვს აგუაშ სანტაშსაც, უახლოესი მდევრები კი არიან ბელენენსეში და ვიტორია სეტუბალი. ბრაგას უპირატესობა ის, რომ პირველ წრეში გრანდებთან აღარ აქვს სათამაშო. გუნდის მიზანი ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლა იქნება.

ნოემბერში ბრაგას 4 თამაში აქვს ცხრილი მეორე ნახევარში მყოფ გუნდებთან. უახლოეს მატჩში, 11 ნოემბერს, არსენაშვილის გუნდი უმასპინძლებს მაია ისმაის, 14 ნოემბერს სტუმრად ეთამაშება ავანსას, 21 ნოემბერს – მიიღებს პოვოას და 28 ნოემბერს ბოა ჰორას ესტუმრება.

24 ოქტომბერი. ბრაგა – ბელენენსეში 30-30

ბრ: კლაუდიო სილვა – ანდრე ჟოზე 8, როდიჩი 5, გუტიერესი 5, არსენაშვილი 4, რუი ბაპტისტა 3, ანდრე რეი 2, ჟოაო ფერნანდესი 2, ტელესი 1

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1) – 1. სპორტინგი 24 ქულა (8 თამაში), 2. ბენფიკა 24 (8), 3. პორტუ 21 (7), 4. ბრაგა 17 (8), 5. აგუაშ სანტაში 17 (7), 6. ბელენენსეში 14 (5) — 7. ვიტორია 14 (7), 8. ავანსა 12 (8), 9. სანჟოანენსე 11 (8), 10. ბოა ჰორა 10 (7),  11. მადეირა 10 (5), 12. ჰორტა 10 (5), 13. პოვოა 10 (6), 14. გაია 8 (6) — 15. მაია-ისმაი 7 (6), 16. ბოავიშტა 7 (7)

Leave a Reply