ზუგდიდის სენსაცია

საქართველოს ჩემპიონი უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის ხვალ გამოვლინდება გლდანის ხელბურთის ცენტრში. უდანაკარგოდ ლიდერობს აჭარა, ხოლო მეორე ლიდერი, პეგასი მოულოდნელად დამარცხდა ზუგდიდთან, 8-9. 

19 მაისი. ქუთაისი – პეგასი 8-11, ფოთი – რუსთავი 12-6, აჭარა – გორი 24-4, ქუთაისი – ქარიშხალა 8-12, ფოთი – გორი 20-4, აჭარა – რუსთავი 21-9, ზუგდიდი – პეგასი 9-8, ქუთაისი – გორი 15-3, ზუგდიდი – გორი 16-0

აჭარამ დღეს ორივე მატჩი იოლად მოიგო, ხოლო აქამდე უდანაკარგოდ მოთამაშე პეგასმა ვერაფერი მოუხერხა ზუგდიდის გუნდსა და მის მეკარე ტაბაღუას და ბოლო წუთებზე მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა – 8-9. ამის მიუხედავად, პეგასს შეუძლია ჩემპიონობა, თუ ხვალ ფოთსაც დაამარცხებსს და ბოლო მატჩში – აჭარას, ოღონდ, ორივე მატჩის წაგების შემთხვევაში, შეიძლება ბრინჯაოს მედალიც ვერ მოიპოვოს.

ჩემპიონობის თეორიული შანსი დარჩა ფოთის ოქროს ვერძსაც, ხოლო ბრინჯაოს მედლებს თეორიულად ზუგდიდიც შეიძლება შესწვდეს და თბილისის ქარიშხალაც, რომელმაც დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოუგო ქუთაისს, 12-8.

ხვალინდელ პროგრამას სწორედ ამ ზუგდიდისა და ქარიშხალას მატჩი გახსნის – მოგებული მესამე ადგილის შანსს შეინარჩუნებს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილ მატჩებსაც მოიგებს და კონკურენტები დამარცხდებიან. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია პეგასისა და ფოთის შეხვედრა, შემდეგ თამაშობენ: ზუგდიდი – რუსთავი, აჭარა – ქარიშხალა, ქუთაისი – რუსთავი, ფოთი – ქარიშხალა და ბოლოს, ჩემპიონატს დაასრულებს აჭარისა და პეგასის, შესაძლოა, გადამწყვეტი თამაში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.  ჭაბუკები, 15 წლამდე (2004-05)

საერთო ტური, გლდანი, 17-20 მაისი

19 მაისი

ქუთაისი – პეგასი 8-11          

ფოთი – რუსთავი 12-6

აჭარა – გორი 24-4

ქუთაისი – ქარიშხალა 8-12

ფოთი – გორი 20-4

აჭარა – რუსთავი 21-9

ზუგდიდი – პეგასი 9-8

ქუთაისი – გორი 15-3

ზუგდიდი – გორი 16-0

მსაჯები: თ, კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ა. ჩხაიძე, ზ. აბრამიშვილი, ი. გოგოლაძე

19 მაისი         გატ-გაშ    
აჭარა 9   9   0   0   185-60   18  
ფოთი 9   8   0   1   110-65   16  
პეგასი 9   8   0   1   101-61   16  
ქუთაისი 10   6   0   4   108-81   12  
ზუგდიდი 9   6   0   3   103-76   12  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 8   5   0   3   84-82   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 9   2   0   7   75-103   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 20 მაისი

11:00 ზუგდიდი – ქარიშხალა

11:45 ფოთი – პეგასი

12:30 ზუგდიდი – რუსთავი

13:15 აჭარა – ქარიშხალა

14:00 ქუთაისი – რუსთავი

14:45 ფოთი – ქარიშხალა

15:30 აჭარა – პეგასი

Leave a Reply