ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს
ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს და მარტყოფში არსებულ სარაგბო ბაზაზე ვარჯიშობს. ბიჭების ფიზიკურ განვითარებას უზრუნველყოფს რაგბის ფიზიკური მომზადების მწვრთნელი მამუკა ბაქრაძე, რისთვისაც მადლობას ვუხდით საქართველოს რაგბის კავშირს ❤️🏉❤️
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ზაგრებში გაიმართება. მატჩებს ოთხი დარბაზი უმასპინძლებს: Varaždin, Koprivnica, Opatija და Rijeka, რომელთაგან პირველ მათგანში ფინალური ტური ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება.
გუნდის შემადგენლობა
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე, ირაკლი გურული.
უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევანი ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე, ალექსანდრე შიოშვილი
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
მწვრთნელი: შოთა თევზაძე
გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე
ექიმი: გიორგი საღინაძე
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები
A ჯგუფი: პორტუგალია, ხორვატია, რუანდა, ალჟირი
B ჯგუფი: უნგრეთი, სლოვენია, მაროკო, ახალი ზელანდია
C ჯგუფი: ეგვიპტე, ისლანდია, იაპონია, ჩეხეთი
D ჯგუფი: ესპანეთი, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, ბაჰრეინი
E ჯგუფი: დანია, ავსტრია, ჩილე, მექსიკა
F ჯგუფი: ნორვეგია, მონტენეგრო, მაკედონია, საქართველო
G ჯგუფი: გერმანია, არგენტინა, საუდის არაბეთი, აშშ
H ჯგუფი: შვედეთი, ფარერები, ირანი, ბურუნდი
საქართველოს ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava