ეროვნული ნაკრები მზადების ბოლო ეტაპზეა

ხელბურთის ეროვნული ნაკრები განაგრძობს მზადებას იანვრის 5 ოფიციალური მატჩისთვის.  10-12 იანვარს იტალიის ქალაქ ბენევენტოში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია, შემდეგ კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი პლეიოფი ფინეთთან – 16 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში და 19 იანვარს ქალაქ რიიჰიმიაკიში.

2 იანვრიდან ნაკრების 20 კანდიდატი და სამწვრთნელო სტაფის 4 წევრი ოფიციალურ შეკრებაზეა სასტუმრო ბომონდ გარდენში და ორჯერადი ვარჯიშები აქვს ოლიმპიურ სასახლეში. იტალიაში გუნდი 8 იანვარს გაემგზავრება, იქამდე კი მწვრთნელები დაასახლებენ 16-კაციან შემადგენლობას.

იტალიის საკვალიფიკაციო ტურნირს 10 იანვარს, რუმინეთთან მატჩით ვიწყებთ, 11 იანვარს ვეთამაშებით მასპინძლებს, ხოლო 12 იანვარს – კოსოვოს.  ჯგუფის გამარჯვებული გავა პლეიოფში, რომელიც საბოლოოდ დაადგენს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს ევროპიდან. პლეიოფი ორი სტადიისგან შედგება: პირველი გაიმართება 2020 წლის აპრილში, მეორე – ივნისში. წილისყრა, მონაწილეების სრული სია  და ზუსტი განრიგი ცნობილი გახდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ – ეს ტურნირი 9 იანვარს იწყება და 26 იანვარს დასრულდება.

ბენევენტოდან ნაკრები თბილისში 14 იანვარს ბრუნდება და რამდენიმე ვარჯიშს გამართავს ფინეთთან პირველი მატჩის წინ. შეხვედრა 16 იანვარს სპორტის სასახლეში გაიმართება და 19 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი ფინეთშია 19 იანვარს – ორი მატჩის ჯამი გამარჯვებული გავა ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, სადაც ითამაშებს ევროპის 32 უძლიერესსი ნაკრები და გათამაშდება ფიალური ტურნირის 20 საგზური. ამ დონეზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს არ უთამაშია 1999 წლიდან, როდესაც ევროპის ჩემპიონატის პლეიოფი ჰქონდა დანიასთან.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე: იტალიის გუნდმა დეკემბრის ბოლოს ორ ამხანაგური მატჩი გამართა შინ, ლუქსემბურგთან და ორჯერვე გაიმარჯვა: 40-29,  33-25. რუმინეთმა შინ დაამარცხა ჰოლანდია და 27-25 წააგო მაკედონიასთან 20-24. ფინეთს ჩვენთან პლეიოფამდე 4 ოფიციალური მატჩი აქვს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე – აქედან გუნდმა ერთი უკვე ითამაშა და საბერძნეთში წააგო მასპინძლებთან, 22-36.

საქართველოს ნაკრები

GK: შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)

LW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)

LB, CB: ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგ, მკდ), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ნიკოლოზ კალანდაძე (2002, შამბერი, საფ), შალვა სტურუა (1994, ქუთაისი), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)

RB, RW: გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997), რევაზ ჭანტურია (1982, მეტალურგი, მკდ), ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი)

P: ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი მიქავა (1998, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)

მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, ტექნიკური დირექტორი დრაგან ჯუკიჩი

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო. ბენევენტო, იტალია

10 იან. 20:00 რუმინეთი-საქართველო, 22:00 იტალია- კოსოვო

11 იან. 20:00 კოსოვო – რუმინეთი, 22:00 საქართველო-იტალია,

12 იან. 18:00 კოსოვო – საქართველო, 20:00 იტალია – რუმინეთი

გამარჯვებული გავა პლეიოფში

1 ჯგუფი. ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი – 10-12 იანვარს ლუქსემბურგში

2 ჯგუფი. საბერძნეთი 6, ისრაელი 6, ფინეთი 2, კვიპროსი – დასრულდება 12 იანვარს

1 ტური. ისრაელი – ფინეთი 33-32, კვიპროსი – საბერძნეთი 18-31

2 ტური. ფინეთი – კვიპროსი 30-20, საბერძნეთი – ისრაელი 26-25

3 ტური. საბერძნეთი – ფინეთი 36-22, კვიპროსი – ისრაელი 23-33

4 ტური. ისრაელი – კვიპროსი 28-21, 5 იან. ფინეთი – საბერძნეთი

5 ტური. 8 იან. საბერძნეთი – კვიპროსი, ფინეთი – ისრაელი

6 ტური. 11 იან. ისრაელი – საბერძნეთი, 12 იან. კვიპროსი – ფინეთი

4 ჯგუფი. დასრულდა. 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0

25-27 იანვარი, ესქიშეჰირი, თურქეთი

ესტონეთი – თურქეთი 29-33, ბელგია – ესტონეთი25-20, თურქეთი – ბელგია  33-24

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

16 იანვარი, სპორტის სასახლე. 19:00 საქართველო-ფინეთი

19 იანვარი, რიიჰიმიაკი. 18:00 ფინეთი – საქართველო

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი – ესტონეთი

15, 19 იანვარი. ბელგია – კვიპროსი

გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში

Leave a Reply