ევროპულ ასპარეზზე ახალი თაობა გადის
შვედეთში მიემგზავრება საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები ხელბურთში. ქალაქ გოტენბურგში 3-7 ივლისს იმართება ევროპის ღია პირველობა ამ ასაკში. ტურნირი არის უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის მთავარი შეჯიბრება.
პარტილეს თასი ყოველწლიურად სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 500-ზე მეტ გუნდს მასპინძლობს საკლუბო დონეზე, ერთი ტურნირი კი ნაკრებ გუნდებს შორის იმართება და ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფიციალურ შეჯიბრებათა ნუსხაში შედის. ჭაბუკთა შორის აქამდე ეს იყო 19-წლამდელთა ტურნირი, წლეულს კი ევროპის ღია პირველობა პირველად გაიმართება ჩვიდმეტწლამდელთა შორის.
ჩვიდმტწლამდელებში ევროპის ოფიციალური ჩემპიონატი არაა და მას ცვლის ორი შეჯიბრება – ევროპის ღია პირველობა გოტენბურგში და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უნგრეთის ქალაქ დიორში, სადაც ივლისის ბოლოს ითამაშებენ ხორვატია, გერმანია, დანია, უნგრეთი, საფრანგეთი, სლოვენია, ესპანეთი, ისლანდია. 16 ნაკრები თამაშობს შვედეთში, საქართველოს ნაკრები კი ჯგუფში ნორვეგიასთან, რუმინეთთან და ავსტრიასთან მოხვდა და ორშაბათს პირველი ორი მატჩი აქვს. რადგანაც შეჯიბრება სულ 5 სათამაშო დღეს მოიცავს, აქ ნებადართულია დღეში ორჯერ, დილა-საღამოს თამაში.
საქართველო ჩვიდმეტწლამდელთა ამ ნაკრებისთვის ეს პირველი საერთაშორისო შეჯიბრებაა. გაისად გუნდს უკვე უწევს 18-წლამდელთა შორის ევროპის ოფიციალური ჩემპიონატი, რომლის ერთ-ერთი ტურნირი საქართველოში გაიმართება.
ნაკრები დაკომპლექტებულია საქართველოს ბოლო წლების უცვლელი ჩემპონის, თბილისის პეგასის ბაზაზე. მწვრთნელებიც ამ კლუბიდან არიან – ტიტე კალანდაძე და გიორგი სახვაძე. 8 თბილისელის გარდა, ნაკრებში 3 მოთამაშე ჰყავს წყალტუბოს პრომეთეს, თითო – ფოთის ოქროს ვერძს, გორისა და რუსთავის გუნდებს. ჩვიდმეტწლამდელთ ნაკრების ორი ლიდერი, ცხოვრებაძე და ლაპიაშვილი ზედა ასაკობრივი ნაკრების წევრიცაა და გიოტენბურგიდან დაბრუნების შემდეგ მზადებას განაგრძობს 19-წლადელთა ნაკრების შემადგებლობაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 8-20 აგვისტოსაა თბილისში.
ხელბურთი. ევროპის ღია პირველობა, კაცები, 17წ
3-7 ივლისი, 2017, გოტენბურგი, შვედეთი
A ჯგუფი: ისლანდია, ჩეხეთი,ბელარუსი, ფინეთი
B ჯგუფი: შვედეთი, სლოვაკეთი, ფარერები, ესტონეთი
C ჯგუფი: ნორვეგია, რუმინეთი, ავსტრია, საქართველო
3 ივლისი. 14:30 ნორვეგია-ავსტრია, რუმინეთი-საქართველო
21:00 საქართველო-ნორვეგია, ავსტრია-რუმინეთი
4 ივლისი. 15:30 ავსტრია-საქართველო, ნორვეგია-რუმინეთი
D ჯგუფი: პოლონეთი, ისრაელი, ჰოლანდია, ლუქსემბურგი
2-2 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას 1-8 დ 9-16 ადგილებისთვის
5-6 ივლისი, მეორე ჯგუფური რაუნდი
7 ივლისი – ფინალები
საქართველოს 17წ ნაკრები
მეკარეები: იური სილაგაძე (წყალტუბო), ირაკლი დიხამინჯია (პეგასი)
მოთამაშეები: გიორგი ცხოვრებაძე, გიორგი ლაპიაშვილი, გიორგი კუხალაშვილი, გიორგი ქათამაძე, ლუკა კახოშვილი, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე, (პეგასი), გიორგი ხელაძე, მიხეილ გველესიანი (წყალტუბო), დავით ლნიაზაშვილი (გორი), მირიან გავაშელიშვილი (რუსთავი), ნიკოლოზ ჟვანია (ფოთი)
მწვრთნელები: ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე, ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი
ფოტო: გიორგი ცხოვრებაძე, ტიტე კალანდაძე, გიორგი ლაპიაშვილი