ევროპის ჩემპიონატი მოგებით დავასრულეთ
ჩვიდმეტწლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატის ტურნირზე კლაიპედაში, ლიტვა. მეცხრე ადგილისთვის მატჩში ჩვენებმა 23-20 მოუგეს ლატვიის გოგონათა ნაკრებს.
ევროპის ხელბურთის ფედერაციამ 2018 წელს ასრულებს რეფორმას, რომელიც გულისხმობს ასაკობრივ ჩემპიონატებში საკვალიფიკაციო ტურნირების გაუქმებას და ტურნირის 2 დონედ გამართვას. ამ ასაკობრივ კატეგორიაში, 2000 წელს და შემდეგ დაბადებულთა შორის, შეჯიბრება უკვე ახალი ფორმატით გაიმართა. ევროპის ჩემპიონი გახდა გერმანიის გუნდი, რომელმაც გაიმარჯვა 16-უძლიერესი გუნდის შეჯიბრებაზე სლოვაკეთში. მეორე დონის ორი ტურნირი, მაკედონიასა და ლიტვაში მოიგეს სლოვენიამ და პორტუგალიამ და ორი წლის შემდეგ, 2019 წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, შეცვლიან ბოლო ორ ადგილზე გასულ გუნდს, ჩეხეთსა და სერბეთს.
საქართველოს გოგონათა ნაკრების ამ თაობისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო. ქალთა ხელბურთს ჩვენში 2006 წლის შემდეგ ცხრაწლიანი პაუზა ჰქონდა, 2015 წლის შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზე უკვე მეორე თაობა გამოვიდა. 17-წლამდელებს კლაიპედაში აკლდათ 4 ტრავმირებული მოთამაშე, ასევე მთავარი მწვრთნელი დარეჯან გეფერიძე, გუნდის ლიდერი ჯგერენაია კი ტრავმით თამაშობდა, თუმცა მაინც ყველაზე შეგეგიანი იყო 29 გოლით.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ოთხივე მატჩი წააგო, მაგრამ ლატვიის დამარცხებით ვითარება გამოაკეთა. ამ ნაკრებიდან რამდენიმე ხელბურთელს ორი წლის შემდეგ ისევ შეუძლია 17-წლამდელთა შორის თამაში, ნაწილი კი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება უფროსი თაობის, 1998-99 წლებში დაბადებულთა გუნდს, მათ ბოლო ასაკობრივი ტურნირი 2018 წელს უწევთ: 20-წლამდელთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრება.
ევროპის ჩემპიონატი 2017. 17წ, ქალები
ჩემპიონატი ლიტვაში (კლაიპედა), 14-20 აგვისტო
A ჯგუფი: პორტუგალია 8 ქულა, თურქეთი 5, ბელარუსი 5, იტალია 2, საქართველო 0
B ჯგუფი: ლიტვა 8, ფინეთი 6, უკრაინა 4, ბრიტანეთი 2, ლატვია 0
14 აგვისტო, თურქეთი-საქართველო 45-20
ჯგერენაია 6, ა. ჩხაიძე 3, გოგია 3, ჩირგაძე 2, გვათუა 2, ე. ჩხაიძე 1, კერესელიძე 1, შახულოვი 1, ცინცაძე 1
15 აგვისტო: საქართველო-პორტუგალია 11-48
ჯგერენაია 4, ა. ჩხაიძე 2, ბჟალავა 1, ჩირგაძე 1, ე. ჩხაიძე 1, გოგია 1, შახულოვი 1
16 აგვისტო: იტალია-საქართველო 38-16
ჯგერენაია 7, ა. ჩხაიძე 3, ე. ჩხაიძე 2, გვათუა 1, ქებაძე 1, კერესელიძე 1, ხმელაძე 1
18 აგვისტო: ბელარუსი-საქართველო 29-16
ჯგერენაია 5, ე. ჩხაიძე 3, შახულოვი 3, ა. ჩხაიძე 2, გოგია 2, ცინცაძე 1
20 აგვისტო: ფინალები. 1-2 პორტუგალია-ლიტვა 25-24, 3-4 თურქეთი-ფინეთი 32-26, 5-6 ბელარუსი-უკრაინა 27-17, 7-8 იტალია-ბრიტანეთი 36-13
9-10 ადგილებისთვის. საქართველო-ლატვია 23-20
ჯგერენაია 7, შახულოვი 5, გოგია 4, ა. ჩხაიძე 3, ჩირგაძე 2, ე. ჩხაიძე 1, ცინცაძე 1
საქართველოს ნაკრები ლიტვაში
მეკარეები: 16. მარიამ ჩავჩიძე (წყალტუბო), 12. ხატია ჯიქურაშვილი (პეგასი) – მოთამაშეები: 28. ნინო სურგულაძე, 15. ნენო ჯგერენაია, 5. მარიამ გვათუა, 99. ლანა გოგია, 23. ციცინო ბჟალავა (ფოთი), 18. ანა ქებაძე, 17. ელისაბედ ჩხაიძე (პეგასი), 19. ნინო შახულოვი, 29. ქეთი იაშვილი (მამული), 13. ანა ჩხაიძე, 9. ქეთევან კერესელიძე, 7. მარიამ ცინცაძე, 10. ჟუჟუნა ხმელაძე (ქარიშხალა), 24. ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო) – მწვრთნელები გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, მენეჯერი გიორგი გვაზავა, გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი
ჩემპიონატი მაკედონიაში (სკოპიე), 31 ივლისი – 8 აგვისტო: 1. სლოვენია – 2. პოლონეთი 3. ბულგარეთი 4. მაკედონია, 5. შვეიცარია 6. ისლანდია 7. ფარერები 8. კოსოვო 9. ისრაელი 10. საბერძნეთი
უძლიერესი 16, 10-20 აგვისტო, სლოვაკეთი (მიჰალოვცე): 1. გერმანია 2. ნორვეგია 3, უნგრეთი 4. საფრანგეთი 5. რუსეთი 6. დანია 7. რუმინეთი 8. ესპანეთი 9. შვედეთი 10. ჰოლანდია 11. მონტენეგრო 12. სლოვაკეთი 13. ხორვატია 14. ავსტრია – 15. ჩეხეთი 16. სერბეთი (2019 წლის 19-წლამდელთ ჩემპიონატზე, უძლიერეს 16 გუნდში ჩეხეთსა და სერბეთს შეცვლიან სლოვენია და პორტუგალია)