დებიუტი შედგა, ველით გაგრძელებას
ხელბურთელ ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე – ამჯერად მასპინძელ კოსოვოსთან, 19-30. წინადღით ისრაელთან დავმარცხდით 27-31, 11 ივნისს კი ჩვენი ორი მეტოქე ერთმანეთში გაარკვევს, ვინ გახდება ჯგუფის გამარჯვებული და ვინ გავა მთავარ საკვალიფიაციო რაუნდში.
ეროვნული გუნდი 23-წლიანი შესვენების შემდეგ ჩაება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრში და ორი ასაკობრივი ნაკრების, 19 და 17-წლამდელების ხელბურთელებით ითამაშა. გუნდის ყველა წევრისთვის ეს დებიუტი იყო ქალთა ტურნირებში.
კოსოვო თავიდანვე დაწინაურდა, 7-4-ის შემდეგ ზედიზედ გაგვიტანა 6 ბურთი, ტაიმი კი 16-7 მოიგო. საქართველოს ნაკრები, ტრავმების გამო, სულ 11 ხელბურთელით იყო წასული ტურნირზე და წინადღის ბრძოლის შემდეგ დაღლილი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაცია დაასტაბილურა და, როგორც ყოვლთვის, ბოლომდე იბრძოლა. დასრულებამდე 5 წუთით ადრე სხვაობა 8 ბურთამდე დავიდა (19-27), თუმცა, ბოლოსკენ კოსოვომ სამი გოლი გაიტანა და 30-19 მოიგო.
ორი წაგების მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა ბევრი საქებარი სიტყვა დაიმსახურა ევროპისა და კოსოვოს ფედერაციების ვებ-გვერდზე, სადაც საგანგებოდ აღინიშნა, რომ თინეიჯერების გუნდი არაფრით არ დანებდა ასაკით უფროს მეტოქეებს და ბოლო ბურთამდე იბრძოლა.
კოსოვოს ტურნირის გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე და მოხვდება მეშვიდე ჯგუფში, ჰოლანდიასთან, უნგრეთთან და ბელარუსთან. ქართული ქალთა ხელბურთის უახლოესი გეგმები კი ასეთია:
17-წლამდელთა ნაკრებს აგვისტოში ევროპის ჩემპიონატი აქვს ლიტვაში, ხოლო უფროს, 1998-99 წლებში დაბადებულთა გუნდს ბოლო ასაკობრივი ტურნირი 2018 წლის დასაწყისში უწევს – ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრები შემოდგომაზე მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევ ტურნირს ითამაშებს, ხოლო 2019 წელს, როდესაც ევროპის მომდევნო ჩემპიონატის კვალიფიკაცია უნდა გაიმრთოს, პირველი ეტაპის დაძლევა სულაც არ იქნება დაუძლეველი ამოცანა.
ხელბურთი. ევრო 2018, ქალები. პირველი შესარჩევი ეტაპი. 9-11 ივნისი, 2017
მეორე ეტაპზე გადიან ჯგუფების გამარჯვებულები
B ჯგუფი: ისრაელი, კოსოვო, საქართველო (კოსოვოში)
10 ივნისი, პრიშტინა. კოსოვო – საქართველო 30-19
კოს: როგოვა, რუდაკუ – დემაი 11, რამა 5, ჯიკოკაი 3, კამერი 2, ალიუ 2, კრასნიჩი 2, სტაგოვა 2, ჰაჯა 1, ფაზლია 1, რუგოვა 1, გაში, ფერატაი
საქ: ვარდიშვილი, ჯავახია – ვენეცკი 4, ჩოხელი 4, კუნელაშვილი 4, ქიტესაშვილი 3, ყველაშვილი 3, ჭკუასელი 1, გვათუა, ჩირგაძე, ქებაძე
მსაჯები: მარკოვსკა, ვუტოვი (ბულ), დელეგატი: სივრიქაია (თურ)
9 ივნისი, 20:00, ჯაკოვე. საქართველო – ისრაელი 27-31
საქ: ჯავახია, ვარდიშვილი – კუნელაშვილი 7, ყველაშვილი 5, ვენეცკი 5, ჩოხელი 5, ქიტესაშვილი 4, ჭკუასელი 1, გვათუა, ჩირგაძე, ქებაძე
ისრ: გერშონი, ბენ ზიქრი – ბენ იცჰაკი 9, ამინოვი 6, ეპელბოიმი 5, შაული 3, იზაკი 3, ოშრი კოენი 2, ოშერ კოენი 1, ლევი 1, ბაჩში 1, ბენ შოშანი, ვაგენფელდი, ბარელი, აუიზერატი, ვაკრატი
11 ივნისი, 19:00, ისრაელი – კოსოვო
A ჯგუფი: ფინეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი (საბერძნეთში)
9 ივნისი. საბერძნეთი-ფინეთი 29-20
10 ივნისი. ფარერები – საბერძნეთი 25-24
11 ივნისი. ფინეთი-ფარერები
მეორე შესარჩევი ეტაპი. სექტემბერი 2017-ივნისი 2018
1 ჯგუფი: ნორვეგია, ხორვატია, უკრაინა, შვეიცარია
2 ჯგუფი: მონტენეგრო, პოლონეთი, სლოვაკეთი, იტალია
3 ჯგუფი: შვედეთი, სერბეთი, მაკედონია, A ჯგუფის გამარჯვებული
4 ჯგუფი: რუმინეთი, რუსეთი, ავსტრია, პორტუგალია
5 ჯგუფი: დანია, ჩეხეთი, სლოვენია, ისლანდია
6 ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, ლიტვა
7 ჯგუფი: ჰოლანდია, უნგრეთი, ბელარუსი, B ჯგუფის გამარჯვებული
ფინალურ სტადიაზე გავა 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამე ადგილი.
ევრო 2018: საფრანგეთი, 2018 წლის დეკემბერი
ქალთა ეროვნული ნაკრები კოსოვოში
მეკარეები: 12. ანა ვარდიშვილი (მამული, 1999) 16. ქრისტინე ჯავახია (ფოთი, 1998) – მოთამაშეები: 5. მარიამ გვათუა (ფოთი, 2001) 7. თინა ქიტესაშვილი (ყვარელი, 1999) 17. მედეა ჩოხელი (პეგასი, 1999) 18. ქეთევან ვენეცკი (პეგასი, 1998) 19. ანა ყველაშვილი (მამული, 1998) 23. ანა ქებაძე (პეგასი, 2000) 24. ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო, 2001) 28. ინა ჭკუასელი (მამული, 1985) 29. ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი, 1999)
მწვრთნელი გიორგი გვაზავა, გუნდის უფროსი ლანა მარგიანი, ექიმი ლევან ლინნიკი