დაძაბული სეზონის მძაფრი დაბოლოება

ხვალ და ზეგ სრულდება შინაური სახელბურთო სეზონი. სპორტკომპლექს არენას მეორე დარბაზში 19 მაისს ორი ნახევარფინალია: ბათუმის შავი ზღვის ბიჭები – თელავის იმედი და ქუთაისი – სტუ ქარიშხალა, 20 მაისს  კი საჩემპიონო და ბრინჯაოს ფინალებია. თამაშები 14 საათიდან იწყება. 

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

ფინალური ოთხეული. არენა 2, 19-20 მაისი

ფინალურ ოთხეულს წინ უძღვოდა 21-ტურიანი, სამწრიანი ტურნირი, რომელიც უპრეცედენტოდ დაძაბული გამოდგა: რეგულარული სეზონის გამარჯვებული და ნახევრფინალის მეოთხე მონაწილე ბოლო, 21-ე ტურმა გამოავლინა. ფინალურ ოთხეულშიც მძაფრი დაპირისპირებებია მოსალოდნელი.

19 მაისი, ნახევარფინალი

14:00 BSB ბათუმი – იმედი თელავი (25-22, 27-25, 22-20)

ბათ: 1. კორნელი ანდრიაძე (GK, 1984, 181) 12. გიორგი სამყურაშვილი (GK, 1985, 192), 16. დაჩი ვარშალომიძე (GK, 2001, 185) – 5. ტარიელ მჟავანაძე (CB, 2000, 175) 7. გიორგი სურმავა (CB, 1992, 179) 8. ზურაბ აბრამიშვილი (LW, 1994, 193) 9. ვანო ქარდავა (RB, 187, 185) 11. გიორგი წივწივაძე (RB, 1981, 189) 13. გიორგი კობახიძე (LB, 1982, 198) 14. თემურ ვასაძე (LB, 2000, 185) 15. ირაკლი გოგოლაძე (RW, 1996, 178) 20. შოთა გრიშიკაშვილი (P, 1984, 200) 22. აკაკი ყაველაშვილი (P, 1987, 200) 28. ლევან ბერძენიშვილი (LB, 1986, 192) 31. ილია გოგალაძე (CB, 1986,190) – მწვ. მერაბ ჭანტურია, მამუკა მჟავანაძე, გია ბზეკალავა

იმ: 12. ზურაბ ცინცაძე (GK, 1996, 184) 16. გიორგი ხარაიშვილი (GK, 1998, 194) – 2. გიორგი დოლმაზაშვილი (LW, 1998, 184) 3. სალეჰ ვალიევი (აზე, CB, 1991, 180) 4. დავით ყორიაული (CB, 1999, 199) 5. გიორგი აბაშიძე 1996, 193) 10. გიგა ბაინაზიშვილი (CB, 1998, 180) 11. ლევან კორსანტია (P, 1999, 198) 14. გიორგი იობაშვილი (LB, 1990, 193) 15. ამირან აბჟანდაძე (CB, 1996, 185) 22. ალექსანდრე ცხვარაშვილი (RB, 1996, 183)  55. ნიკოლოზ ცისკარიშვილი (RW, 1997, 180) 99. ზეზვა იობაშვილი (LB, 1998, 196) – მწვ. მერაბ მეტრეველი, გივი შარანგია, ზაზა სამადაშვილი

პირველ ნახევარფინალში თითქოს უპირობო ფავორიტია ქვეყნის 2016 წლის ჩემპიონი, ბათუმის გუნდი, რომელიც ფინალური ოთხეულის დებიუტანტს, თელავის იმედს ეთამაშება. სამწრიანი ტურნირის შემდდეგ ამ გუნდების შორის სხვაობა 12 ქულა იყო და სამივე მატჩი ბათუმმა მოიგო, მაგრამ სულ 2-3 ბურთი სხვაობით, მესამე წრის თამაშის პირველი ნახევარი კი თელავმა 12-6 მოიგო და ახლოს იყო საბოლოო გამარჯვებასთან.

თელაველებმა ბოლო ტურში მაინც მიაღწიეს მიზანს, სასწაულად შემოუბრუნეს თამაში ქუთაისს (24-28 – 29-28, ბოლო 4 წუთში!), რის შემდეგაც მიპოვეს ნახევარფინალის საგზური და უკეთესი პირადი ბალანსით აჯობეს თბილისის პეგასს. უეჭველია, იმედი ამავე ტალღაზე ეცდება სეზონის დაბოლოებასაც, თანაც გუნდს ემატება ორი მოთამაშე – მარცხენა გარემარბი დოლმაზაშვილი და აზერბაიჯანელი გამთამაშებელი ვალიევი.

ორივე გუნდს საუკეთესო დაცვა აქვს საქართველოს ჩემპიონატში. თელაველებს ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გაშვებული რეგულარულ სეზონში, ბათუმელთა დაცვის მწყობრს კი კარგად კრავს ლევან ბერძენიშვილი. ბათუმელთა უპირატესობა შეიძლება იყო უფრო გამოცდილი შემადგენლობა ან სწრაფი გარღვევა გარემარბების, გოგოლაძისა და აბრამიშვილის შესრულებით, თუმცა, ბოლო წუთებამდე ბრძოლაა მოსალოდნელი. ბევრი იქნება დამოკიდებული მეკარეებზე და საინტერესოა გამოცდილ მწვრთნელთა დუელიც – მამუკა მჟავანაძე მერაბ მეტრეველის წინააღმდეგ.

16:00 ქუთაისი 2015 – სტუ-ქარიშხალა (30-24, 29-36, 31-28)

ქუთ: 1. ჯონი ცერცვაძე (GK,  1994, 188) 16. გიგა ტორონჯაძე (GK, 1989, 190) – 2. გიორგი ლომიძე (RB, 1996, 177) 3. მირიან ჩიხლაძე (LW, 1994, 182) 5. კარლო მათნაძე (RB, 1997, 175) 6. გიორგი ახალაძე (LB, 1995, 195) 7. ხაზეინ რუსტამოვი (RW, 1998, 178) 8. გიორგი მერკვილაძე (RW, 1998, 182) 9. ლევან იმნაძე (LW, 2001, 189) 10. უჩა გამზარდია (CB, 1990, 175) 11. ჯუმბერ ჯუღელი (P, 1993, 202) 14. უჩა კობახიძე (P, 1994, 196) 17. ომიკო ალანია (LW, 1995, 182) 19. ზურაბ სიმონია (LB, 1994, 190) – მწვ. ალექსანდრე ბოყოჩაძე, ზურაბ ყაველაშვილი, გრიგოლ თავხელიძე

სტუ: 1. სანდრო ხანდოლიშვილი (GK, 1998, 187) 16. ირაკლი ხიდეშელი (GK, 1996, 191) – 4. ნიკოლოზ ასაბაშვილი (P, 2000, 184) 5. ერეკლე არსენაშვილი (P, 1998, 195) 6. ლევან მამულაშვილი (LW, 1998, 185) 7. გიგი ფერაძე (CB, 1998, 194) 8. ლევან ოსიყმაშვილი (CB, 1981, 183) 13. ლუკა ბულბულაშვილი (RW, 1998, 1888) 14. ნიკოლოზ ჯორბენაძე (LW, 1988, 178) 15. ზაზა ფერაძე (LW, 1978, 185) 18. ალექსანდრე კარტოზია (LW, 1997, 183) 19. ჯავიდ აბდულაევი (აზე, LW, 197, 173) 20. მამია კობახიძე (RB, 1980, 197) 26. შალვა სტურუა (LB, 1994, 190) 31. ლაშა თიგიშვილი (LB, 1999, 181) 88. გიორგი ჭერაშვილი (LB, 1998, 182) – მწვ. ბექა ორჯონიკიძე, გიორგი ქობელაშვილი, ირაკლი კეკელიძე

ქუთაისი ზედიზედ მესამეჯერ გადის ფინალურ ოთხეულში, მაგრამ ფინალში ჯერ არ უთამაშია. 2015 წელს გუნდი მესამე ადგილზე გავიდა, შარშან – მეოთხეზე. კლუბი რეგულარული სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში  ლიდერი იყო, მაგრამ პირველი ადგილი ბოლო ტურში, თელავთან წაგების გამო დაკარგა და სხვა უსიამოვნებაც შეემთხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაის-თელავის მატჩის ბოლო წამებზე, მსაჯების შეცდომა აშკარა იყო, ეს ხულიგნობის უფლებს არავის აძლევს და, საბოლოოდ, ძვირადაც ფასობს. მატჩისშემდგომი ინციდენტის გამო 5-5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს ქუთაისის ძირითადი შვიდეულის მოთამაშემ მეთოდე ჭელიძემ და მწვრთნელმა დავით გობეჯიშვილმა, კლუბს კი ფინანსური სანქციაც დაედო იმის გამო, რომ მათი მხარდამჭერი თამაშის შემდეგ მოედანზე გაიჭრა და მსაჯთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას შეეცადა.

დანაკლისის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ქუთაისის შანსები ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონის, სტუ-ქარიშხალას წინააღმდეგ მკვეთრად დავარდა. აქაც ბოლო წამებამდე ბრძოლაა მოსალოდნელი. ჭელიძის არყოფნაში ალექსანდრე ბოყოჩაძეს ტაქტიკური გადაადგილებების გაკეთება მოუწევს, მაგრამ ეს ეხერხება კიდეც და მოთამაშეების რესურსიც აქვს.

ქუთაისი ყველაზე სწრაფ ხელბურთს თამაშობს და გამორჩეული ლიდერიც ჰყავს – უჩა გამზარდია, მაგრამ ამის წინააღმდეგ ქარიშხალას მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ მეორე წრის მატჩში ორიგინალურ გამოსავალს მიაგნო – მეტოქეს კიდევ უფრო სწრაფი თამაში შესთავაზა და ბევრითაც მოუგო, 36-29, თუმცა სეზონის პირადი ბალანსი ქუთაისს მაინც უკეთესი აქვს, 2-1. ქარიშხალას ერთ-ერთი უპირატესობა შეიძლება იყოს დაცვის უკეთესი ორგანიზაცია, თუმცა, ამ მატჩს  ფავორიტი არ ჰყავს და ნებისმიერი შედეგით შეიძლება დასრულდეს.

20 მაისი, ფინალი

14:00 მესამე ადგილისთვის, 16:00 საჩემპიონო ფინალი

ფინალური ოთხეულის მატჩებს ზედიზედ მეორედ იმსაჯებენ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრები, სიარჰეი კულიკი და ძმიტრი ნაბოკაუ, ბელარუსიდან.  ტექნიკური დელეგატია ასევე საერთაშორისო კატეგორიის მქონე ლევან გელაშვილი. ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხევაში ინიშნება 5+5-წუთიანი ოვერტაიმი, შემდეგ კი შვიდმეტრიანების სერია.

თამაშები ორივე დღეს 14 საათიდან იწყება. პირდაპირ სტრიმს ნახავთ ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე http://www.geohandball.ge/ და ფეისბუკზე: www.facebook.com/GEONHF/

მსაჯები: სიარჰეი კულიკ – ძმიტრი ნაბოკაუ (ბელარუსი), დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

რეგულარული სეზონის შემდეგ:

———————–თ–მ—ფ—წ——-ბ—–ქ

BSB ბათუმი———21–17—1—3–786-612-35

ქუთაისი————-21–17—1—3–785-678-35

სტუ-ქარიშხალა—-21–16—1—4–743-597-33

იმედი თელავი——21–11—1—9–627-582-23

პეგასი—————-21–11—1—9–762-718-23

გორი—————–21—4—1–16–747-836–9

სამტრედია———-21—4—0–17–695-795–8

წყალტუბო———–21—1—0–20–613-940—2

Leave a Reply