დასავლეთში ცვლილებებია
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე მეორე წრე თბილისსა და ხელვაჩაურში დაიწყო. შეჯიბრება განსხვავებული განრიგით იმართება. გუნდები ითამაშებენ ყოველ უქმეებზე, აღმოსავლეთის გუნდები – შაბათობით, დასავლეთისა – ყოველ კვირა დღეს.
აღმოსავლეთში ორი მატჩი მოიგო პეგასმა და 16 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ყვარელი, მესამეზე – ქარიშხალა. დასავლეთში პირველი წრის შემდეგ სამტრედია და ბათუმის შავი ზღვის ბიჭები იყვნენ წინ 11 ქულით, მაგრამ კვირას, ხელვაჩაურში სამტრედიამ ორივე მატჩი მოიგო, შავი ზღვის ბიჭები კი დამარცხდნენ აჭარის გუნდთან, 20-29. შედეგად, სამტრედია 15 ქულით პირველია, მეორე ადგილზე კი გადაინაცვლა აჭარამ, თუმცა, ბათუმელებს თამაში მარაგში აქვთ.
9 დეკემბერს აღმოსავლეთის გუნდები ითამაშებენ თელავში, 10 ნოემბერს დასავლეთის მორიგი მატჩები სენაკში უნდა გაიმართოს. ჯერ გამოვლინდებიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჩემპიონები, 4-4 საუკეთესო გუნდი კი 2018 წელს საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 16წ (2002-03)
აღმოსავლეთი. მეორე წრე. 2 დეკემბერი, არენა 2
პეგასი-ქარიშხალა 31-21, ქარელი – თელავი 28-25, ქარიშხალა-რუსთავი 34-23, პეგასი – გორი 35-7, ყვარელი-ქარელი 26-17, რუსთავი-გორი 22-14
პეგასი———8—8—0—0—232-79—16
ყვარელი——7—6—0—1—150-116—12
ქარიშხალა—8—5—0—3—168-169—10
თელავი——-7—3—0—4—134-139—6
რუსთავი——8—2—0—6—147-198—4
გორი———-8—2—0—6—109-163—4
ქარელი——-8—1—0—7—146-210—2
დასავლეთი. მეორე წრე. 3 დეკემბერი, ხელვაჩაური
აჭარა – ფოთი 24-13, ზუგდიდი – ხელვაჩაური 0-10, ხელვაჩაური – სამტრედია 25-33, აჭარა – ბსბ ბათუმი 29-20, ქუთაისი-სამტრედია 16-32,ზუგდიდი-ქუთაისი 0-10
სამტრედია—8—7—1—0—200-116—15
აჭარა———-8—6—0—2—213-153—12
BSB ბათუმი–7—5—1—1—158-104—11
ფოთი———7—3—0—4—128-133—6
ქუთაისი——8—3—0—5—114-200—6
ხელვაჩაური–8—2—0—6—150-178—4
ზუგდიდი—-8—0—0—8—55-134—0