დანია და კორეა ბრძოლას გამოეთიშნენ

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გერმანია დამარცხდა სერბეთთან 28-29, დანიამ მოუგო ჰოლანდიას 27-24, ნორვეგიამ აჯობა კორეას 36-25. არცერთი ნახევარფინალისტი ჯერ არ გამოვლენილა.  

ერთადერთი, რაც დღეს გაირკვა ისაა, რომ კორეა და დანია საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდნენ. დანიამ დღეს მეკარე ტოფტის მორიგი გმირობისა და 20 მოგერიებული ბურთის წყალობით 27-24 მოუგო ჰოლანდიას, მაგრამ თეორიული შანსი გერმანიის წაგებისა და ნორვეგიის მიერ კორეის დამარცხების შემდეგ აღარ შერჩა.

ნორვეგია ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელად ბოლო ტურში ქულა მაინც სჭირდება გერმანიასთან. სერბებთან მოგების შემთხვევაში, როგორც ჰოლანდიის წაგების შემდეგ გაირკვა, გერმანია ნახევარფინალში დღესვე გადიოდა, მაგრამ ბოლო წამებზე კრისტინა ლიშჩევიჩისგან გაშვებული შვიდმეტრიანის შემდეგ 28-29 დამარცხდა და სერბებსაც დაუტოვა თეორიული შანსი.

გერმანია-სერბეთი: https://www.youtube.com/watch?v=5bmj-OXHrhw

ჰოლანდია ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ახლა 11 დეკემბერს, კორეასთან მოგებაც გარანტირებულად ვერ გაიყვანს ნახევარფინალში. სერბეთს სჭირდება დანიასთან მოგება ისე, რომ ვერ მოიგონ ვერც ჰოლანდიამ, ვერც გერმანიამ.

მოკლედ, ზეგ, ნორვეგია-გერმანიის წყვილიდან ერთ-ერთი აუცილებლად გავა ჯგუფში პირველ ადგილზე, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდის ვინაობა შეიძლება გადაწყვიტოს პირადმა ბალანსმა 2 ან 3 გუნდს შორის. ასეთი ვარიანტი ბევრია (მუქად მოყვანილია გუნდები, რომლებსაც უპირატესობა ექნებათ): 

გერმანია-ჰოლანდია, სერბეთი-გერმანია, ჰოლანდია-გერმანია-სერბეთი, გერმანია-ჰოლანდია-დანია, გერმანია-დანია, ჰოლანდია-ნორვეგია, ნორვეგია-სერბეთი, ჰოლანდია-ნორვეგია-სერბეთი, ჰოლანდია-სერბეთი.  

პირველი ნახევარფინალისტი შეიძლება გამოვლინდეს პირველივე ხვალინდელ მატჩში, თუ რუსეთი დაამარცხებს მონტენეგროს. ხვალვე თამაშობენ იაპონია-ესპანეთი და შვედეთი რუმინეთი. ზეგ მეორე რაუნდის ბოლო 6 მატჩია და ყველაფერი გაირკვევა.

რაც შეეხება მსოფლიოს უკვე ყოფილ ჩემპიონს, საფრანგეთის  ნაკრებს, მან დღეს მე-13 ადგილისთვის მატჩში 26-21 დაამარცხა უნგრეთი და მიიღო პრეზიდენტის თასი – სანუგეშო ჯილდო იმ გუნდებისთვის, ვინც პირველი ეტაპი ვერ დასძლია.

8 დეკემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=Nb7wZYDCzlw

ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020

კუმამოტო, იაპონია. 30 ნოემბერი – 15 დეკემბერი

მეორე ჯგუფური. რაუნდი, 9 დეკემბერი

ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

გერმანია-სერბეთი 28-29

ბერგერი 6, მინევსკაია 6 – ცვიიჩი 7, ლავკო 5, პოპ-ლაზიჩი 4

დანია-ჰოლანდია 27-24

ჰანსენი 6, ოსტერგორი 5, ტოფტი 20/44 – პოლმანი 5, სნელდერი 5, მალესტაინი 4

კორეა-ნორვეგია 25-36

რიუ 7, ლი 6 – ოფტედალი 7, ლოკე 5, ბრატსეტი 5, შ. სულბერგი 17/39

1 ჯგუფი——თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ

ნორვეგია——4—3—0—1–114-99—6

გერმანია——4—2—1—1–106-104–5

ჰოლანდია—-4—2—0—2–113-103–4

სერბეთი——4—2—0—2–113-125–4

დანია———-4—1—1—2—97-98—3

კორეა———-4—0—2—2–111-125–2

11 დეკ. 10:00 ჰოლანდია-კორეა, 13:00 სერბეთი-დანია, 15:30 ნორვეგია-გერმანია

პირველი ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები:

ნორ-სრბ 28-25, ჰოლ-სრბ 36-23, ჰოლ-ნორ 30-28

კორ-დან 26-26, გერ-დან 26-25, გერ-კორ 27-27

8 დეკ. სრბ-კორ 36-33, ჰოლ-გერ 23-25, ნორ-დან 22-19

2 ჯგუფი——თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ

რუსეთი——-3—3—0—0—90-63—6

ესპანეთი——3—2—1—0—86-70—5

მონტენეგრო–3—2—0—1—83-79—4

შვედეთი——3—1—1—1—84-84—3

იაპონია——–3—0—0—3—75-97—0

რუმინეთი—–3—0—0—3—60-85—0

10 დეკემბერი, სილკ უნივერსალზე: http://www.myvideo.ge/tv/silk_sport4

10:00 რუსეთი-მონტენეგრო

13:00 იაპონია-ესპანეთი

15:30 შვედეთი-რუმინეთი

11 დეკ. 10:00 ესპანეთი-რუსეთი, 13:00, რუმინეთი-იაპონია, 15:30 მონტენეგრო-შვედეთი

პირველი ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები:

რუმ-ესპ 31-16, მნტ-რუმ 27-26, ესპ-მნტ 27-26

შვდ-იაპ 34-26, რუს-იაპ 33-23, რუს-შვდ 30-22

8 დეკ. რუმ-რუს 18-27, მნტ-იაპ 30-26, ესპ-შვდ 28-28

13 დეკემბერი: ნახევარფინალი, 15 დეკემბერი: ფინალი

საკლასიფიკაციო მატჩები, 9 დეკემბერი

13-14 საფრანგეთი – უნგრეთი 26-21

15-16 ანგოლა – არგენტინა 30-27

17-18 ბრაზილია – სენეგალი 22-18

19-20 სლოვენია – დრ კონგო 29-27

21-22 კუბა – ყაზახეთი 33-31 (29-29)

23-24 ჩინეთი – ავსტრალია 33-15

სტატისტიკა:

ბომბარდირები: სტანკო, სლნ 62; რიუ, კორ 60

პასები: რაიჩევიჩი, მნტ 37; ვიახირევა, რუს 37

გოლი+პასი: რიუ, კორ 60+27; სტანკო, სლნ 62+16; გიალო, ანგ 40+30

დაცვა. ბლოკი: ბრატსეტი, ნორ 12; სენი, რუს 12;

დაცვა. ჩაჭრა: ტომორი, უნგ 10; სტანკო, სლნ 9

მეკარეები: ტოფტი, დან 79/192=41%, სულბერგი, ნორ 83/214=39%;

ეკერლე, გერ 84/220=38%; ნავარო, ესპ 54/147=37%

Leave a Reply