გორის მძიმე მოგება
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირზე ხელბურთში, ლიდეთა მატჩში გორმა 31-28 დაამარცხა რუსთავი და 6 ქულით ლიდერობს. თელავმა მოუგო აჭარას – 32-27. პირველი წრე კვირას დასრულდება.
გორი-რუსთავის თითქმის მთელი მატჩი თანაბარი იყო. რუსთავი 4-9 ჩამორჩა, მაგრამ სხვაობა აღდგინა (9-9). პირველი ტაიმი ფრედ მორჩა, მეორის დასაწყისში კი რუსთაველები პირველად გავიდნენ წინ – 18-17. ბოლოსკენ დაიღალა რუსთაველის ლიდერი, დავით მძელური (11 გოლი) და გორელებმა, ახალგაზრდული ნაკრების წევრის, გიორგი ტიელიძის (11) ლიდერობით თითქოს გარდატეხეს თამაში, მაგრამ რუსთავის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ, 16 წლის გავაშელიშვილმა საგოლე პასის, ჩაჭრისა და გარღვევის შემდეგ სხვაობა ისევ დაიყვანა ერთამდე – 28-29 და სათამაშო იყო 3 წუთი. აქ ტიელიძემ და მჭედლიშვილმა გაიტანეს, მძელურმა კი უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და კვირას გამოტოვებს თამაშს წყალტუბოსთან. გორმა 31-28 მოიგო.
პირველი გამარჯვება მოიპოვა თელავმა, ვინც ვასილ გიგაურის და გიორგი სვიმონიშვილის 19 გოლით 32-27 აჯობა აჭარას და პირველი წრე ამით დაასრულა, აჭარელები კი კვირას გორს ეთამაშებიან.
მეორე წრე გაიმართება 3-7 მაისს. პირველი ლიგის ჩემპიონი პირდაპირ მიიღებს 2016-17 სეზონში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას, ხოლო მეორე-მესამე ადგილები გადათამაშებაში გადავლენ და უმაღლესი ლიგის მე-7-8 გუნდებთან იბრძოლებენ კიდევ ერთი საგზურისთვის.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. პირველი ლიგა, კაცები
პირველი წრე, 13-17 აპრილი, არენა 2. 16 აპრილი
აჭარა – თელავი 27-32
აჭ: შავიშვილი – გოგიჩაიშვილი 6, მალაყმაძე 4, კონცელიძე 3, შაინიძე 3, ქავთარაძე 3, დიასამიძე 2, ქამადაძე 2, ნიკოლაიშვილი 2, კვასხვაძე 1, წიტაიშვილი 1, კუპრეიშვილი, ხინკილაძე
თელ: ლილუაშვილი, წვერიკმაზაშვილი – ვ. გიგაური 11, გ. სვიმონიშვილი 8, კაიშაური 4, იაგორაშვილი 3, გიორგელაშვილი 3, ნ. სვიმონიშვილი 2, გ. გიგაური 1, ჟამურაშვილი, ჩაბრაშვილი, ბაჩიაშვილი, ბიწკინაშვილი
მსაჯები: გ. სამყურაშვილი, ი. ჭკუასელი, დელეგატი: თ. თევზაძე
რუსთავი – გორი 28-31
რუს: ჯანგიძე, დავითაშვილი – მძელური 11, მენაბდიშვილი 4, თაბაგარი 3, მუქთიაშვილი 3, რ. შეყელაშვილი 2, კიკნაძე 2, მუმლაძე 2, გავაშელიშვილი 1, ბ. შეყელაშვილი, კახურაშვილი, ჩუბინიძე
გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – ტიელიძე 11, გაგლოშვილი 7, ახალბედაშვილი 4, ზუბიშვილი 3, ნიაზაშვილი 3, მჭედლიშვილი 2, მურადაშვილი 1, ტარუაშვილი, მამაცაშვილი, დალაქიშვილი
მსაჯები: გ. სამყურაშვილი, ი. ჭკუასელი, დელეგატი: ლ.გელაშვილი
—
გორი 6 ქულა (6 თამაშიდან), რუსთავი 4 (3), წყალტუბო 4 (3), თელავი 2 (4), აჭარა 0 (3)
—
17 აპრილი
12:00 წყალტუბო – რუსთავი
13:30 გორი – აჭარა