გოგონები ქალების წინააღმდეგ  

გრძელდება საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი ხელბურთში, სადაც ერთი ქართული და 5 აზერბაიჯანული კლუბი თამაშობს. 24-25 იანვარს ოლიმპიურ სასახლეში თბილისის ოლიმპიამ ორჯერ უმასპინძლა მეზობელი ქვეყნის შარშანდელ ჩემპიონს, აზერსუს. 

აზერსუმ ორჯერ მოიგო, 43-21, 40-17 და პირველ ადგილზეა, თუმცა, წლეულს ტიტული დასაცავი ექნება აზერიოლთან, რომელთანაც ამ სეზონში ერთი თამაში მოიგო და ერთხელ დამარცხდა. აზერსუ სეზონის დასაწყისში EHF თასზეც ასპარეზობდა და პოლონეთში ორჯერ დამარცხდა ზაგლებიესთან, 21-27 და 26-30. გუნდის შემადგენლობაში არიან გამოცდილი უცხოელები – უკრაინელი მეკარე სუმაროკა, რუსი ჩაპლიგინა, ბელარუსები: აზოლინა, მიხალკოვიჩი, აჰალაკოვა და სპასი.

ცხადია, მათთვის ოლიმპიას ახალგაზრდული კლუბის დამარცხება პრობლემა არ ყოფილა, თანაც ჩვენებს აკლდათ ორი საკვანძო მოთამაშე – ცენტრალური მცველი ჩირგაძე და ძირითადი ხაზის მოთმაშე თეთრაშვილი, რი გამოც დაცვაშიც პრობლემები გვქონდა, შეტევაშიც შეზღუდულები ვიყავით და სხვაობაც შესაბამისი გამოვიდა. მეორე მატჩის დასაწყისში ჩვენები ერთხანს თანაბრად ეთამაშნენ მეტოქეს, ხოლო პირველი მატჩის ყველაზე დასამახოვრებელი მომენტი მოხდა ბოლო წუთზე, როდეაც 16 წლის მარიამ დვალიშვილმა გოლი პირდაპირ ცხრამეტრიანიდან გაიტანა. მეორე თამაშში დებიუტი ჰქონდა 14 წლის სამტრედიელ გოგონას, თამარ ბურკაძეს.

ოლიმპიას ძირითადი ბირთვი, 11 მოთამაშე, რომელთა ასაკი 14-17 წელია, გოგონათა ნაკრების წევრია  და აგვისტოში თბილისში ჩვიდმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვს სათამაშო. კიდევ 5 ხელბურთელი 18-19 წლისაა და მათაც ევროპის ჩემპიონატი აქვთ ივლისში, ლიტვაში, ცხრამეტწლამდელებში. მათ გარდა ოლიმპიაში თამაშობს ეროვნული ნაკრების 3 ხელბურთელი – ჯავახია, ქიტესაშვილი და თეთრაშვილი და ყველა მათგანი ამ შეჯიბრებაში მონაწილეობით დიდ გამოცდილება იძენს, ისევე როგორც ჩვენი მსაჯები,  18 წლის ძმები კევლიშვილები, რომელთაც ხელბურთის ფედერაცია მალე EHF ახალგაზრდა არბიტრების პროგრამაში ჩართავს.

7-8 თებერვალს ოლიმპიას ბოლო ორი მატჩი აქვს საკუთარ მოედანზე, ლიდერთა სამეულის კიდევ ერთ წევრთან, ყარაბაღთან, სეზონს კი 6 გასვლით დაასრულებს ბაქოში. მათ შორის გადამწყვეტი იქნება მატჩები იდმან აკადემიასთან და განჯლარ ბირლიისთან. აქ წარმატების შეთხვევაში მეოთხე ადგილს შევინარჩუნებთ.

ხელბურთი. აზერბაიჯან-საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2018-19

24 იანვარი, ოლიმპიური სასახლე

ოლიმპია თბილისი – აზერსუ ბაქო 21-43

ოლ: ჯიქურაშვილი, ჯავახია – ჯგერენაია 8, ქიტესაშვილი 5,  ე. ჩხაიძე 4, დვალიშვილი 2, გოგია 1, კორძაია 1, ა. ჩხაიძე, სურგულაძე, ქებაძე, მ. ცინცაძე, ბჟალავა, მაჭარაშვილი, იაშვილი, ქ. ცინცაძე – მწვ. ორჯონიკიძე, პორტნოი, კომახიძე

აზ: სუმაროკა, მუსაევა – მიხალკოვიჩი 11, ჩაპლიგინა 8, ბარბაქაძე 7, მ. აბასოვა 4, აზოლინა 4, აჰალაკოვა 3, სპასი 3, ს. აბასოვა 2, რასულოვა 1, კალმიკოვა – მწვ. კამბური, ჰუსეინზადე   

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი, დელეგატი: ე. ამიროვი

25 იანვარი, ოლიმპიური სასახლე. ოლიმპია – აზერსუ 17-40

ოლ: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი – ქიტესაშვილი 7, ე. ჩხაიძე 4, ჯგერენაია 4, მაჭარაშვილი 1, დვალიშვილი 1, გოგია, ა. ჩხაიძე, სურგულაძე, კორძაია, ქ. ცინცაძე, ბურკაძე, მ. ცინცაძე, ბჟალავა, იაშვილი

აზ: სუმაროკა, მუსაევა – მიხალკოვიჩი 8, მ. აბასოვა 7, სპასი 6, აჰალაკოვა 5, ჩაპლიგინა 4, ბარბაქაძე 4, კალმიკოვა 4, აზოლინა 1, რასულოვა 1, ს. აბასოვა

მსაჯები: ე. ამიროვი – ო. ალიევი, დელეგატი: ლ. გელაშვილი

————————-თ—მ—ფ—წ—–ბ——ქ

აზერსუ—————12–11—0—1–437-248–22

აზერიოლი———–10—9—0—1–330-208–18

ყარაბაღი————–10–6—0—4–316-238–12

ოლიმპია————–12–3—1—8–282-407—7

იდმან აკადემიასი—10—2—1—7–242-333—5

განჯლარ ბირლიი—10—0—0–10–218-391–0

7-8 თებერვალი. თბილისი. ოლიმპია – ყარაბაღი

23-24 თებერვალი. ბაქო. აზერიოლი – ოლიმპია თბილისი

6-17 მარტიბაქო. იდმან აკადემია – ოლიმპია თბილისი

20-21 აპრილიბაქო. განჯლარ ბირლიი – ოლიმპია თბილისი

ყველა მატჩი: ოქტ. აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 44-18, ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 33-26, აზერსუ – ოლიმპია 46-17 – ოქტ. აზერსუ – ოლიმპია 34-21 – 13 ოქტ. განჯლარ ბირლიი – აზერსუ 21-51, აზერიოლი – ყარაბაღი 26-20 – 20 ოქტ. იდმან აკადემიასი – განჯლარ ბირლიი 36-25, აზერსუ – აზერიოლი 28-27 – 25 ოქტ. ოლიმპია – იდმან აკადემიასი 24-24 – 26 ოქტ. ოლიმპია – იდმან აკადემიასი 31-26 – 27 ოქტ. ყარაბაღი – აზერსუ 25-30 – 3 ნოე. აზერსუ – იდმან აკადემიასი 38-18, განჯლარ ბირლიი – ყარაბაღი 22-44 – 6 ნოე. აზერიოლი – იდმან აკადემიასი 38-18 – 10 ნოე. აზერიოლი – განჯლარ ბირლიი 40-13 – 14 ნოე. ყარაბაღი – იდმან აკადემიასი 38-20 – 24 ნოე. აზერსუ – განჯლარ ბირლიი 40-15, ყარაბაღი -აზერიოლი 19-26 – 8 დეკ. განჯლარ ბირლიი – იდმან აკადემიასი 30-32, აზერიოლი – აზერსუ 26-22, ყარაბაღი – ოლიმპია 33-23 – 9 დეკ. ყარაბაღი – ოლიმპია 42-18 – 20 დეკ. ოლიმპია – განჯლარ ბირლიი 37-28 – 21 დეკ. ოლიმპია – განჯლარ ბირლიი 30-27 – 23 დეკ. აზერსუ – ყარაბაღი 28-25, აზერიოლი – იდმან აკადამიასი 39-27 – 10 იან. ოლიმპია – აზერიოლი 21-33 – 11 იან. ოლიმპია – აზერიოლი 22-31, იდმან აკადემიასი – აზერსუ 15-37, ყარაბაღი -განჯლარ ბირლიი 37-19 – 24. იან. ოლიმპია – აზერსუ 21-43 – 25 იან. ოლიმპია – აზერსუ 17-40

Leave a Reply