გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს

17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა თელავში ტესტ მატჩი გამართა ყვარლის გუნდთან და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 30 ივლისიდან თბილისში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც სლოვენიას, ლიეტუვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

ტურნირი 5-13 აგვისტოს აზერბაიჯანში გაიმართება.

ახალგაზრდული ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply