ლეგიონერებისიახლეები
გიორგი დიხამინჯია კარიერას ლოვოსიცეში გააგრძელებს
25 წლის ქართველი ხელბურთელი გიორგი დიხამინჯია კარიერას ჩეხეთის კლუბ HK Lovci Lovosice-ში გააგრძელებს. მან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს ივლისიდან შეუერთდება.
გუნდი ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და წელს მესამე ადგილზე გავიდა, რის გამოც შემდეგ სეზონზე ევროპის ლიგაზე ითამაშებს. ლოვოსიცე 1956 წელს დაფუძნდა და ჩეხეთის ჩემპიონატის ექვსგზის პრიზიორი (2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და სამგზის თასის მფლობელია. აქამდე გუნდს ასევე უასპარეზია ევროპის და ჩელენჯზე თასებზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი დიხამინჯია წელს გერმანულ კლუბ TSG Lüebbenau-ში ასპარეზობდა და წინა სეზონში ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის ახალ კლუბში
HK Lovci Lovosice
ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava