ბუნდესფავორიტის შავი დღეები
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ბარსელონამ ბოლო წუთებზე გადაარჩინა მატჩი შვედურ კრისტიანსტადთან, ხოლო ყველაზე სახელოვანი გერმანული გუნდი, კილი 21-32 განადგურდა პოლონეთში, კელცესთან.
2 ტური. ვიდეომიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-09-24-rewind-episode-02
ბარსელონა შინ, მატჩის დასრულებამდე სამნახევარი წუთით ადრე 27-29 აგებდა შვედურ კლუთან, თუმცა, ამის შემდეგ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა კაპიტანმა ვიქტორ ტომასმა, ბოლოს კი სლოვენიელმა იურე დოლენეცმა საბოლოო წერტილი დაასვა – 31-29.
ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული და ბუნდესლიგის ოცგზის ჩემპიონი, კილი საშინელ კრიზისშია. სეზონის დაწყებიდან გუნდმა 8 მატჩი გამართა და ხუთში დამარცხდა – სამჯერ გერმანიის ჩემპიონატში და ზეიზე მეორედ, ლიგაზე – ამჯერად გუნდი 21-32 განადგურდა კელცეში, რომლის ვეტერანმა, კაროლ ბელეცკიმ 8 გოლი გაიტანა.
სხვა ფავორიტებიდან მეორე გამარჯვებები მოიპოვეს მოქმედმა ჩემპიონმა, ვარდარმა, პარი სენ-ჟერმენმა და ვესპრემმა. მესამე ტური ოთხშაბათს იწყება.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი.
მეორე ტური, 20-24 სექტემბერი
A ჯგუფი: ვარდარი 4, რაინ-ნეკარი 3, ბარსელონა 3, სეგედი 2, ნანტი 2, კრისტიანსტადი 1, ზაგრები 1, ვისლა 0
რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 31-27
ბაენა, ტოლბრინგი 6, რაინკინდი 5 – დაშეკი 6
ვარდარ სკოპიე (მკდ) – ნანტი (საფ) 27-23
ფერეირა 6, კრიშტოპანსი 5 – ბალაგერი, გურბინდო, ო. ნიოკა 4
ბარსელონა (ესპ) – კრისტიანსტადი (შვდ) 31-29
რივერა 9, სიპრჟაკი 5, ტომასი 4 – სორენსენი 6,
ზაგრები (ხორ) – სეგედი (უნგ) 23-28
მრაკოვჩიჩი, ვუგლაცი 5 – ბალოგი 8, ბუნტიჩი 5, გორბოკი 4
B ჯგუფი: ვესპრემი 4, პსჟ 4, კელცე 2, ფლენზბურგი 2, ოლბორგი 2, მეშკოვ ბრესტი 2, ცელიე 0, კილი 0
ვესპრემი (უნგ) – ფლენზბურგი (გერ) 28-27
ლეკაი 9, ნადი 8 – ვანე 5, მოგენსენი, სვანი, ჰ. ტოფტი 4
ოლბორგი (დან) – ცელიე (სლნ) 32-20
პ.ლარსენი 8, პედერსენი 6 – მლაკარი 14
პარი სენ-ჟერმენი (საფ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 32-28
გენსჰაიმერი 7, საგოსენი 6, რემილი 5 – კულაკი, სტიკოვიჩი 5
კელცე (პოლ) – კილი (გერ) 32-21
ბელეცკი 8, დუიშებაევი, მ. იურეცკი 4 – დამკე 6, ეკბერგი, ვინჩეკი 4
** გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი: სკიერნი 4, ველენიე 4, შაფჰაუზენი 2, ლეონი 2, ელვერუმი 0, დინამო ბუკურეშტი 0
ელვერუმი (ნორ) – სკიერნი (დან) 27-32
დინამო ბუკურეშტი (რუმ) – ველენიე (სლნ) 26-27
ლეონი (ესპ) – შაფჰაუზენი (შვც) 29-28
D ჯგუფი: მოტორი 4, მონპელიე 24, ბეშიქთაში 2, სპორტინგი 2, მეტალურგი 0, ჩეხოვსკიე მედვედი 0
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – მონპელიე (საფ) 24-28
სანტალოვი 5 – პორტი 8, გიგუ 7, დ. სიმონეტი 4
მეტალურგ სკოპიე (მკდ) – ბეშიქთაში (თურ) 27-31
სპორტინგი (პორ)- მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 23-31
** 1-2 ადგილები მერვედფინალში გასასვლელად ერთმანეთს ეთამაშებიან: C1-D2, D1-C2
მესამე ტური: 27 სექტემბერი – 1 ოქტომბერი