ბრძოლა ფინალური ოთხეულისთვის

სპორტკომპლექს არენაში განახლდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. 8-11 აპრილს 8 გუნდი 4-4 მატჩს ითამაშებს, რის შემდეგაც გამოვლინდება ფინალური ოთხეული. ჯერჯერობით ლიდერობს ყვარელი, რომელსაც 4 მატჩიდან 8 ქულა აქვს. 

ყვარლელებმა დღეს 39-27 დაამარცხეს წყალტუბოს პრომეთე.  6-6 ქულა აქვთ  ქვეყნის ჩემპიონ ქარიშხალას, ბრინჯაოს პრიზიორს, ფოთის ოქროს ვერძსა და სამტრედიას.

ფოთმა 26-12 დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი მამული. პეგასმა საკმაო ჩამორჩენის შემდეგ მეორე ტაიმში გაუთანაბრა ანგარიში სამტრედიას, მაგრამ დაბოლოება მაინც დასავლურმა გუნდმა მოიგო, 31-23.

ყველაზე დაძაბული იყო აჭარისა და ქარიშხალას მატჩი. ორივე გუნდს 4-4 ქულა ჰქონდა. აჭარა 0-5 ჩამორჩა, მაგრამ 47-ე წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, 24-24. ქარიშხალამ ბოლო 10 წუთში გარდატეხა თამაში – 35-29.

ხვალ, 12 საათიდან არენაში თამაშობენ: მამული – სამტრედია, აჭარა – ყვარელი, წყალტუბო – ქარიშხალა, პეგასი – ფოთი. ფინალური ოთხეულის მატჩები 22-23 მაისსაა დანიშნული თბილისში. 

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. 8-11 აპრილი, არენა 2

8 აპრილი. ქარიშხალა – აჭარა 35-29

ქარ: არაბაჯევი – ა.ჩხაიძე 12, ქ. ცინცაძე 10, მ. ცინცაძე 7, ი. ჩხაიძე 4, ხმელაძე 2, ციცქიშვილი, კირვალიძე

აჭ: ქარჩავა – დვალიშვილი 12, ქამაშიძე 6, ცივნარიძე 5, აიოზბა 3, კომახიძე 3, კოჩალიძ, საფარიძე

სამტრედია – პეგასი 31-23

სამ: კოპალეიშვილი – ბურკაძე 10, რუსია 8, ფოცხვერია 7, ტყეშელაშვილი 4, ესაკია 2, კარტოზია, ჩხაიძე, ჩოგოვაძე, ზაქარეიშვილი

პეგ: ჯიქურაშვილი – ჩხაიძე 10, კორძაია 5, სვანიძე 3, აბაშვილი 2, ქებაძე 1, ლუკავა 1, დადვანი 1, ტარტარაშვილი, ჩოგოვაძე, ნეფარიძე, მაკარაშვილი

ფოთი – მამული 26-12

ფოთ: ჯავახია, ფიფია – ჯგერენაია 10, გოგია 8, სურგულაძე 3, კობახია 3, ნ. რურუა 1, კუპრიევა 1, ბჟალავა, თ. რურუა, ბაირამიდი

მამ: გორჯოლაძე – შახულოვი 4, იაშვილი 3, ბერიკაშვილი 2, ქობალია 1, ჩუხატურიანი 1, ველიჯანაშვილი 1. მურჯიკნელი, ჯოხაძე, ქარცივაძე

ყვარელი – წყალტუბო 39-27

ყვ: ამონაშვილი – ქიტესაშვილი 15, სურამლიშვილი 7, თეთრაშვილი 4, მიხელიძე 4, ფუღიაშვილი 4, თავღორიშვილი 3, აფციაური 1, იოსებაშვილი 1, მ. ტეტოშვილი, სმოიანი, კოკორაშვილი

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი, სილაგაძე – ლაღაძე 8, ჯიშკარიანი 7, კეკუტია 4, ფანცხავა 4, დარსაველიძე 2, ბენდელიანი 1, ხეცურიანი 1

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი- ზ. აბრამიშვილი

8 აპრ.         გატ-გაშ  
ყვარელი 4     4   0   0 168-129 8  
ფოთი 4     3   0   1 87-62 6  
ქარიშხალა 4     3   0   1 161-142 6  
სამტრედია 4     3   0   1 86-71 6  
აჭარა 4     2   0   2 83-82 4  
პეგასი 4     1   0   3 135-152 2  
წყალტუბო 4     0   0   4 72-109 0  
მამული 4     0   0   4 120-165 0  

 

 

 

 

 

 

 

 

9 აპრილი

12:00 მამული – სამტრედია

13:30 აჭარა – ყვარელი

15:00 წყალტუბო – ქარიშხალა

16:30 პეგასი – ფოთი

10 აპრილი

12:00 ფოთი – ქარიშხალა

13:30 მამული – წყალტუბო

15:00 სამტრედია – ყვარელი

16:30 აჭარა – პეგასი

11 აპრილი

12:00 სამტრედია – ქარიშხალა

13:30 ფოთი – ყვარელი

15:00 აჭარა – მამული

16:30 წყალტუბო – პეგასი

ფინალური ოთხეული: 22-23 მარტი

Leave a Reply