ბრაგამ ორი მოგებით დაასრულა

პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი ნახევარი ქართველი ხელბურთელის, ერეკლე არსენაშვილის ბრაგამ ორი მოგებით დაასრულა და ქვეყნის თასის მერვედფინალშიც გავიდა.

არსენაშვილმა განსაკუთრებით გამოიჩნა თავი სტუმრად, სანჟოანენსესთან მოგებულ მატჩში (31-21), რომელშიც 8 გოლი გაიტანა, ამის შემდეგ კი კლუბმა შინ 27-21 დაამარცხა ვიტორია, რაშიც ქართველი ხაზის მოთამაშის 5-გოლიანი წვლილიც იყო. 

ჩემპიონატის 14 მატჩში არსენაშვილს 52 გოლი აქვს გატანილი, ბრაგა კი 30 ქულით (7 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება) მეექვსე ადგილზეა. ჩემპიონატს ბრაგა 30 იანვარს განაახლებს ბოა ჰორასთან მატჩით, თებერვალში კი მეორე  წრეც დაიწყება და 2 ივნისს უნდა დასრულდეს.

ბრაგა ბრძოლას პორტუგალიის თასისთვისაც აგრძელებს. 1/16 ფინალში კლუბმა სტუმრად 35-19 მოუგო ესპინიოს. 22 წლის არსენაშვილს მეორე სეზონი აქვს პორტუგალიურ კლუბში, იქამდე კი 2 სეზონი საბერძნეთში თამაშობდა.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1) – 1. პორტუ 45 ქულა (15თამაში), 2. სპორტინგი 40 (14), 3. ბენფიკა 37 (13), 4. ბელენენსეში 31 (14), 5. მადეირა 30 (13), 6. ბრაგა 30 (14), 7. აგუაშ სანტაში 29 (11), 8. ავანკა 26 (16), 9. პოვოა 25 (12), 10. ვიტორია 23 (14), 11. ბოა ჰორა 22 (15), 12. სანჟოანენსე 21 (14), 13. ჰორტა 20 (13), 14. მაია-ისმაი 19 (13), 15. გაია 15 (11), 16. ბოავიშტა 15 (13)