ბაღის და დაწყებითი კლასების სემინარები

ევროპის ხელბურთის ფედერაციასა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში არენა 2-ის სპორტ კომპლექსში ჩატარდა სემინარი საბავშვო ბაღის და დაწყებითი სკოლების პედაგოგებისათვის.

ძირითადი მიზანი იყო, რომ მასწავლებლები გაცნობოდნენ ისეთ სახალისო სპორტულ აქტივობებს, რომელიც მოიცავს ხელბურთის ელემენტებს და გამოიყენებდნენ თავიანთ ბაღებსა თუ სკოლებში.

სემინარის ჩასატარებლად ევროპის ხელბურთის ფედერაციიდან ნომინირებული იყო პორტუგალიელი ექსპერტი  ლეუიზა ესტრიგა. 

სემინარი, რომელიც მიმდინარეობდა 7 და 8 ოქტომბერს, განხორციელდა ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მეთოდკომისიის და საქართველოს სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის სპეციალისტების მონაწილეობით. სემინარის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს დაესწრო 23 მონაწილე, რომლებიც წარმოადგენდნენ საბავშვო ბაღებსა და სკოლების დაწყებითი კლასების პედაგოგებს.

  • საერთაშირისო ტურნირები
    MEN’S EHF EURO 24

Leave a Reply