ბარსელონა, ვარდარი და კელცე ლიდერობენ

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის სამი ტურის შემდეგ 6-6 ქულით ლიდერობენ მოქმედი ჩემპიონი, პოლონეთის კელცე, ბარსელონა და სკოპიეს ვარდარი. ოთხშაბათიდან მე-4 ტური იწყება, ამ კვირაშივე დაიწყება ქალთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპი.

მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2016-10-09-rewind-episode-03

მესამე ტურის მთავარი მატჩი გაიმართა გერმანიის ქალაქ ფლენზბურგში, სადაც 2014 წლის ჩემპიონი, ფლენზბურგი 27-28 დამარცხდა 2015 წლის გამარჯვებულ ბარსელონათან (27-28), სადაც ყველაზე ძლიერად ითამაშეს ტუნისელმა ვაელ ჟალუზმა (8 გოლი) და მაკედონიელმა მეკარემ, ბორკო რისტოვსკიმ.

2016 წლის ჩემპიონმა, პოლონეთის კელცემ უნგრეთში დაამარცხა სეგედი – 29-27, ხოლო ვარდარმა სლოვენიაში მოუგო ცელიეს – 32-26. ტურის მოულოდნელობათაგან, გერმანიის ჩემპიონი, რაინ-ნეკარი ბელარუსში დამარცხდა მეშკოვ-ბრესტთან – 28-30.

ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები ჯგუფური ეტაპი, 3 ტური, 5-9 ოქტომბერი

A ჯგუფი

ფლენზბურგი (გერ, 3 ქულა) – ბარსელონა (ესპ, 6) 27-28

გლანდორფი 8, ეგერტი 6 – ჟალუზი 8, ლაზაროვი 4

ვისლა პლოცკი (პოლ, 1) – ვესპრემი (უნგ, 4) 28-28

ივიჩი 8, როშა 5 – პალმარსონი 8, სულიჩი 7, ლეკაი 4

შაფჰაუზენი (შვც, 0) – პსჟ (საფ, 4) 25-35

შიბა 6, ლინიგერი 5 – გენსჰაიმერი 7, ჰანსენი, ნილსენი 5

სილკებორგი (დან, 2) – კილი (გერ, 4) 25-28

ესპერსენი, ჰანსენი 6 – ბილიკი, ნილსონი 7, სანტოსი, ვინჩეკი 4

B ჯგუფი

კრისტიანსტადი (შვდ, 2) – ზაგრები (ხორ, 0) 29-22

ლაგერგრენი 9 – მანდალინიჩი 5

მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 2) – რაინ ნეკარი (გერ, 3) 30-28

კრიშტოპანსი 7, სტოიკოვიჩი 6 – ეკდალი 11, შმიდი 6

სეგედი (უნგ, 3) – კელცე (პოლ, 6) 27-29

ბალოგი 5 – ლიევსკი 6. ბელეცკი 5, აგინაგალდე, შტრლეკი 4

ცელიე (სლნ, 2) – ვარდარ სკოპიე (მკდ, 6) 26-32

მლაკარი, პოტეკო 5 – მარსენიჩი 6, დიბიროვი 5

A-B ჯგუფების გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი

ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 4) – მეტალურგ სკოპიე (მკდ, 2) 25-21

ლა რიოხა (ესპ, 5) – ტატრან პრეშოვი (სლკ, 2)  33-27

ელვერუმი (ნორ, 3)- მონპელიე (საფ, 2) 32-31         

ჯგუფი

ნანტი (საფ, 5) – ბრაგა (პორ, 2) 35-33

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 3) – ჰოლსტებრო (დან, 1) 34-28

დინამო ბუკურეშტი (რუმ, 4) – ბეშიქთაში (თურ, 3) 26-26

C, D ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ეთამაშება ერთმანეთს (C1-D2, D1-C2), მერვედფინალში გასასვლელად

Leave a Reply