ბათუმი ჩელენჯ კაპს გამოეთიშა
ბათუმის ხელბურთის კლუბი „შავი ზღვის ბიჭები“ ევროტურნირებს მეთექვსმეტედფინალის სტადიაში გამოეთიშა. ჩელენჯ კაპზე მოასპარეზე საქართველოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ბოსნიაში ორჯერ დამარცხდა „ზრინსკი მოსტართან“ – 17-47 და 32-42.
ბათუმელებმა ახალი სეზონისთვის შემადგენლობა განაახლეს, თუმცა, ეს მათი პირველი ოფიციალური მატჩები იყო სეზონში. პირველ თამაშში მოსტარის გუნდი თავიდანვე დაწინაურდა, საუკეთესოდ ითამაშა ორივე მეკარემ, ანჯელიჩმა და ძიდიჩმა, ხოლო ყველაზე შედეგიანი იყო 19 წლის ფილიპ ვისტოროპი (8 გოლი), რომელიც აგვისტოში თბილისში, ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატში თამაშობდა ხორვატიის ნაკრების შემდადგენლობაში. ბათუმელთგან საუკეთესო იყო ამავე ჩემპიონატის მონაწილე ლუკა ბულბულაშვილი (5). მოსტარმა 47-17 (21-7) მოიგო.
მეორე მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 17-17 მორჩა, მაგრამ მეორეში მასპიძნლებმა მაინც მოახერხეს ათბურთიანი უპირატესობის მოპოვება შესვენების შემდეგ – 42-32 და მერვედფინალში გავიდნენ. „შავი ზღვის ბიჭების“ ოთხმა ახალწვეულმა – სტურუამ, ხაჟომიამ, თევზაძემ და ბულბულაშვილმა ჯამში 22 გოლი გაიტანა.
ჩელენჯ კაპზე ასპარეზობს კიდევ ერთი ქართველი ხელბურთელი. ვლადიმერ რუსიას ახალმა კლუბმა, ლუქსემბურგის „რედ ბოიზ დიფერდანჟმა“ პირველ წრეში ლიტვის კაუნო-აზუოლასი გამოთიშა, ხოლო მეთექვსმეტედფინალში ორჯერ მოუგო ბულგარეთის „დობრუჯას“ – 43-23 და 36-26. რუსიამ პირველ მატჩში 1 გოლი გაიტანა, მეორეში – ორი. მერვედფინალი უკვე 2018 წელს გაიმართება.
ხელბურთი. ჩელენჯ კაპი 2017-18, კაცები
მეთექვსმეტედფინალი. 18-19 ნოემბერი, მოსტარი (ბოს)
შავი ზღვის ბიჭები (ბათუმი) – ზრინსკი მოსტარი (ბოსნია) 17-47
ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – ბულბულაშვილი 5, გოგოლაძე 4, აბრამიშვილი 2, ხაჟომია 2, ბერძენიშვილი 1, ყაველაშვილი 1, სტურუა 1, სურმავა 1, თევზაძე, ქარდავა – მწვ. მჟავანაძე, ჭანტურია
მოს: ანჯელიჩი, ძიდიჩი, კოზინა – ვისტოროპი 8, ბოშკოვიჩი 7, დელიჩი 7, ბაბიჩი 5, დოკო 5, ივანოვიჩი 4, კორდიჩი 2, კოჟული 2, მარიჩი 2, ორლოვიჩი 2, შოლიჩი 2, შუნიჩი 1 – მწვ. მედიჩი, გარმაზი
ზრინსკი მოსტარი (ბოსნია) – შავი ზღვის ბიჭები (ბათუმი) 42-32
მოს: ანჯელიჩი, ძიდიჩი, კოზინა – ვისტოროპი 7, ბოშკოვიჩი 7, დელიჩი 5, ივანოვიჩი 4, კოჟული 4, დოკო 3, კორდიჩი 3, მარიჩი 3, შოლიჩი 3, ბაბიჩი 1, ორლოვიჩი 1, შუნიჩი 1
ბათ: ცერცვაძე – სტურუა 7, ხაჟომია 6, თევზაძე 6, აბრამიშვილი 5, ბულბულაშვილი 3, გოგოლაძე 2, ბერძენიშვილი 1, სურმავა 1, ქარდავა 1, ყაველაშვილი
მსაჯები: ი. ბიუტუჩი, ს. კასაპი (კოსოვო), დელეგატი: ე. ბესლია (მონტენეგრო)