ბათუმი ლიდერს დაეწია

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, ლიდერი, ქუთაისი 29-36 დამარცხდა სტუ-ქარიშხალასთან, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა კი 27-25 მოუგო თელავის იმედს და ლიდერს დაეწია. ორივე გუნდს 18-18 ქულა აქვს, მათ ქულით ჩამორჩება სტუ-ქარიშხალა.

სტუ-ს ამ ტურზე დაემატა ორი მოთამაშე, სტურუა და ბულბულაშვილი. ქუთაისი თავიდანვე ჩამორჩა, მას შემდეგ რაც ქარიშხალას მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ მეტოქეს მკაცრი დაცვა და შეტევაში ძალიან სწრაფი გადასვლა შესთავაზა. გამთამაშებელ შალვა სტურუას წინამძღლობით სტუ მე-12 წუთზე 11-1 დაწინაურდა, ქუთაისის ლიდერს, გამზარდიას ტაიმის ბოლოს სულ 1 გოლი ჰქონდა გატანილი, ქუთაისს არ გამოუვიდა არც შორიდან დარტყმები, ვერც ექვსმეტრიან ხაზზე, ჯუღელის მისამართით გამიზნული გადაცემები და ნახევარი თამაში 10-21 წააგო.  სტურუას გარდა ქარიშხალაში გამოირჩეოდნენ მამულაშვილი, მეკარე ხანდოლიშვილი და ჯორბენაძე, ვინც შეტევაში ძალიან ზღუდავდა გამზარდიას.

შესვენების შემდეგ ალექსანდრე ბოყოჩაძემ პერსონალურად ააყვანინა სტურუა, გაააქტიურა დაცვა, კარში კი გიგა ტორონჯაძე ჩააყენა. გამზარდიასაც გამოუვიდა ინდივიდუალური გარღვევები, შედეგად, მე-45 წუთისთვის სხვაობა შემცირდა (22-26) და კიდევ რამდენჯერმე დავიდა 4 გოლამდე, მაგრამ გადამწყვეტ   მომენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა მამია კობახიძემ და სტუ-მ 36-29 მოიგო. 

ბათუმი მთელი თამაში უგებდა თელავის იმედს (13-11 შესვენებაზე), მაგრამ იმედი მუდმივად ბრძოლაში იყო და მეტოქე წინ 5 ბურთზე მეტით არ გაუშვია. ბათუმელთა პივოტი გრიშიკაშვილი  რეგულარულად ჯობნიდა მცველებს, გიორგი კობახიძე კი უშეცდომოდ ურტყამდა შვიდმეტრიანებს. საქართველოს ჩემპიონი დასრულებამდე 5 წუთით ადრე 26-22 იგებდა, მაგრამ ზედიზედ სამი გოლი შეაგდო ამირან აბჟანდაძემ (25-26), ხოლო ბოლო შეტევაში ვეტერანმა გიორგი წივწივაძემ 6 მეტრიდან გატანა და ბათუმმა 27-25 მოიგო.  

პირველი თამაში  მოიგო გორმა, 40-32 დაამარცხა სამტრედია და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. პეგასმა 53-27 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს და ფინალურ ოთხეულში გამსვლელ მეოთხე ადგილზეა. 14 მარტს სპორტკომპლექს არენაში 4 მატჩია, მათ შორის მთავარი, პეგასი-ქუთაისი 16:45 საათზე დაიწყება. თამაშების ცოცხლად ხილვა შეგიძლიათ ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

11 ტური. არენა 2, 13 მარტი

იმედი თელავი – BSB ბათუმი 25-27

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – იობაშვილი 8, აბჟანდაძე 4, ბაინაზიშვილი 3, გ. გიორგაძე 2. მიქავა 2, ყორიაული 2, დოლმაზაშვილი 2, ცისკარიშვილი 1, გოგუა 1, ცხვარაშვილი, კორსანტია 

ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – გ. კობახიძე 8, გრიშიკაშვილი 4, აბრამიშვილი 4, სურმავა 3, ბერძენიშვილი 2, გოგალაძე 2, წივწივაძე 2,  ქარდავა 1, გოგოლაძე 1, ყაველაშვილი

ქუთაისი – სტუ-ქარიშხალა 29-36

ქუთ: ცერცვაძე, ტორონჯაძე – გამზარდია 11, რუსტამოვი 6, ჯუღელი 3, ჭელიძე 3, მათნაძე 2, სიმონია 2, მერკვილაძე 1, უ. კობახიძე 1, ალანია

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – სტურუა 9, მამულაშვილი 7, მ. კობახიძე 7, არსენაშვილი 6, ბულბულაშვილი 3, ჯორბენაძე 2, გ. ფერაძე 2

გორი – სამტრედია 40-32

გორ: ვათიაშვილი – ტარუაშვილი 10, ახალბედაშვილი 9,  დალაქიშვილი 8,  ტიელიძე 5, გაგლოშვილი 5, ზუბიაშვილი 2, ნიაზაშვილი 1, ტ. მჭედლიშვილი, მ. მჭედლიშვილი, ტურაშვილი

სამ: შველიძე – ნიკურაძე 9, ხაჟომია 8, ზურაბიანი 5, თევზაძე 3, ძნელაძე 3, ცხვარაძე 2, სხვიტარიძე 2, დემეტრაშვილი

წყალტუბო – პეგასი 27-53

წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე – ბ. გიორგაძე 10, ხელაძე 8, დარსაველიძე 4, მ. გველესიანი 3, მეტონიძე 2, შვანგირაძე, ბენიძე, გოგიძე, ბაბუნაშვილი

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – გ. დიხამინჯია 11, ცხოვრებაძე 10, კაჭკაჭაშვილი 9, ბაძაღუა 6, კუხალაშვილი 6, ლაპიაშვილი 5, ნ. კევლიშვილი 4, ბულია 2, თ. კევლიშვილი

მსაჯები: რ. პერეპელიცა-ა.ნოვიკოვი (უკრ)

ა. კოვალჩუკი-ი. კოვალჩუკი (მლდ)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ

BSB ბათუმი——–11—9—0—2–417-316-18

ქუთაისი————11—9—0—2–401-346-18

სტუ-ქარიშხალა—-11—8—1—2–371-315-17

პეგასი—————11—6—1—4–411-350-13

იმედი თელავი—–11—5—1—5–335-305-11

სამტრედია———11—3—0—8–367-415–6

გორი—————-11—1—1—9–390-450–3

წყალტუბო———11—1—0–10–335-530–2

4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

12 ტური14 მარტი

11:30 BSB ბათუმი – გორი

13:15 სამტრედია – იმედი თელავი

15:00 სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო

16:45 პეგასი – ქუთაისი

13 ტური, 15 მარტი

11:30 წყალტუბო – იმედი თელავი

13:15 გორი – ქუთაისი

15:00 სამტრედია – სტუ-ქარიშხალა

16:45 პეგასი – BSB ბათუმი

14 ტური, 16 მარტი

11:30 წყალტუბო – გორი

13:15 სამტრედია – პეგასი

15:00 ქუთაისი – იმედი თელავი

16:45 BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა

15-17 ტურები, დასავლეთი: 1-3 აპრილი, ქუთაისი

15-17 ტურები, აღმოსავლეთი: 4-6 აპრილი, თბილისი

18-21 ტურები, საერთო: 24-27 აპრილი, თბილისი

ფინალური ოთხეული: 8-9 მაისი, თბილისი

Leave a Reply