ბათუმი და ქუთაისი კვირას თამაშობენ  

საქართველოს ჩემპიონატზე მესამე გამარჯვება მოიპოვა ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“. ხვალ ლიდერთა მატჩია, ბათუმი – ქუთაისი.  

მესამე დღის პირველ თამაშში ფოთის ოქროს ვერძი თავიდან უგებდა წყალტუბოს პრომეთეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს ჩამორჩა (11-15) და მეორეში შანსი აღარ ჰქონია – როგორც ჩანს, ფოთელებმა წინადღით ქარიშხალას დამარცხებას ძალიან დიდი ენერგია შეალიეს. წყალტუბომ პირველი 2 ქულა ჩაიწერა, 26-22.

ქუთაისმა ტაიმი 28-10 მოუგო ქარიშხალას, მეორეში კი სხვაობა თითქმის გაორმაგა, 54-20. ქუთაისს, ისევე როგორც ბათუმს, მშვენიერი მოთელვა გამოუვიდა ხვალინდელი ურთიერთშეხვედრის წინ.

ბათუმის ძირითადმა შემადგენლობამ თამაშის ნახევარი 23-8 მოუგო სამტრედიას, რომელმაც პირველად ითამაშა ახალ სეზონში. მეორე ნახევარში, სამტრედიელებმა, ბათუმელთა ახალგაზრდული შემადგენლობის წინააღმდეგ, სხვაობა შეამცირეს 25-38, მოგებულთა შორის კი 9 გოლით ყველაზე შედეგიანი იყო 16 წლის მარჯვენა გარემარბი, დავით ფარტენაძე.

ხვალ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 12 საათზე სამტრედია და ქარიშხალა თამაშობენ, 14 საათზე კი ლიდერთა მატჩია.

ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი და ჩანაწერი იხილეთ ხელბურთის ფედერაციის არხზე:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2020-21

უმაღლესი ლიგა, კაცები

თბილისის ოლიმპიური სასახლე, 12 დეკემბერი

ფოთი – წყალტუბო 22-26

ფოთ: ცერცვაძე; ალანია 9, ჟვანია 5, მელივა 4, ბჟალავა 2, დიდია 1, ბერაია 1, სიორდია

წყ: სილაგაძე – ი. ქაშიბაძე 10, ფანცხავა 8, გველესიანი 5, ასათიანი 2, კირთაძე 1, მუკბანიანი, აფხაძე

მსაჯები: გ.გველესიანი, თ. ბჟალავა; დელეგატი ლ. გელაშვილი

ქარიშხალა – ქუთაისი 20-54

ქარ: ქირია, ბაიდაური, ალიევი – გ. მუკბანიანი 7, ლ. მუკბანიანი 3, ბეინაშვილი 2, ჩაფიძე 2, მიხელიძე 2, გურასპაული 2, ფანჩვიძე 1, შარიფაშვილი 1, ძაგნიძე

ქუთ: რუხაძე, მაისურაძე – მერკვილაძე 11, სურმავა 9, სიმონია 6, სტურუა 6, გამზარდია 5, ფერაძე 5, ლომიძე 3, ხაჟომია 3, ჯუღელი 3, გოგოლაძე 3

მსაჯები: თ. ბჟალავა, ნ. კევლიშვილი, დელეგატი გ. ბროლაძე

BSB ბათუმი – სამტრედია 38-25

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – ფარტენაძე 9, აბრამიშვილი 5, ლაპიაშვილი 5, გიორგაძე 5, ახალბედაშვილი 4, კაკულია 3, ბაინაზიშვილი 2, მსხვილიძე 1, ბერძენიშვილი 1, მაისურაძე 1, ცხადაია 1, თურმანიძე 1

სამ: ჩხიკვაძე, გოგუა – გ. ხელისუფალი 12, ადამია 6, ხომერიკი 4, აფრიდონიძე 3, დ. ხელისუფალი, კიკაბიძე, ხონელიძე, ბერიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, დელეგატი ლ. მარგიანი

———————თ—მ—ფ—წ——ბ——ქ

BSB ბათუმი——3—3—0—0–116-59—6

ქუთაისი———-2—2—0—0—96-47—4

ფოთი————-3—1—0—2—71-91—2

წყალტუბო——-3—1—0—2—72-89—2

ქარიშხალა——-3—1—0—2—74-115–2

სამტრედია——-1—0—0—1—25-38—0

პეგასი————-1—0—0—1—27-42—0

13 დეკემბერი

12:00 ქარიშხალა – სამტრედია

14:00 BSB ბათუმი – ქუთაისი

// 10 დეკემბერი

ქარიშხალა – წყალტუბო 27-26

BSB ბათუმი – ფოთი  38-14

პეგასი – ქუთაისი 27-42

11 დეკემბერი

BSB ბათუმი – წყალტუბო 40-20

ქარიშხალა – ფოთი 27-35

Leave a Reply