აჭარის დამაჯერებელი გამარჯვება
საქართველოს ჩემპიონი ხელბურთში, უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის გახდა აჭარის გუნდი, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში 21-11 დაამარცხა პეგასი. ბრინჯაოს მედლები ფოთის ოქროს ვერძმა მოიპოვა.
20 მაისი, გლდანი. ზუგდიდი – ქარიშხალა 8-5, ფოთი – პეგასი 8-10, ზუგდიდი – რუსთავი 13-3, აჭარა – ქარიშხალა 14-3, ქუთაისი – რუსთავი 9-7, ფოთი – ქარიშხალა 13-3, აჭარა – პეგასი 21-11
ჩემპიონატის ბოლო დღე დაიწყო იმით, რომ ზუგდიდმა 8-5 დაამარცხა ქარიშხალა და მესამე ადგილის შანსი შეინარჩუნა, თუმცა, მცირე ხნით – პეგასმა მძიმე ბრძოლაში, ბოლო წუთებზე დაამარცხა ფოთი, 10-8 და პრიზიორთა სამეული გაირკვა: ფოთი მესამე ადგილზე დარჩა, პეგასი და აჭარა კი ურთიერთშეხვედრაში გაარკვევდნენ ჩემპიონის ვინაობას.
აჭარამ (მწვ. ი. სიხარულიძე, ზ. ურუშაძე) დამაჯერებლად, 21-11 მოიგო, გივი ზაქარაძემ 11 გოლი გაიტანა, გუნდმა კი სეზონში თერთმეტივე მატჩი მოიგო, ყველაზე მეტი გაიტანა, ყველაზე ნაკლები გაუშვა და ჩემპიონი ულაპარაკოდ გახდა. ეს კლუბის მეორე ტიტულია გოგონათა შარშანდელ ჩემპიონატში გამარჯჯვების შემდეგ.
მეორე ადგილზე გავიდა პეგასი (ტ. კალანდაძე, გ. სახვაძე), რომელმაც პირადი მოგებით აჯობა ფოთის ოქროს ვერძს (თ. ჭანტურია, დ. გეფერიძე). ორივე კლუბი ახალგაზრდული ხელბურთის აღიარებული კერაა და მათთვის პრიზიორობა და ჩემპიონობა უცხო ხილი არაა, სასიამოვნო სიურპრიზი კი გახლდათ ზუგდიდის გუნდის (ლ. გრიგოლია, ნ. ფარცვანია) მეოთხე ადგილი.
ამგვარად, დასრულდა საქართველოს ჩემპიონატები ოთხივე ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც ტიტულები ოთხმა სხვადასხვა კლუბმა მოიპოვა – აჭარის გარდა, უფროსი ასაკის ჭაბუკებში პირველი იყო პეგასი, 17-წლამდელ გოგონათა ტურნირი მოიგო ფოთმა, ხოლო 15-წლამდელების – ყვარელმა.
საშინაო სეზონის დასკვნითი შეჯიბრება კი იქნება ქალთა და კაცთ უმაღლესი ლიგების ფინალური ოთხეულის ტურნირები – 22 და 23 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 15 წლამდე (2004-05)
საერთო ტური, გლდანი, 17-20 მაისი
20 მაისი
ზუგდიდი – ქარიშხალა 8-5
ფოთი – პეგასი 8-10
ზუგდიდი – რუსთავი 13-3
აჭარა – ქარიშხალა 14-3
ქუთაისი – რუსთავი 9-7
ფოთი – ქარიშხალა 13-3
აჭარა – პეგასი 21-11
მსაჯები: ა. ჩხაიძე – თ. ქიტესაშვილი, ზ. აბრამიშვილი – ი. გოგოლაძე
საბოლოო | თ | მ | ფ | წ | გატ-გაშ | ქ | ||||||
აჭარა | 11 | 11 | 0 | 0 | 220-74 | 22 | ||||||
პეგასი | 11 | 9 | 0 | 2 | 122-90 | 18 | ||||||
ფოთი | 11 | 9 | 0 | 2 | 131-78 | 18 | ||||||
ზუგდიდი | 11 | 8 | 0 | 3 | 124-84 | 16 | ||||||
ქუთაისი | 11 | 7 | 0 | 4 | 117-88 | 14 | ||||||
სამტრედია | 11 | 5 | 1 | 5 | 118-128 | 11 | ||||||
ქარიშხალა | 11 | 5 | 0 | 6 | 95-117 | 10 | ||||||
ბათუმი | 11 | 4 | 1 | 6 | 109-123 | 9 | ||||||
წყალტუბო | 11 | 4 | 0 | 7 | 109-120 | 8 | ||||||
რუსთავი | 11 | 2 | 0 | 9 | 85-125 | 4 | ||||||
სენაკი | 11 | 1 | 0 | 10 | 61-140 | 2 | ||||||
გორი | 11 | 0 | 0 | 11 | 47-171 | 0 |
22-23 მაისი, თბილისის სპორტის სასახლე
უმაღლესი ლიგის ფინალური ოთხეულები
22 მაისი, ნახევარფინალი
ქალები
12:00 ყვარელი – ფოთი
16:00 ქარიშხალა – სამტრედია
კაცები
14:00 BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი
18:00 ქუთაისი – პეგასი
ფინალები – 23 მაისს