აჭარა, ქუთაისი, ფოთი…
ხელვაჩაურში დაიწყო ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატი კიდევ ერთ ასაკობრივ კატეგორიაში, უმცროს ასაკის, 15 წლამდელ ჭაბუკთა შორის. დასავლეთის ლიგაში შეიკრიბა 8 გუნდი.
სამივე მატჩი მოიგო აჭარის გუნდმა, რომელიც 6 ქულით ლიდერობს. უდანაკარგოდაა ქუთაისიც – 2 მატჩი, 4 ქულა. 4 ქულა აქვს ფოთს, შემდეგ, 2-2 ქულით მოდიან წყალტუბო, ზუგდიდი და სამტრედია.
აღმოსავლეთის 5 გუნდი (ქარიშხალა, პეგასი, რუსთავი, გორი, ახაშენი) შეჯიბრებას 1 დეკემბერს დაიწყებს. შედეგად, საქართველოს ჩემპიონატების ექვსივე კატეგორიაში (ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგა, გოგონებისა და ჭაბუკების ორ-ორი ასაკობრივი კატეგორია, 17 და 15 წლამდე), დაგროვდა 65 მონაწილე გუნდი, რომელიც წარმადგენს საქართველოს 18 ქალაქსა და 21 სახელბურთო კლუბს.
ყველა, ექვსივე კატეგორიაში წარმომადგენლობა ჰყავს სამ კლუბს – პეგასს, სამტრედიასა და წყალტუბოს. შემდეგ მოდიან: BSB ბათუმი, ქარიშხალა, ფოთის ოქროს ვერძი, აჭარა (5), ყვარელი, გორი (4), თელავი, ქუთაისი, მამული (3), რუსთავი (2), სპორტუნი, ხელვაჩაური, ქარელი, ტყიბული, ლაგოდეხი, სენაკი, ზუგდიდი, ახაშენი (1).
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.
ჭაბუკები, 15 წლამდე (2004-05)
დასავლეთი. 18 ნოემბერი, ხელვაჩაური
აჭარა – BSB ბათუმი 19-7
ფოთი – წყალტუბო 8-5
სენაკი – სამტრედია 4-8
ზუგდიდი – ქუთაისი 6-7
ფოთი – აჭარა 4-17
წყალტუბო – სენაკი 16-1
ქუთაისი – BSB ბათუმი 15-4
სამტრედია – ზუგდიდი 6-17
აჭარა – სენაკი 20-4
BSB ბათუმი – ფოთი 5-11
მსაჯები: თ. ბჟალავა (ფოთი), გ. გველესიანი (წყალტუბო), ლ. დიასამიძე (ბათუმი)
დელეგატი: თ. ჩოგოვაძე (თბილისი)
—————-თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ
აჭარა———–3—3—0—0—56-15—6
ქუთაისი——-2—2—0—0—22-10—4
ფოთი———-3—2—0—1—23-27—4
წყალტუბო—-2—1—0—1—-21-9—2
ზუგდიდი—–2—1—0—1—23-13—2
სამტრედია—-2—1—0—1—14-21—2
ბათუმი——–3—0—0—3—16-45—0
სენაკი———-3—0—0—3—-9-44—0
აღმოსავლეთი. 1 დეკემბერი, თბილისი, არენა 2
13:00 რუსთავი – გორი
13:30 პეგასი – ქარიშხალა
14:00 რუსთავი – ახაშენი
14:30 გორი – პეგასი
15:00 ახაშენი – ქარიშხალა
2 დეკემბერი, დასავლეთი. სენაკი
15 დეკემბერი, აღმოსავლეთი, არენა 2
16 დეკემბერი, დასავლეთი, ზესტაფონი